მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

"მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" თეთ­ნულ­დის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტი, თეთ­ნულ­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აკ­რძა­ლულ ზო­ნა­ში, თოვ­ლის სა­ფა­რის ქვეშ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

"მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, თეთ­ნულ­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა, რის შე­დე­გა­დაც თეთ­ნულ­დის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა 4 ჩეხი ტუ­რის­ტი გა­და­არ­ჩი­ნა, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მხო­ლოდ ორი წუთი გაგ­რძელ­და.

"ზვავ­ში სხვა პი­რის შე­საძ­ლო მო­ყო­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ტუ­რის­ტე­ბის მიერ არ დას­ტურ­დე­ბო­და, თუმ­ცა მეს­ტი­ის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში აღ­მოჩ­ნდა მო­თხი­ლა­მუ­რის სრუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ ტუ­რისტს ეკუთ­ვნო­და.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტის ძებ­ნა და­ი­წყო", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თეთნულდის სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტი, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში, თოვლის საფარის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, გუშინ, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თეთნულდის სამაშველო სამსახურმა 4 ჩეხი ტურისტი გადაარჩინა, სამაშველო ოპერაცია მხოლოდ ორი წუთი გაგრძელდა.

"ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა.

აქედან გამომდინარე, სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტის ძებნა დაიწყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ილია ჭავჭავაძის ორი უპასუხო სიყვარული

„პრაქტიკულმა აკადემიამ“ მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო

როგორ დაემშვიდობა გიგი უგულავა შსს-ში შესვლამდე შვილს