მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ
"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ უფრო ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ კან­დი­დატ­თან ერ­თად, ბოლო დროს სო­ხუ­მის ე.წ. მერი კან კვარ­ჩი­აც გა­აქ­ტი­ურ­და, რო­მელ­მაც უკვე გა­ა­კე­თა გა­ნა­ცხა­დი პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვილ­ზე.

ამა­სო­ბა­ში, რე­გი­ონ­ში, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბი იც­ვლე­ბა - ის ეთ­ნი­კუ­რად აფხა­ზი უნდა იყოს, ჰქონ­დეს ე.წ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ფლობ­დეს აფხა­ზურ ენას და ასა­კით 35-დან 65 წლამ­დე იყოს.

"პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ველს წარ­სულ­ში სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, ასე­ვე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი წარ­სუ­ლი. ქვე­და ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი 45 წლამ­დე უნდა გა­ი­ზარ­დოს", - წე­რენ აფხა­ზე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ლი­დერს ჰქონ­დეს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და ეროვ­ნუ­ლო­ბა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, აქვე დას­ძე­ნენ, რომ ახალ თა­ო­ბას გა­ნათ­ლე­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

მას შემ­დეგ, რაც კვარ­ჩი­ამ "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, მის­კენ გა­და­ი­ხა­რა. რო­გორც აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ბოლო დროს აფხა­ზებ­ში არც ისე კარ­გი გან­წყო­ბაა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, კვარ­ჩი­ამ ბოლო წლებ­ში თავი იმით გა­მო­ი­ჩი­ნა, რომ 90-იან წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზურ ომში ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უნ­დო­ბე­ლი იყო ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის მი­მართ, რო­მელ­თა დახ­ვრე­ტაც არა­ერ­თხელ მოხ­და მისი მე­თა­უ­რო­ბით. ამის გამო, აფხა­ზი მე­ომ­რე­ბის აგ­რე­სი­აც კი და­იმ­სა­ხუ­რა, "რად­გან ტყვე­თა გაც­ვლა­ში ხელი ეშ­ლე­ბო­დათ".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კვარ­ჩია რაულ ხა­ჯიმ­ბას კან­დი­და­ტუ­რა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან სწო­რედ მისი "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" დროს და­ნიშ­ნეს მე­რად. პირ­ველ დღე­ებ­ში მან მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა თავი და უკა­ნო­ნო ნა­გე­ბო­ბებს, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბებს (ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტილ სახ­ლებს), გა­რე­ვაჭ­რო­ბას, სო­ხუ­მის მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ბა­ზარს, კრი­მი­ნალს და სხვა პრობ­ლე­მებს ომი გა­მო­უ­ცხა­და, თუმ­ცა, "კოს­მე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის" გარ­და, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი შეძ­ლო, რად­გან ქა­ლაქ­ში სწო­რედ ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბით იშო­ვე­ბა ფული...

"ყვე­ლას გვახ­სოვს მისი ხმა­უ­რი­ა­ნი გა­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ქა­ლა­ქი ქა­ლაქს უნდა ჰგავ­დეს, უკა­ნო­ნო მი­შე­ნე­ბებ­სა და ფა­რე­ხებს და­ე­რია, სა­დაც ხალ­ხს სა­ვაჭ­რო ფარ­თე­ბი და სა­წყო­ბე­ბი ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში მცხოვ­რე­ბი სო­მე­ხი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი არ გახ­სე­ნე­ბია. ეტყო­ბა "არა­ფე­რი იცო­და" და "ვერც შე­ამ­ჩნია".

მა­თაც და­უ­ფა­სეს და ახლა გა­მა­ლე­ბუ­ლი უჭე­რენ მხარს, რო­გორც მთა­ვარ ლო­ბისტს. გა­მა­ლე­ბუ­ლი ცდი­ლო­ბენ ბჟა­ნი­ას მი­ნუ­სე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნონ და ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ლი­დე­რი მო­ღა­ლა­ტედ გაგ­ვაც­ნონ, რად­გან ქარ­თულ მე­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზა­დაა", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ხა­თუ­ნა აგირ­ბა.

სხვე­ბის თქმით, "ცოტა ხან­ში, აფხა­ზეთ­ში მთა­ვარ აზრს სომ­ხე­ბი შექ­მნი­ან, რად­გან აფხა­ზე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან..."

ის, რომ ხა­ჯიმ­ბას სხვა ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბიც გა­ნუდ­გნენ, მა­შინ­ვე გა­ცხად­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის თე­მურ ნა­და­რა­ი­ას ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მე­ლიც ხა­ჯიმ­ბას მთა­ვარ შეც­დო­მებ­ზე სა­უბ­რობს, მა­ინც ყვე­ლა გა­ა­ო­ცა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ნა­და­რია ახლა ცდი­ლობს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც იპო­ვოს ად­გი­ლი.

გა­მო­ცე­მა Абхаз Авто ტე­ლე­გა­და­ცე­მა Тет-а-тет-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ნა­და­რა­ია ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას სწო­რედ ხა­ჯიმ­ბას უკავ­ში­რებს:

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყრო­დან მოხ­ვდნენ. თუ ადრე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" პო­ლი­ტი­კის­გან შორს იყ­ვნენ, ახლა ისი­ნი პო­ლი­ტი­კის წარმ­მარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ამ სფე­რო­დან მათი გან­დევ­ნა არც ისე ად­ვი­ლია..." - აცხა­დებს ნა­და­რა­ია, რომ­ლის თქმი­თაც, 2014 წელს ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის "ხე­ლო­სუფ­ლე­ბის" სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა შეც­დო­მა იყო და ეს ხა­ჯიმ­ბამ უნდა აღი­ა­როს.

ნა­და­რა­ი­ას მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ასე ახ­სნეს:

"ის აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ალექ­სნად­რე ან­ქვა­ბი კვლა­ვაც იბ­რუ­ნებს პო­ლი­ტი­კურ სა­და­ვე­ებს, რომ­ლის­თვი­საც ხელი არც არას­დროს გა­უშ­ვია, უბ­რა­ლოდ ახლა ცხა­დი ხდე­ბა, რომ ბოლო პრო­ცე­სე­ბის უკან ის იდგა, ნა­და­რი­ა­ია კი ცდი­ლობს მას თავი შე­ახ­სე­ნოს, რო­გორც გა­ლის რა­ი­ონ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კად­რი... იმე­დია, "რკი­ნის ალი­კას" ალღო არ და­უ­კარ­გავს და გა­იძ­ვე­რე­ბის ამოც­ნო­ბა ისე მისი ძლი­ე­რი მხა­რეა...", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი "ირაკ­ლი სუ­ხუმსკი".

ბო­ლომ­დე ვე­რა­ვინ ამოხ­სნა, მა­ინც სად გა­დის ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბის ზღვა­რი აფხა­ზეთ­ში, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მას წლე­ბია მუდ­მი­ვი ელექ­ტო­რა­ტი ჰყავს, რო­მე­ლიც მის ყვე­ლა არას­წორ ნა­ბიჯს აპ­რა­ვებს, მათ შო­რის, "ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­საც...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი და ას­ლან ბჟა­ნია მო­ლა­პა­რა­კე­კებს მარ­თა­ვენ. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გა­ზე­თო გა­მო­ცე­მა "Чагемская правда "-ს ცნო­ბით, ან­ქვა­ბი და ბჟა­ნია აფხა­ზე­თის გან­ვი­თა­რე­ბის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - "დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­უ­ბა­რია, ქარ­თულ მხა­რეს­თან ეკო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც, რაც ქვე­ყა­ნას სა­სი­ცო­ცხლოდ სჭრ­დე­ბა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzirali
10

ვნახოთ როგორ განვიტარდება მოვლენები

77
7

აფხაზები მზად არ არიან ქართველებთან თანამშრომლობისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ

"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ვადამდელ არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და შესაბამისად, პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატთან ერთად, ბოლო დროს სოხუმის ე.წ. მერი კან კვარჩიაც გააქტიურდა, რომელმაც უკვე გააკეთა განაცხადი პრეზიდენტობის სურვილზე.

ამასობაში, რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება - ის ეთნიკურად აფხაზი უნდა იყოს, ჰქონდეს ე.წ. ადგილობრივი მოქალაქეობა, ფლობდეს აფხაზურ ენას და ასაკით 35-დან 65 წლამდე იყოს.

"პრეზიდენტობის მსურველს წარსულში სწორი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ასევე კეთილსინდისიერი წარსული. ქვედა ასაკობრივი ზღვარი 45 წლამდე უნდა გაიზარდოს", - წერენ აფხაზები, რომელთა თქმითაც, აუცილებელია, ლიდერს ჰქონდეს კარგი განათლება და ეროვნულობაზე იყოს ორიენტირებული. თუმცა, აქვე დასძენენ, რომ ახალ თაობას განათლების მხრივ პრობლემები აქვს.

მას შემდეგ, რაც კვარჩიამ "პრეზიდენტობის" სურვილი გამოთქვა, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მისკენ გადაიხარა. როგორც აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, განსაკუთრებით აქტიურობენ ეთნიკური სომხები, რომელთა მიმართაც ბოლო დროს აფხაზებში არც ისე კარგი განწყობაა.

არსებული ცნობით, კვარჩიამ ბოლო წლებში თავი იმით გამოიჩინა, რომ 90-იან წლების ქართულ-აფხაზურ ომში ძალზე აქტიური იყო. განსაკუთრებით დაუნდობელი იყო ქართველი ტყვეების მიმართ, რომელთა დახვრეტაც არაერთხელ მოხდა მისი მეთაურობით. ამის გამო, აფხაზი მეომრების აგრესიაც კი დაიმსახურა, "რადგან ტყვეთა გაცვლაში ხელი ეშლებოდათ".

ადგილობრივების თქმით, კვარჩია რაულ ხაჯიმბას კანდიდატურადაც განიხილება, რადგან სწორედ მისი "პრეზიდენტობის" დროს დანიშნეს მერად. პირველ დღეებში მან მკვეთრი განცხადებებით გამოიჩინა თავი და უკანონო ნაგებობებს, მიტოვებულ შენობებს (ქართველების დაკეტილ სახლებს), გარევაჭრობას, სოხუმის მოუწესრიგებელ ბაზარს, კრიმინალს და სხვა პრობლემებს ომი გამოუცხადა, თუმცა, "კოსმეტიკური ცვლილების" გარდა, ბევრი ვერაფერი შეძლო, რადგან ქალაქში სწორედ ასეთი დარღვევებით იშოვება ფული...

"ყველას გვახსოვს მისი ხმაურიანი გაცხადებები, რომ ქალაქი ქალაქს უნდა ჰგავდეს, უკანონო მიშენებებსა და ფარეხებს დაერია, სადაც ხალხს სავაჭრო ფართები და საწყობები ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ ცენტრალურ ქუჩებში მცხოვრები სომეხი ნარკორეალიზატორები არ გახსენებია. ეტყობა "არაფერი იცოდა" და "ვერც შეამჩნია".

მათაც დაუფასეს და ახლა გამალებული უჭერენ მხარს, როგორც მთავარ ლობისტს. გამალებული ცდილობენ ბჟანიას მინუსები წარმოაჩინონ და ერთადერთი რეალური ლიდერი მოღალატედ გაგვაცნონ, რადგან ქართულ მედიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა", - წერს ადგილობრივი ხათუნა აგირბა.

სხვების თქმით, "ცოტა ხანში, აფხაზეთში მთავარ აზრს სომხები შექმნიან, რადგან აფხაზები უმცირესობაში იქნებიან..."

ის, რომ ხაჯიმბას სხვა ყოფილი თანაგუნდელებიც განუდგნენ, მაშინვე გაცხადდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, გალის ე.წ. ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ინტერვიუმ, რომელიც ხაჯიმბას მთავარ შეცდომებზე საუბრობს, მაინც ყველა გააოცა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ნადარია ახლა ცდილობს ახალ ხელისუფლებაშიც იპოვოს ადგილი.

გამოცემა Абхаз Авто ტელეგადაცემა Тет-а-тет-ზე დაყრდნობით წერს, რომ ნადარაია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამწვავებას სწორედ ხაჯიმბას უკავშირებს:

"არიან ადამიანები, რომლებიც აფხაზურ პოლიტიკაში კრიმინალური სამყროდან მოხვდნენ. თუ ადრე "კანონიერი ქურდები" პოლიტიკისგან შორს იყვნენ, ახლა ისინი პოლიტიკის წარმმართველები არიან და ამ სფეროდან მათი განდევნა არც ისე ადვილია..." - აცხადებს ნადარაია, რომლის თქმითაც, 2014 წელს ალექსანდრე ანქვაბის "ხელოსუფლების" სამხედრო გადატრიალება შეცდომა იყო და ეს ხაჯიმბამ უნდა აღიაროს.

ნადარაიას მედიაში აქტიურობა ადგილობრივებმა ასე ახსნეს:

"ის აცნობიერებს, რომ ალექსნადრე ანქვაბი კვლავაც იბრუნებს პოლიტიკურ სადავეებს, რომლისთვისაც ხელი არც არასდროს გაუშვია, უბრალოდ ახლა ცხადი ხდება, რომ ბოლო პროცესების უკან ის იდგა, ნადარიაია კი ცდილობს მას თავი შეახსენოს, როგორც გალის რაიონში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრი... იმედია, "რკინის ალიკას" ალღო არ დაუკარგავს და გაიძვერების ამოცნობა ისე მისი ძლიერი მხარეა...", - წერს ინტერნეტმომხარებელი "ირაკლი სუხუმსკი".

ბოლომდე ვერავინ ამოხსნა, მაინც სად გადის ალექსანდრე ანქვაბის შესაძლებობების ზღვარი აფხაზეთში, მაგრამ ფაქტია, რომ მას წლებია მუდმივი ელექტორატი ჰყავს, რომელიც მის ყველა არასწორ ნაბიჯს აპრავებს, მათ შორის, "ქართველ კრიმინალებთან ახლო ურთიერთობასაც...

რამდენიმე დღის წინ, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ანქვაბი და ასლან ბჟანია მოლაპარაკეკებს მართავენ. ადგილობრივი საგაზეთო გამოცემა "Чагемская правда "-ს ცნობით, ანქვაბი და ბჟანია აფხაზეთის განვითარების გზებზე მსჯელობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, - "დიდი ალბათობით, საუბარია, ქართულ მხარესთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც, რაც ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭრდება".

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში