საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა
იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

საკ­რუ­ი­ზო გემ Diamond Princess-ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მა­ტე­ბით 60 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. გემ­ზე, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლა­ქის სამ­ხრე­თით კა­რან­ტინ­შია გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მთლი­ა­ნო­ბა­ში ვირუ­სის 130 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. კრუ­იზ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3700 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის 2 670 მგზავ­რია.

ცნო­ბის­თვის, კი­დევ ერთ გემ­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჰონგ-კონ­გში იყ­ვნენ სა­კა­რან­ტი­ნოდ გა­ჩე­რე­ბუ­ლი, კრუ­ი­ზის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მას შემ­დეგ მის­ცეს, რაც 3600-პი­რის ანა­ლი­ზებ­მა კო­რო­ნა­ვუ­რუს­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, ჩი­ნეთ­ში, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ბოლო ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ 97 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და და­ღუ­პულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 908-მდე გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის კო­მი­სია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში, ამ დრომ­დე ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 40,171 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის შე­სას­წავ­ლად ჩი­ნეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთა გუნ­დი გა­ემ­გზავ­რა, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მის, SARS-ის, შე­დე­გად 2002-2003 წლებ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
=====
0

იაპონიაში საკრუიზო გემი კარანტინში გააჩერეს ,რადგანაც ერთერთ მგზავრს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა. გემი ჩაკეტილი სივრცეა და დიდი ალბათობით დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგანაც ვირუსის გადადების საფრთხე ასეთ პატარა სივრცეში მეტია!

წმინდა გაგა
3

უბრალოდ ჩაძირეთ ასეთი გემი, თან ჩინელებით გადავსებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა. გემზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქის სამხრეთით კარანტინშია გაჩერებული, მთლიანობაში ვირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კრუიზზე დაახლოებით 3700 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 670 მგზავრია.

ცნობისთვის, კიდევ ერთ გემზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ჰონგ-კონგში იყვნენ საკარანტინოდ გაჩერებული, კრუიზის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც 3600-პირის ანალიზებმა კორონავურუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

შეგახსენებთ, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 40,171 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი გაემგზავრა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ მწვავე რესპირატორული სინდრომის, SARS-ის, შედეგად 2002-2003 წლებში დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

რა ხდება უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ? - ქალაქი თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?