სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი
მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი

მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა ბე­ნი­ა­მინ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 18 წელი იმ­ყო­ფე­ბო­და

მამა ბე­ნი­ა­მი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტრის კე­ლი­ა­ში ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, თუმ­ცა მო­ნას­ტერ­ში კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქო­ნია.

მარ­ტყოფ­ში, ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტერ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა ბე­ნი­ა­მინ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 18 წელი იმ­ყო­ფე­ბო­და.

"03:15 წუთი იყო, რო­დე­საც ჩემს ოთახ­ში შე­მო­ვი­და სტუ­მა­რი და მი­თხრა, რომ მის ოთახ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იყო. რომ შე­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ ლო­გინ­ში იყო ადა­მი­ა­ნი და მას კი­სერ­ში დანა ჰქონ­და ჩარ­ტყმუ­ლი.

პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კეთ, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში პო­ლი­ცია მო­ვი­და და ის, ვინც ეს ამ­ბა­ვი შე­მა­ტყო­ბი­ნა და მას­თან ერ­თად ვინც ცხოვ­რობ­და, გა­მო­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს. 3 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და ერ­თად კე­ლი­ა­ში. როცა ეს ადა­მი­ა­ნი გა­მო­კი­თხვი­დან მო­ვი­და, და­ვინ­ტე­რეს­დი და ვკი­თხე, რამე კონ­ფლიქ­ტი იყო თუ არა გაქ­ცე­ულ­სა და და­ღუ­პულს შო­რის. მან მი­თხრა, რომ მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა. ალ­ბათ რომ და­ი­ჭე­რენ, მერე გა­ირ­კვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და მამა ბე­ნი­ა­მინ­მა.

რო­გორც მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი, პირი, რო­მე­ლიც ახლა მო­ნას­ტრი­და­ნაა გაქ­ცე­უ­ლი, სხვე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი არ იყო.

"მოკ­ლუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ო­და ჩემ­თან, თვე­ში 10-20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ხოლ­მე მო­ნას­ტერ­ში, იგო­რი ერ­ქვა. ფი­ზი­კუ­რად სუს­ტი იყო და ხში­რად ექიმ­თან და­დი­ო­და. ის, ვინც გაქ­ცე­უ­ლია, ანუ სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ო­და მო­ნას­ტერ­ში და ისიც თვე­ში 10-დან 20 დღემ­დე რჩე­ბო­და ხოლ­მე.

გაქ­ცე­უ­ლი ადრე ცი­ხე­ში ყო­ფი­ლა ნაჯ­დო­მი, 18 წელი. მე არ ვი­ცო­დი, რომ ის ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, მაგ­რამ როცა მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და, მორ­ჩი­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და და მე არ და­მი­ნა­ხია, რომ მას ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნო­და. რო­დე­საც ასე­თი ხალ­ხი მოჰ­ყავთ ჩემ­თან, თუ ის სხვე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლია, ასე­თებს ეკ­ლე­სი­ი­დან ვუშ­ვებ ხოლ­მე, მაგ­რამ ეს სხვე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი არ იყო.

ეს ადა­მი­ა­ნი სა­მეგ­რე­ლო­დან იყო, კახა ჰქვია, მოკ­ლუ­ლი კი ერთი წლის ჩა­მო­სუ­ლი იყო მოს­კო­ვი­დან, სახლ-კარი არ ჰქონ­და და ხან ჩემ­თან ტა­ძარ­ში და ხან მის მე­გობ­რებ­თან რჩე­ბო­და ხოლ­მე“, - აღ­ნიშ­ნა მამა ბე­ნი­ა­მინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეგი
95

ეკლესია მონასტრები (ერთეული გამონალკისების გარდა) კრიმინალებისა და ნარკომანების ბუდე რომაა, ეს დიდი ხანია ვიცით. იფარებენ ვითომ მორჩილებისათვის, სინამდვილეში კი სულ სხვა ქმედებებთან გვაქვს საქმე. მართლაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ეკლესია ყველა მიმართულებით ასეთ დეგრადაციას განიცდიდა, თუმცა ველოდი, რადგან, ყველა გზააცდენილმა იქ მოიყარა თავი.

!!!
2

მონასტერში სულიერად მოუმზადებლად წასვლა, იგივეა, რაც ფრონტის წინა ხაზზე იარაღის გარეშე შევარდნა. გოდერძი ჩოხელს(აცხონოს ღმერთმა) ისეთი ბრძოლები დაეწყო დანა ჩაირტყა მუცელში საწყალმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი

მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი

მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ სავარაუდო მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელი იმყოფებოდა

მამა ბენიამინის ინფორმაციით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ღვთაების მონასტრის კელიაში ადამიანი მოკლა, წარსულში ნასამართლევია, თუმცა მონასტერში კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, სავარაუდო მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელი იმყოფებოდა.

"03:15 წუთი იყო, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ მის ოთახში გარდაცვლილი იყო. რომ შევედი, დავინახე, რომ ლოგინში იყო ადამიანი და მას კისერში დანა ჰქონდა ჩარტყმული.

პოლიციაში დავრეკეთ, ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა და ის, ვინც ეს ამბავი შემატყობინა და მასთან ერთად ვინც ცხოვრობდა, გამოკითხვაზე წაიყვანეს. 3 ადამიანი ცხოვრობდა ერთად კელიაში. როცა ეს ადამიანი გამოკითხვიდან მოვიდა, დავინტერესდი და ვკითხე, რამე კონფლიქტი იყო თუ არა გაქცეულსა და დაღუპულს შორის. მან მითხრა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ალბათ რომ დაიჭერენ, მერე გაირკვევა“, - განაცხადა მამა ბენიამინმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, სავარაუდო მკვლელი, პირი, რომელიც ახლა მონასტრიდანაა გაქცეული, სხვების მიმართ აგრესიული არ იყო.

"მოკლული ერთი წლის განმავლობაში დადიოდა ჩემთან, თვეში 10-20 დღის განმავლობაში იყო ხოლმე მონასტერში, იგორი ერქვა. ფიზიკურად სუსტი იყო და ხშირად ექიმთან დადიოდა. ის, ვინც გაქცეულია, ანუ სავარაუდო მკვლელი, წელიწადნახევრის განმავლობაში დადიოდა მონასტერში და ისიც თვეში 10-დან 20 დღემდე რჩებოდა ხოლმე.

გაქცეული ადრე ციხეში ყოფილა ნაჯდომი, 18 წელი. მე არ ვიცოდი, რომ ის ნასამართლევი იყო, მაგრამ როცა მონასტერში ცხოვრობდა, მორჩილებას ასრულებდა და მე არ დამინახია, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. როდესაც ასეთი ხალხი მოჰყავთ ჩემთან, თუ ის სხვების მიმართ აგრესიულია, ასეთებს ეკლესიიდან ვუშვებ ხოლმე, მაგრამ ეს სხვების მიმართ აგრესიული არ იყო.

ეს ადამიანი სამეგრელოდან იყო, კახა ჰქვია, მოკლული კი ერთი წლის ჩამოსული იყო მოსკოვიდან, სახლ-კარი არ ჰქონდა და ხან ჩემთან ტაძარში და ხან მის მეგობრებთან რჩებოდა ხოლმე“, - აღნიშნა მამა ბენიამინმა.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა - Stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები და ვითარება გარდაბანში

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

მდინარე ალაზანში მაშველებმა დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს