საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია
ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

მო­გე­ბუ­ლი ჯეკპო­ტი 1 182 454 ლარი „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ“ კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯახს გუ­შინ სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­დას­ცა.

ჯეკპო­ტის - 1 182 454 ლა­რის გა­და­ცე­მის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და. მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ჯეკპო­ტის გა­და­ცე­მი­სას იყო ბევ­რი ემო­ცია - სი­ხა­რუ­ლი, ცრემლნა­რე­ვი ბედ­ნი­ე­რე­ბა და გა­ოგ­ნე­ბაც კი, გა­ოგ­ნე­ბა, რად­გან 2 ლა­რად „ლოტო 6/42“-ის შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თით მო­გე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნის ის­ტო­რია მარ­თლაც რომ კე­თილ ზღა­პარს ჰგავს. თუმ­ცა, კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ამ­ბა­ვი რომ რე­ა­ლუ­რია, ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვად კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯახ­მა იცის - სპე­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნილ ან­გა­რიშ­ზე მათ „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ“ მო­გე­ბუ­ლი ჯეკპო­ტი უკვე ჩა­უ­რი­ცხა.

პირ­ვე­ლი, რა­საც კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი მო­გე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნით გა­ა­კე­თებს, ბა­თუ­მის ბენ­ზეს­და­სახ­ლე­ბა­ში და­გი­რა­ვე­ბულ საგ­ვა­რე­უ­ლო ბი­ნას გა­მო­იხ­სნის, გა­ა­რე­მონ­ტებს და ცხოვ­რე­ბა­საც მშობ­ლი­ურ ბი­ნა­ში გა­აგ­რძე­ლებს. დარ­ჩე­ნი­ლი მი­ლი­ო­ნის ნა­წი­ლით კი ოჯა­ხი ძა­ლი­ან ბევ­რი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბას შეძ­ლებს.

სა­მუ­და­მოდ წარ­სულს ჩაჰ­ბარ­დე­ბა მო­მავ­ლის ში­ში­თა და გა­ჭირ­ვე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა. „ლოტო 6/42“-ში მი­ლი­ო­ნის მო­გე­ბამ­დე კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯახ­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა, გზა კა­თარ­ზი­სი­დან მი­ლი­ო­ნამ­დე. ოჯახს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, ვა­ლი­კო ბაბუ საკ­ვე­ბის­თვის ყო­ველ­დღე სო­ცი­ა­ლურ სა­სა­დი­ლო­ში და­დი­ო­და და გზად მდე­ბა­რე ჯი­ხურ­ში ლა­ტა­რი­ის ბი­ლეთს ყი­დუ­ლობ­და, იმის იმე­დით, რომ მო­ი­გებ­და და და­გი­რა­ვე­ბულ ბი­ნას გა­მო­იხ­სნი­და. ოჯა­ხი დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და.

18 იან­ვარს 2 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი „ლოტო 6/42“-ის ბი­ლეთ­მა კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯახს ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა და მათი ცხოვ­რე­ბაც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა - კვა­ჭა­ძე­ე­ბის­თვის გზა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლო­ბი­დან მი­ლი­ო­ნე­რო­ბამ­დე ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ა­ზე გა­ვი­და!

00:00 / 00:00
ანდრია
0

მიადგებიან ახლა ხელგამოწვდილი ნათესავ-მეგობრები. კი, კი, ასე იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

მოგებული ჯეკპოტი 1 182 454 ლარი „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ კვაჭაძეების ოჯახს გუშინ საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ჯეკპოტის - 1 182 454 ლარის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კვაჭაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მილიონ ლარზე მეტი ჯეკპოტის გადაცემისას იყო ბევრი ემოცია - სიხარული, ცრემლნარევი ბედნიერება და გაოგნებაც კი, გაოგნება, რადგან 2 ლარად „ლოტო 6/42“-ის შეძენილი ბილეთით მოგებული მილიონის ისტორია მართლაც რომ კეთილ ზღაპარს ჰგავს. თუმცა, კვაჭაძეების ოჯახის ამბავი რომ რეალურია, ეს ყველაზე მეტად თავად კვაჭაძეების ოჯახმა იცის - სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მათ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მოგებული ჯეკპოტი უკვე ჩაურიცხა.

პირველი, რასაც კვაჭაძეების ოჯახი მოგებული მილიონით გააკეთებს, ბათუმის ბენზესდასახლებაში დაგირავებულ საგვარეულო ბინას გამოიხსნის, გაარემონტებს და ცხოვრებასაც მშობლიურ ბინაში გააგრძელებს. დარჩენილი მილიონის ნაწილით კი ოჯახი ძალიან ბევრი სურვილის ასრულებას შეძლებს.

სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება მომავლის შიშითა და გაჭირვებით სავსე ცხოვრება. „ლოტო 6/42“-ში მილიონის მოგებამდე კვაჭაძეების ოჯახმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, გზა კათარზისიდან მილიონამდე. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ვალიკო ბაბუ საკვებისთვის ყოველდღე სოციალურ სასადილოში დადიოდა და გზად მდებარე ჯიხურში ლატარიის ბილეთს ყიდულობდა, იმის იმედით, რომ მოიგებდა და დაგირავებულ ბინას გამოიხსნიდა. ოჯახი დევნილთა დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

18 იანვარს 2 ლარად შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთმა კვაჭაძეების ოჯახს ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცა და მათი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა - კვაჭაძეებისთვის გზა სოციალურად დაუცველობიდან მილიონერობამდე ლატარიის კომპანიაზე გავიდა!

ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

პატრიარქი ბაღდათში ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს - "სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად..."

"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი" - აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა საქართველოში?