მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები
უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

დე­და­მი­წა­ზე სხვა გა­ლაქ­ტი­კი­დან ამო­უც­ნო­ბი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა. ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი უცხო გა­ლაქ­ტი­კე­ბი­დან აქამ­დეც მო­დი­ო­და, თუმ­ცა მას რე­გუ­ლა­რუ­ლი სახე არას­დროს ჰქო­ნია.

რო­გორც CNN წერს, რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი ყო­ველ 16 დღე­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი გა­დაჭ­რით ვერ ამ­ბო­ბენ, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე და ამ ეტაპ­ზე მისი წარ­მო­მავ­ლო­ბის გა­სარ­კვე­ვად ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი კა­ნა­დის CHIME-ის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სიგ­ნა­ლი დე­და­მი­წა­ზე ყო­ველ დღე, სა­ათ­ში ორ­ჯერ მო­დი­ო­და. შემ­დეგ კი შე­წყდა, თუმ­ცა 12-დღი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა და ახლა ყო­ველ 16 დღე­ში ერთხელ მო­დის.

ახა­ლი, ამო­უც­ნო­ბი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. მეც­ნი­ე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის და­ბა­დე­ბა, ან ვარ­სკვლა­ვე­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­ნი­ლი ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი.

არ­სე­ბობს თე­ო­რია იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ყო­ვე­ლი­ვე ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბულ უცხოპ­ლა­ნა­ტე­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ სიგ­ნა­ლებს გზავ­ნიდ­ნენ დე­და­მი­წა­ზე, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი ამ უკა­ნას­კნელ თე­ო­რი­ას ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი ერთი და იგი­ვე ად­გი­ლი­დან მო­დის. ას­ტრო­ფი­ზი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ, ამო­უც­ნობ სიგ­ნალს დე­და­მი­წი­დან 1.5 მლრდ სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დით და­შო­რე­ბუ­ლი უც­ნო­ბი გა­ლაქ­ტი­კი­დან ვი­ღებთ.

თა­ვის მხრივ, რა­დიო აფეთ­ქე­ბე­ბი და დე­და­მი­წა­ზე რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის მი­ღე­ბა უჩ­ვე­უ­ლო არ არის. პირ­ვე­ლად მსგავ­სი რამ 2007 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ მა­შინ­დელ­მა დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა ცხად­ყო, რომ ეს სიგ­ნა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კოს­მო­სუ­რი შე­ჯა­ხე­ბე­ბი­დან იყო წარ­მოქ­მნი­ლი. და ამავდრო­უ­ლად, მა­შინ რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად არ მე­ორ­დე­ბო­და.

დე­და­მი­წა­ზე კოს­მო­სი­დან 2015 წელ­საც მო­ვი­და რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი და მა­ში­ნაც კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ყო­ვე­ლი­ვე სწრაფ რა­დი­ო­ა­ფეთ­ქე­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამ ხალხს კიდევ და...ბა უნდა
24

მაგენი სტუმრად იყვნენ გუშინ ჩემთან

ევგენი
16

თუ ეს რადიო სიგნალია, მაშინ დიდი ალბათობით ჩვენი დონის განვითარების მქონე ცივილიზაციის მიერაა გამოგზავნილი და თანაც იმდენი მილიონი წლის წინ რომ ისინი ან აღარ არსებობენ ან იმ დონეზე არიან განვითარებულები რომ არც ვაინტერესებთ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

დედამიწაზე სხვა გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები რეგულარულად ფიქსირდება. ჩვენს პლანეტაზე რადიოსიგნალები უცხო გალაქტიკებიდან აქამდეც მოდიოდა, თუმცა მას რეგულარული სახე არასდროს ჰქონია.

როგორც CNN წერს, რადიოსიგნალი ყოველ 16 დღეში ერთხელ მეორდება. მეცნიერები გადაჭრით ვერ ამბობენ, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ ეტაპზე მისი წარმომავლობის გასარკვევად ინტენსიურად მუშაობენ.

რადიოსიგნალები კანადის CHIME-ის ობსერვატორიაში დააფიქსირეს. თავდაპირველად, ოთხი დღის განმავლობაში სიგნალი დედამიწაზე ყოველ დღე, საათში ორჯერ მოდიოდა. შემდეგ კი შეწყდა, თუმცა 12-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა და ახლა ყოველ 16 დღეში ერთხელ მოდის.

ახალი, ამოუცნობი რადიოსიგნალების წარმომავლობა დაზუსტებული არ არის. მეცნიერები რამდენიმე თეორიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რადიოსიგნალების მიზეზი შეიძლება იყოს ახალი ვარსკვლავების დაბადება, ან ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოქნილი ნეიტრონული ვარსკვლავები.

არსებობს თეორია იმის შესახებაც, რომ ყოველივე ჩვენზე გაცილებით უფრო მეტად განვითარებულ უცხოპლანატელებს უკავშირდებოდეს და ხელოვნურად შექმნილ სიგნალებს გზავნიდნენ დედამიწაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ამ უკანასკნელ თეორიას ყველაზე სკეპტიკურად უყურებენ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რადიოსიგნალი ერთი და იგივე ადგილიდან მოდის. ასტროფიზიკოსების განმარტებით, ახალ, ამოუცნობ სიგნალს დედამიწიდან 1.5 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული უცნობი გალაქტიკიდან ვიღებთ.

თავის მხრივ, რადიო აფეთქებები და დედამიწაზე რადიოსიგნალების მიღება უჩვეულო არ არის. პირველად მსგავსი რამ 2007 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინდელმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ეს სიგნალები სხვადასხვა კოსმოსური შეჯახებებიდან იყო წარმოქმნილი. და ამავდროულად, მაშინ რადიოსიგნალები რეგულარულად არ მეორდებოდა.

დედამიწაზე კოსმოსიდან 2015 წელსაც მოვიდა რადიოსიგნალი და მაშინაც კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველივე სწრაფ რადიოაფეთქებებს უკავშირდებოდა.

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

პატარა ლაზარეს, რომელსაც ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა