მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში
აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის, მთა­ვა­რი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ცი­ენ­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაგ­როვ­და. მათ ად­გი­ლობ­რივ ე.წ. ომ­ბუდსმენს, ასი­და შაკ­რილს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ მკურ­ნა­ლო­ბენ.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ სკან­და­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად არის ატე­ხი­ლი, ვი­ნა­ი­დან და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არ შე­უ­წყვი­ტავთ.

რო­გორც 5 თე­ბერ­ვალს ე.წ. ომ­ბუდსმენ­მა შაკ­რილ­მა გა­ნა­ცხა­და, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა ოჯა­ხის წევ­რებს მი­მარ­თეს, რათა მათ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი შინ წა­ეყ­ვა­ნათ. ექი­მე­ბის მი­მარ­თვის მი­ზე­ზი, ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ყო­ველ­გვა­რი და­ფი­ნან­სე­ბის არ არ­სე­ბო­ბა გახ­და. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებს და, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტებს ვერც მკურ­ნა­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ექი­მე­ბის თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფო და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. 2019 წელს პა­ცი­ენ­ტებს 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­წო­დე­ბო­დათ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

"და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლია და ომ­ბუდსმენს ხში­რად იქ მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რათა შე­ა­მოწ­მოს, რა ვი­თა­რე­ბაა შიგ­ნით და რამ­დე­ნად ირ­ღვე­ვა პა­ცი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, რო­დე­საც იქა­უ­რო­ბა ვნა­ხე, ეს ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სად და რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბო­და კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ცა­რი­ე­ლი იყო. მთა­ვა­რი ექი­მი წუხ­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ", - წერს შაკ­რი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, არას­ტა­ბი­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, არა­მედ მათ არას­რულსფა­სო­ვან კვე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, უამ­რავ აფხა­ზურ ოჯახ­ში ფსი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ და ეს ფაქ­ტი ბევ­რი მი­ზე­ზით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მათ შო­რის იმით, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და, ზო­გა­დად, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის კუ­თხით.

"საჩ­ვე­ნებ­ლად რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი ჰქონ­დათ მო­წყო­ბი­ლი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კი ომამ­დე­ლი წლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ავად­მყო­ფებს არა­თუ მკურ­ნა­ლო­ბენ, საკ­ვე­ბიც კი არ აქვთ მათ­თვის. წლე­ბია ასეა. სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი ბევ­რმა ადა­მი­ან­მა წა­მო­იყ­ვა­ნა და შინ "მკურ­ნა­ლობს", საჭ­მელს მა­ინც აჭ­მევს თა­ვის ავად­მყოფს. არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს დაბ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რად­გან ოჯახს მისი სხვაგ­ვა­რად მოვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და. უთ­ქვამთ, მე­დი­კა­მენ­ტის შოვ­ნამ­დე ასე გვე­ყო­ლე­ბაო", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი, მერი აგუ­მა­ვა.

"ასო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ზოგი სას­მე­ლით, ზოგი ნარ­კო­ტი­კით, ან სუ­ლაც სტრე­სის­გან შეშ­ლი­ლი, სახ­ლებ­ში გვყავს გა­მომ­წყვდე­უ­ლი, რად­გან სა­ხელ­მწი­ფოს მათი შე­ნახ­ვის, მოვ­ლი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თავი არ აქვს. დე­დას, მა­მას, ცოლს ან ოჯა­ხის სხვა წევ­რს არ უნდა იმა­ზე ფიქ­რი, რომ მისი ახ­ლო­ბე­ლი მში­ე­რია, უსუ­სუ­რი და მო­უვ­ლე­ლი", - წერს ერი­კა ჯო­პუა.

"კი­დევ არის ერთი მი­ზე­ზი - მენ­ტა­ლო­ბა. ჩვენს ხალ­ხს არ სურს, ვინ­მემ მათი ოჯა­ხის­კენ თითი გა­იშ­ვი­როს და თქვას - მათ გიჟი ჰყავ­თო. ისი­ნი სხვებ­საც აა­ვა­დე­ბენ, გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან და ხში­რად სუ­ი­ცი­დამ­დეც კი მიჰ­ყავთ. პე­რი­ო­დუ­ლად ეს პრობ­ლე­მე­ბი წა­მო­იჭ­რე­ბა, მერე კი, ისევ მიგ­ვა­ვი­წყდე­ბა და ძველ ჭა­ობ­ში ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას, სი­გი­ჟი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბის ზღვარ­ზე", - წერს ივა­ნე მა­ნია.

90-იან წლებ­ში, ომის და­წყე­ბამ­დე აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ფსი­ქი­ატ­რი ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი იყო. მან, ეროვ­ნე­ბის გა­ნურ­ჩევ­ლად, ასო­ბით ად­გი­ლობ­რივს უმ­კურ­ნა­ლა. სო­ხუ­მის და­ცე­მის შემ­დეგ, ქარ­თველ­მა ექიმ­მა ქა­ლა­ქი არ და­ტო­ვა. 27 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­დი­ოდ­ნენ, სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ეხ­მა­რე­ბო­და მათ. თა­ვად იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე არც უფიქ­რია. სო­ხუ­მის აღე­ბი­დან ცოტა ხნის შემ­დეგ, ის თა­ვის სახ­ლთან ქუ­ჩა­ში დახ­ვრი­ტეს...

kato
10

ჩვენთანაც ასე არაა, რა გაგიკვირდათ? იმდენი ფსიქიურად შეშლილი დადის ქუჩაში, შეგეშინდება ადამიანს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

ოკუპირებული აფხაზეთის, მთავარი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ოჯახის წევრებმა სააშკარაოზე გამოიტანეს ის პრობლემები, რომელიც დაწესებულებაში დაგროვდა. მათ ადგილობრივ ე.წ. ომბუდსმენს, ასიდა შაკრილს მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დაწესებულების ფინანსური პრობლემების გამო, პაციენტები პრაქტიკულად ვერ მკურნალობენ.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ სკანდალი ხელოვნურად არის ატეხილი, ვინაიდან დაწესებულებისთვის ფინანსური დახმარება არ შეუწყვიტავთ.

როგორც 5 თებერვალს ე.წ. ომბუდსმენმა შაკრილმა განაცხადა, სპეციალიზებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმებმა ბენეფიციართა ოჯახის წევრებს მიმართეს, რათა მათ თავიანთი ოჯახის წევრები შინ წაეყვანათ. ექიმების მიმართვის მიზეზი, ბოლო სამი თვის განმავლობაში საავადმყოფოსთვის ყოველგვარი დაფინანსების არ არსებობა გახდა. ფსიქიატრიული საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ ნორმებს და, შესაბამისად, პაციენტებს ვერც მკურნალობით უზრუნველყოფს.

ექიმების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საავადმყოფო დაფინანსების გარეშე დარჩა. 2019 წელს პაციენტებს 5 თვის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები.

"დაწესებულება დახურულია და ომბუდსმენს ხშირად იქ მოხვედრის შესაძლებლობა არ აქვს, რათა შეამოწმოს, რა ვითარებაა შიგნით და რამდენად ირღვევა პაციენტთა უფლებები. თუმცა, როდესაც იქაურობა ვნახე, ეს ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მაინტერესებდა, სად და რა პირობებში ინახებოდა კვების პროდუქტები - ყველაფერი ცარიელი იყო. მთავარი ექიმი წუხდა, რომ პაციენტებისთვის ხარისხიანი საკვების შეძენა არ შეუძლიათ", - წერს შაკრილი, რომლის თქმითაც, არასტაბილური დაფინანსება არა მხოლოდ პაციენტების მკურნალობაზე, არამედ მათ არასრულსფასოვან კვებაზეც აისახება.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, უამრავ აფხაზურ ოჯახში ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანს სახლის პირობებში მკურნალობენ და ეს ფაქტი ბევრი მიზეზით არის განპირობებული. მათ შორის იმით, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და, ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებში, უმძიმესი ვითარებაა, როგორც სპეციალისტების კვალიფიკაციის, ასევე საცხოვრებელი პირობების კუთხით.

"საჩვენებლად რამდენიმე ოთახი ჰქონდათ მოწყობილი, დაწესებულების დანარჩენი ნაწილი კი ომამდელი წლების ნარჩენებია. სინამდვილეში, ავადმყოფებს არათუ მკურნალობენ, საკვებიც კი არ აქვთ მათთვის. წლებია ასეა. საკუთარი ოჯახის წევრი ბევრმა ადამიანმა წამოიყვანა და შინ "მკურნალობს", საჭმელს მაინც აჭმევს თავის ავადმყოფს. არაერთხელ მინახავს დაბმული ადამიანი, რადგან ოჯახს მისი სხვაგვარად მოვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. უთქვამთ, მედიკამენტის შოვნამდე ასე გვეყოლებაო", - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი, მერი აგუმავა.

"ასობით დაავადებული ადამიანი, ზოგი სასმელით, ზოგი ნარკოტიკით, ან სულაც სტრესისგან შეშლილი, სახლებში გვყავს გამომწყვდეული, რადგან სახელმწიფოს მათი შენახვის, მოვლისა და მკურნალობის თავი არ აქვს. დედას, მამას, ცოლს ან ოჯახის სხვა წევრს არ უნდა იმაზე ფიქრი, რომ მისი ახლობელი მშიერია, უსუსური და მოუვლელი", - წერს ერიკა ჯოპუა.

"კიდევ არის ერთი მიზეზი - მენტალობა. ჩვენს ხალხს არ სურს, ვინმემ მათი ოჯახისკენ თითი გაიშვიროს და თქვას - მათ გიჟი ჰყავთო. ისინი სხვებსაც აავადებენ, გარშემომყოფებსაც პრობლემებს უქმნიან და ხშირად სუიციდამდეც კი მიჰყავთ. პერიოდულად ეს პრობლემები წამოიჭრება, მერე კი, ისევ მიგვავიწყდება და ძველ ჭაობში ვაგრძელებთ ცხოვრებას, სიგიჟისა და განადგურების ზღვარზე", - წერს ივანე მანია.

90-იან წლებში, ომის დაწყებამდე აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი ბიძინა მგალობლიშვილი იყო. მან, ეროვნების განურჩევლად, ასობით ადგილობრივს უმკურნალა. სოხუმის დაცემის შემდეგ, ქართველმა ექიმმა ქალაქი არ დატოვა. 27 სექტემბერს, როდესაც ადგილობრივები სამშვიდობოს გამოდიოდნენ, საკუთარი მანქანით ეხმარებოდა მათ. თავად იქაურობის დატოვებაზე არც უფიქრია. სოხუმის აღებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ის თავის სახლთან ქუჩაში დახვრიტეს...

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

ამერიკელი დიპლომატი, აგვისტოს ომის შესახებ, მისი "სკანდალური განცხადების" სწორ ვერსიას ავრცელებს

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს