საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."
რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."

"ის ვინც ერთ სულს გა­და­არ­ჩენს, გა­და­არ­ჩენს მთელს მსოფ­ლი­ოს.." - ამ ფრა­ზის გა­გო­ნე­ბი­სას, ყვე­ლა კი­ნო­მოყ­ვა­რულს 1993 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი სა­კულ­ტო ფილ­მი - "შინდლე­რის სია" ახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც სხვა მრა­ვალ ჯილ­დოს­თან ერ­თად 12 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან, 7 "ოს­კა­რის" მფლო­ბე­ლია.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სტი­ვენს სპილ­ბერ­გის ეპი­კუ­რი დრა­მის ქას­თინგზე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, ის ჰე­ლენ ჰირ­შის - ნა­ცის­ტი გე­ნერ­ლის პო­ლო­ნე­ლი მო­სამ­სა­ხუ­რის როლ­ზე გა­დი­ო­და სინჯს, რის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ფო­ტო­სე­სი­აც მო­ე­წყო. ფა­რუ­ლა­ვა აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­საც ურ­თავს პოსტს.

ფოტო ფილ­მის სინ­ჯე­ბი­დან

სა­ბო­ლო­ოდ, როლ­ზე სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ემ­ბეტ დე­ვიდსი და­ამ­ტკი­ცეს, ია ფა­რუ­ლა­ვა კი იმი­ტომ არ აირ­ჩი­ეს, რომ პერ­სო­ნა­ჟის­თვის ზედ­მე­ტად ლა­მა­ზი იყო...

კად­რი ფილ­მი­დან შინდლე­რის სია

რო­გორც ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი წერს, ის პი­რა­დად ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა, გე­ნი­ა­ლურ­მა სტი­ვენს სპილ­ბერ­გმა და­ი­წუ­ნა და ფა­რუ­ლა­ვა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ამ იმედ­გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ აიც­რუა გული ჰო­ლი­ვუდ­ზე. "რა ახ­ლოს ვი­ყა­ვი გა­მარ­ჯვე­ბას­თან... ამის მერე ავიც­რუე გული ჰო­ლი­ვუდ­ზე" - წერს მსა­ხი­ო­ბი.

ია ფა­რუ­ლა­ვა ლოს ან­ჯე­ლეს­ში, 1993 წელი. წყა­რო: ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე

შე­გახ­სე­ნებთ, ია ფა­რუ­ლა­ვა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ის რამ­დე­ნი­მე სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში, მუ­სი­კა­ლურ კლიპ­სა და და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ფილმში გა­და­ი­ღეს.

"ცოტა არ იყოს ჰო­ლი­ვუდ­მა დამ­ჩაგ­რა, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ეთ­ნი­კუ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის ვი­ყა­ვი - მქონ­და ხუ­ჭუ­ჭა თმე­ბი, სქე­ლი წარ­ბე­ბი, აქ­ცენ­ტი.. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ფილ­მის­თვის სინ­ჯზე მივ­სულ­ვარ და ჩემ­თან ერ­თად სინ­ჯე­ბი გა­უვ­ლი­ათ სელ­მა ჰა­ი­ეკს და ჯე­ნი­ფერ ლო­პესს, მა­შინ არ იყ­ვნენ ასე­თი ცნო­ბი­ლე­ბი, იწყებ­დნენ, მაგ­რამ ლა­თი­ნოს რო­ლებ­ზე ვერ გა­ვუ­წევ­დი კონ­კუ­რენ­ცი­ას ვე­რა­ნა­ი­რად..." - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჰო­ლი­ვუდ­ში სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ია ფა­რუ­ლა­ვამ წიგნ­ში - "თა­მა­ში თა­მა­შის გა­რე­შე" და­წე­რა:

"მსა­ხი­ო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ოს­ტა­ტო­ბა­ში ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად მა­ნამ­დე არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია "ცივი კი­თხვა" (Cold reading) - ჰო­ლი­ვუდ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მე­თო­დი, რო­მელ­საც სინ­ჯე­ბის დროს იყე­ნე­ბენ, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი როლს კი­თხუ­ლობს და იმავდრო­უ­ლად თა­მა­შობს კი­დეც. არ ვი­ცო­დი რა იყო კონ­კუ­რენ­ცია და უა­რით მი­ღე­ბუ­ლი დამ­ცი­რე­ბა...

რო­ბერტ დე ნი­როს­თან ერ­თად

მათი გა­გე­ბით, ჩემი "ეგ­ზო­ტი­კუ­რი" გა­რეგ­ნო­ბა, ნამ­დვი­ლი დაბ­რკო­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა. აგენ­ტი­სა და მე­ნე­ჯე­რის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნა, შე­მეც­ვა­ლა გა­რეგ­ნო­ბა, ყუ­რად არ ვიღე. მე ვა­მა­ყობ­დი ჩემი ქარ­თვე­ლო­ბით და არ მსურ­და რუსს ან სხვა სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის ქალს დავ­მსგავ­სე­ბო­დი. მსა­ხი­ო­ბე­ბი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­დან მრავ­ლად იყ­ვნენ და ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას მი­წევ­დნენ.

ბევრ სინ­ჯზე ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბით ტა­შიც კი და­ვიმ­სა­ხუ­რე, მაგ­რამ უა­რით მის­ტუმ­რებ­დნენ - ჩემი გა­რეგ­ნო­ბა პრო­დი­უ­სე­რე­ბის ხედ­ვას არ შე­ე­სა­ტყვი­სე­ბო­და.." - წერს ია ფა­რუ­ლა­ვა წიგნ­ში.

ია ფა­რუ­ლა­ვა გი­ორ­გი ჟდა­ნოვ­თან ერ­თად

ამის შემ­დეგ ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა ხელი მიჰ­ყო პე­და­გო­გო­ბას. ია ფა­რუ­ლა­ვა 1993-98 წლებ­ში ჯერ სწავ­ლობ­და გი­ორ­გი ჟდა­ნო­ვის (ჰო­ლი­ვუდ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გის) ჯგუფ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი თა­ნა­შემ­წე და ერთ-ერთი ტრე­ნე­რი იყო ბე­ვერ­ლი ჰილსზე მდე­ბა­რე ჟდა­ნო­ვის სამ­სა­ხი­ო­ბო სტუ­დი­ა­ში. დამ­წყებ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ფა­რუ­ლა­ვა არა­ერთ ცნო­ბილ მსა­ხი­ობს ეხ­მა­რე­ბო­და როლ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში.

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, მფლო­ბე­ლი - ია ფა­რუ­ლა­ვა

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ყველას თავისი სილამაზე და მომხიბვლელობა აქვს

რეალისტი
22

ია ფარულავა ლამაზი ქალია, მაგრამ არც ისეთი, რომ განსაკუთრებით აღნიშნო, გამოარჩიო, მაგას ბევრით სჯობია ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, თაკო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია და ბევრი სხვა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."

რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."

"ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მთელს მსოფლიოს.." - ამ ფრაზის გაგონებისას, ყველა კინომოყვარულს 1993 წელს გადაღებული საკულტო ფილმი - "შინდლერის სია" ახსენდება, რომელიც სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად 12 ნომინაციიდან, 7 "ოსკარის" მფლობელია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სტივენს სპილბერგის ეპიკური დრამის ქასთინგზე ქართველი მსახიობი ია ფარულავა იმყოფებოდა. როგორც მსახიობმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, ის ჰელენ ჰირშის - ნაცისტი გენერლის პოლონელი მოსამსახურის როლზე გადიოდა სინჯს, რისთვისაც სპეციალური ფოტოსესიაც მოეწყო. ფარულავა აღნიშნულ ფოტოსაც ურთავს პოსტს.

ფოტო ფილმის სინჯებიდან

საბოლოოდ, როლზე სამხრეთ აფრიკელი მსახიობი ემბეტ დევიდსი დაამტკიცეს, ია ფარულავა კი იმიტომ არ აირჩიეს, რომ პერსონაჟისთვის ზედმეტად ლამაზი იყო...

კადრი ფილმიდან შინდლერის სია

როგორც ქართველი მსახიობი წერს, ის პირადად ფილმის რეჟისორმა, გენიალურმა სტივენს სპილბერგმა დაიწუნა და ფარულავა იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ ამ იმედგაცრუების შემდეგ აიცრუა გული ჰოლივუდზე. "რა ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან... ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე" - წერს მსახიობი.

ია ფარულავა ლოს ანჯელესში, 1993 წელი. წყარო: ციფრული ფოტომატიანე

შეგახსენებთ, ია ფარულავა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი მსახიობია, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ის რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.

"ცოტა არ იყოს ჰოლივუდმა დამჩაგრა, იმიტომ რომ ძალიან ეთნიკური შესახედაობის ვიყავი - მქონდა ხუჭუჭა თმები, სქელი წარბები, აქცენტი.. ყოფილა შემთხვევები, რომ ფილმისთვის სინჯზე მივსულვარ და ჩემთან ერთად სინჯები გაუვლიათ სელმა ჰაიეკს და ჯენიფერ ლოპესს, მაშინ არ იყვნენ ასეთი ცნობილები, იწყებდნენ, მაგრამ ლათინოს როლებზე ვერ გავუწევდი კონკურენციას ვერანაირად..." - იხსენებს მსახიობი.

მოგვიანებით, ჰოლივუდში საკუთარ გამოცდილებაზე ია ფარულავამ წიგნში - "თამაში თამაშის გარეშე" დაწერა:

"მსახიობის სავალდებულო ოსტატობაში ჩემი გამოცდილება საკმაოდ შეზღუდული აღმოჩნდა. როლის მოსაპოვებლად მანამდე არ გამომიყენებია "ცივი კითხვა" (Cold reading) - ჰოლივუდში დამკვიდრებული ცნობილი მეთოდი, რომელსაც სინჯების დროს იყენებენ, როდესაც მსახიობი როლს კითხულობს და იმავდროულად თამაშობს კიდეც. არ ვიცოდი რა იყო კონკურენცია და უარით მიღებული დამცირება...

რობერტ დე ნიროსთან ერთად

მათი გაგებით, ჩემი "ეგზოტიკური" გარეგნობა, ნამდვილი დაბრკოლება აღმოჩნდა. აგენტისა და მენეჯერის დაჟინებული თხოვნა, შემეცვალა გარეგნობა, ყურად არ ვიღე. მე ვამაყობდი ჩემი ქართველობით და არ მსურდა რუსს ან სხვა სლავური წარმოშობის ქალს დავმსგავსებოდი. მსახიობები ლათინური ამერიკიდან მრავლად იყვნენ და ღირსეულ კონკურენციას მიწევდნენ.

ბევრ სინჯზე ჩემი სამსახიობო მონაცემებით ტაშიც კი დავიმსახურე, მაგრამ უარით მისტუმრებდნენ - ჩემი გარეგნობა პროდიუსერების ხედვას არ შეესატყვისებოდა.." - წერს ია ფარულავა წიგნში.

ია ფარულავა გიორგი ჟდანოვთან ერთად

ამის შემდეგ ქართველმა მსახიობმა ხელი მიჰყო პედაგოგობას. ია ფარულავა 1993-98 წლებში ჯერ სწავლობდა გიორგი ჟდანოვის (ჰოლივუდში კარგად ცნობილი პედაგოგის) ჯგუფში, მოგვიანებით კი მისი თანაშემწე და ერთ-ერთი ტრენერი იყო ბევერლი ჰილსზე მდებარე ჟდანოვის სამსახიობო სტუდიაში. დამწყებ მსახიობებთან ერთად, ფარულავა არაერთ ცნობილ მსახიობს ეხმარებოდა როლზე მუშაობაში.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი - ია ფარულავა