სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე
"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ბევ­რად ნაკ­ლე­ბი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ჰყავს რუ­სეთ­ში, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვილს - სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას გამ­ბე­და­ო­ბის მი­მართ. მე მას ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ფო­ნით და მინ­და ვთქვა, რომ ის მარ­თლაც იმ­სა­ხუ­რებს ძა­ლი­ან დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას, იმ­დე­ნად თა­ვა­წე­უ­ლი იყო და იმ­დე­ნად ღირ­სე­ბით სავ­სე. მა­ინც ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე­თი ნორ­მე­ბით, კა­ნო­ნის ასე­თი უხე­ში დაღ­ვე­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სად­მე მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ჩანს, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ეს არის უკი­დუ­რე­სი სი­სუს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. უკი­დუ­რე­სად შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბაა ეს და ერთი ერ­თზე მახ­სე­ნებს (ვე­თან­ხმე­ბი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილს) ას­ლან აბა­ში­ძის ქმე­დე­ბებს. ზუს­ტად ასე ჩა­მო­ი­შა­ლა ას­ლან აბა­ში­ძე.

ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის ბოლო აგო­ნია და ტყუ­ი­ლად ჰგო­ნია ვინ­მეს, რომ რად­გან ასე იქ­ცე­ვა - ძლი­ე­რია. არა­ნა­ი­რი ძლი­ე­რი ეგ არ არის, არის უსუს­ტე­სი! მინ­და გი­თხრათ, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს (მი­უ­ხე­და­ვად ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა), ბევ­რად ნაკ­ლე­ბი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ჰყავს ამ­ხე­ლა რუ­სეთ­ში, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვილს ჰყავს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლი უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლია.

„მისი პირ­ვე­ლი მარ­ცხი იყო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში და მთე­ლი ის ჩა­გო­ნე­ბა, რომ მათი საქ­მე არაა პო­ლი­ტი­კა და ეს ბინ­ძუ­რი საქ­მეა - ხუ­ხუ­ლა­სა­ვით ჩა­მო­ე­შა­ლა და შე­იქ­მნა ბევ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან. მე­ო­რე დიდი მარ­ცხი იყო, როცა პრაქ­ტი­კუ­ლად მთე­ლი ოპო­ზი­ცია გა­ერ­თი­ან­და და მას არ დარ­ჩა არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი და პრაქ­ტი­კუ­ლად „მეფე შიშ­ვე­ლია". და მე­სა­მე დიდი მარ­ცხი, ჩემი აზ­რით, არის ის, რომ უკვე აღა­რა­ვის აღარ ეში­ნია მისი და­ჭე­რე­ბის, რო­გორც გიგი წა­ვი­და, ისე თა­ვა­წე­უ­ლი მი­დის ხალ­ხი ცი­ხე­ში და ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ ეს არის ბოლო დღე­ე­ბი ამ „ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რის". სულ მალე კი „მატ­რო­სო­ვი" გარ­და­იქ­მნე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის მუ­ზე­უ­მად, იმ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის, ვინც აშე­ნებ­და ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და ამის გამო აგე­ბი­ნეს მათ პა­სუ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „ღა­მის მთა­ვარ­ში“, რო­მელ­საც „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე თა­ვად აქ­ვეყ­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვა ე.წ. ფონ­დის საქ­მე­ზე თან­ხის გაფ­ლან­გვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გიგი უგუ­ლა­ვა ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ ი მ ი ნ ო
27

ლაო-ლაო, აბა ერთი კარგათ აგვიხსენი..

სიმართლე და რეალობა
19

ეგ რა არის შენ წინა მთავრობის (მიშასი რა...) ცხოვრებას უნდა გადაავლო თვალი ადამიანებს რისთვი იჭერდნენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.

„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო აღფრთოვანება გიგი უგულავას გამბედაობის მიმართ. მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მინდა ვთქვა, რომ ის მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, იმდენად თავაწეული იყო და იმდენად ღირსებით სავსე. მაინც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ნორმებით, კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა. საქართველოში, როგორც ჩანს, ეს შესაძლებელია.

ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება. უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა ეს და ერთი ერთზე მახსენებს (ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს) ასლან აბაშიძის ქმედებებს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე.

ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რადგან ასე იქცევა - ძლიერია. არანაირი ძლიერი ეგ არ არის, არის უსუსტესი! მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს (მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა), ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, ივანიშვილი უკვე დამარცხებულია.

„მისი პირველი მარცხი იყო, როდესაც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და მთელი ის ჩაგონება, რომ მათი საქმე არაა პოლიტიკა და ეს ბინძური საქმეა - ხუხულასავით ჩამოეშალა და შეიქმნა ბევრი ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებიც იბრძვიან. მეორე დიდი მარცხი იყო, როცა პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და მას არ დარჩა არცერთი პოლიტიკოსი და პრაქტიკულად „მეფე შიშველია". და მესამე დიდი მარცხი, ჩემი აზრით, არის ის, რომ უკვე აღარავის აღარ ეშინია მისი დაჭერების, როგორც გიგი წავიდა, ისე თავაწეული მიდის ხალხი ციხეში და ყველა ხვდება, რომ ეს არის ბოლო დღეები ამ „ყვარყვარე თუთაბერის". სულ მალე კი „მატროსოვი" გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ღამის მთავარში“, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

გახარია: "ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება"