მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი, ვებსტერი შემოდის - 2021 წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ
საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი, ვებსტერი შემოდის - 2021 წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ

ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ვებსტე­რის კამ­პუ­სის „სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გახ­სნის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუ­მი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუმს ხელი ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯუ­ლი­ან შუს­ტერ­მა და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა მო­ა­წე­რეს.

წამ­ყვა­ნი ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ლი­დე­რი - ვებსტე­რი (Webster University), რე­გი­ონ­ში პირ­ველ კამ­პუსს სა­ქარ­თვე­ლო­ში, „სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2021 წელს გახ­სნის, სა­დაც ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი და ინო­ვა­ცი­უ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (BTU) მდე­ბა­რე­ობს.

ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის, ჯუ­ლი­ან შუს­ტე­რის გან­ცხა­დე­ბით, ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სის გახ­სნა სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა რო­გორც ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის, ასე­ვე პარტნი­ო­რი უნ­ვი­ერ­სი­ტე­ტის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„მი­ზა­ნი არის ის, რომ მივ­ყვეთ ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ხედ­ვას. აქ ვართ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა მი­ვა­წო­დოთ. ჩვენ ამ მიზ­ნის ერ­თგუ­ლე­ბი ვართ და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ მსოფ­ლიო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც გან­ვავ­რცოთ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში. კამ­პუ­სის გახ­სნა დიდ შან­სებს მის­ცემს ქარ­თველ და ასე­ვე, მე­ზო­ბე­ლო ქვეყ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებს, მი­ი­ღონ ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ჩვენ­თვის ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა იმ მხრივ, რომ ამ რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლად ვართ, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა ახლა იწყე­ბა და ვფიქ­რობ, რომ იგი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შუს­ტერ­მა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ „სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში“ შე­მოს­ვლა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ „სი­ლი­კონ ვე­ლის“, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„დღე­ე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას და გა­იხ­სნა რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი, ამე­რი­კუ­ლი ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, აქვს თა­ვი­სი კამ­პუ­სე­ბი არა მარ­ტო ამე­რი­კა­ში, არა­მედ ჰო­ლან­დი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში და ასე­თი ქვეყ­ნე­ბის შემ­დეგ რე­გი­ონ­ში რომ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნი. ასე­ვე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სი­ლი­კონ ვე­ლის პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა ის პრო­ექ­ტი, სა­დაც მოხ­დე­ბა მათი კამ­პუ­სის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, სტუ­დენ­ტებს აღარ მო­უ­წევთ უცხო­ეთ­ში სწავ­ლა, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ეძ­ლე­ბათ, მი­ი­ღონ ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის­გან. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ და ამე­რი­კუ­ლი დიპ-ლომი მი­ი­ღონ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამე­რი­კა­ში წა­უს­ვლე­ლად“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ვებსტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გეგ­მე­ბი მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს და თავ­და­პირ­ვე­ლად, 2021 წელს რო­გორც ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე, ისე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სამი პროგ­რა­მის სწავ­ლე­ბა და­ი­წყე­ბა: მე­დია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პროგ­რა­მე­ბი. მი­სი­ვე თქმით, და­ნარ­ჩე­ნი პროგ­რა­მე­ბი ეტა­პობ­რი­ვად ამოქ­მედ­დე­ბა. რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გეგ­მებ­ში შე­დის, რომ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლას­თან პა­რა­ლე­ლუ­რად, გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სე­მესტრებს სხვა ქვეყ­ნებ­ში, ვებსტე­რის სხვა კამ­პუ­სებ­ში გა­დი­ოდ­ნენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე, ელი­ზა­ბეთ რუ­დიც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო მო­ხა­რუ­ლია, და­ეს­წროს მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რის პრო­ცე­დუ­რას ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის.

„დღე­ვან­დე­ლი დღე ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი დღეა ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და პარტნი­ო­რო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით. ნამ­დვი­ლად სა­ო­ცა­რია იმის და­ნახ­ვა, თუ რო­გორ შე­მოჰ­ყავს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ვებსტე­რის პროგ­რა­მე­ბი. ეს პარტნი­ო­რო­ბაა, რო­მე­ლიც ამე­რი­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წილს ერ­თად აქ­ცევს და ამის და­სა­წყი­სის შემ­ყუ­რე­ნი ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ. 2021 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნის სტუ­დენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ, მი­ი­ღონ ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ამა­ყობს ჩვენს ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და რუდ­მა.

ასე­ვე, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა ირი­ნა მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ვებსტე­რის კამ­პუს­ში ავ­სტრი­ა­ში, დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში სწავ­ლობ­და.

„დიდი პა­ტი­ვია, რომ მეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიყო თქვენ­თან ერ­თად და გა­გი­ზი­ა­როთ ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვე­ნის კამ­პუს­ში მი­ვი­ღე. 2012 წელს სწავ­ლა ვე­ნა­ში, ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რძე­ლე და ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სწო­რედ იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მსურ­და. ის დრო, რაც იქ გა­ვა­ტა­რე, ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა ვსი­წავ­ლე. ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლამ მომ­ცა უდი­დე­სი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, მაგ­რამ ასე­ვე, აღმჭურ­ვა ისე­თი უნა­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც მეხ­მა­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი შემ­ხვედ­რი გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვა­ში. ვებსტე­რი რომ არა, ახლა იქ არ ვიქ­ნე­ბო­დი, სა­დაც ვარ. მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა აქ, „სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში“ ვებსტე­რის კამ­პუ­სის გახ­სნის მნიშ­ვნე­ლო­ბას. დღეს, რო­დე­საც ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სი თბი­ლის­ში უნდა გა­იხ­სნას, სა­ოც­რად ამა­ყი ვარ, რომ ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს და ვიცი, რომ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა მი­ი­ღებს იმა­ვე დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს უდი­დე­სი წინსვლაა ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­გი­ონ­ში შე­მოს­ვლა ახალ­გაზ­რდებს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, 2021 წლი­დან ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღონ. ვებსტე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, კერ­ძოდ:

სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი: ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა - მე­ნე­ჯმენ­ტი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მე­დი­ა­კო­მუ­ნი­კა­ცია.

სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი: ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა - მე­ნე­ჯმენ­ტი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი; მე­დი­ა­კო­მუ­ნი­კა­ცია.

პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინო­ვა­ცი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რე­ბი, ძლი­ე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბაზა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, შექ­მნი­ლი ეკო სის­ტე­მა - ეს იმ მი­ზე­ზე­ბის ნა­წი­ლია, რის გა­მოც ამე­რი­კულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ­ჩე­ვა­ნი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ზე გა­ა­კე­თა.

ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2000-მდე კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თობ­ზე “სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის” ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბა, სა­დაც ასე­ვე მო­ე­წყო­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, აუ­დი­ტო­რი­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა და სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბი.

ფორბსის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის 2019 წლის ტოპ რე­ი­ტინ­გში შე­სუ­ლი ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბის დღი­დან, 1915 წლი­დან ლი­დე­რობს და დღეს ფლობს კამ­პუ­სებს ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის, ევ­რო­პის, აზი­ი­სა და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე. ვებსტე­რის კამ­პუ­სე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის - ჰო­ლან­დი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში მდე­ბა­რე­ობს.

2018 წელს, სა­ზღვარ­გა­რეთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით, ვებსტე­რი აშშ-ს #4 სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და "ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის’’ რე­ი­ტინ­გში, სა­დაც აშშ-ს 1500 სას­წავ­ლებ­ლი­დან მხო­ლოდ 44 მოხ­ვდა.

ვებსტე­რის რე­პუ­ტა­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს მრა­ვა­ლი გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­რე­ი­ტინ­გო სის­ტე­მე­ბის მიერ მისი, რო­გორც აშშ-ს ერთ - ერთი სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნა. ესე­ნია: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times დას­ხვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leqtori
7

განათლება სპორმოედანზე ძიძების და ბავშვების ყვირილის ფონზე უნდა მიიღონ?

satana
4

კოსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები ასწავლეთ.....................................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი, ვებსტერი შემოდის - 2021 წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ

საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი, ვებსტერი შემოდის - 2021 წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ

ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის კამპუსის „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნის შესახებ მემორანდუმი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯულიან შუსტერმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს.

წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების ლიდერი - ვებსტერი (Webster University), რეგიონში პირველ კამპუსს საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე 2021 წელს გახსნის, სადაც ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მდებარეობს.

ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯულიან შუსტერის განცხადებით, ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ვებსტერის უნივერსიტეტისთვის, ასევე პარტნიორი უნვიერსიტეტისთვისაც საქართველოში.

„მიზანი არის ის, რომ მივყვეთ ჩვენს ღირებულებებს და ხედვას. აქ ვართ იმისთვის, რომ საქართველოსა და რეგიონს საუკეთესო ხარისხის განათლება მივაწოდოთ. ჩვენ ამ მიზნის ერთგულები ვართ და ჩვენი მიზანია, შემოვიყვანოთ მსოფლიო საქართველოში, ისევე, როგორც განვავრცოთ საქართველო მსოფლიოში. კამპუსის გახსნა დიდ შანსებს მისცემს ქართველ და ასევე, მეზობელო ქვეყნების სტუდენტებს, მიიღონ ამერიკული განათლება. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა საინტერესოა იმ მხრივ, რომ ამ რეგიონში პირველად ვართ, ჩვენი პარტნიორობა ახლა იწყება და ვფიქრობ, რომ იგი ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა შუსტერმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოში სწორედ „სილიკონ ველი თბილისში“ შემოსვლა იმაზე მიანიშნებს, რომ „სილიკონ ველის“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების პროექტი წარმატებით ხორციელდება.

„დღეევანდელი დღე განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ხელი მოეწერა შეთანხმებას და გაიხსნა რეგიონში პირველი, ამერიკული ვებსტერის უნივერსიტეტი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს ლიდერი უნივერსიტეტია, აქვს თავისი კამპუსები არა მარტო ამერიკაში, არამედ ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და ასეთი ქვეყნების შემდეგ რეგიონში რომ სწორედ საქართველოზე გაკეთდა აქცენტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვნი. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, რომ სილიკონ ველის პროექტი აღმოჩნდა ის პროექტი, სადაც მოხდება მათი კამპუსის განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სტუდენტებს აღარ მოუწევთ უცხოეთში სწავლა, არამედ საქართველოში შეეძლებათ, მიიღონ ამერიკული განათლება, ამერიკელი პროფესორებისგან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში რაც შეიძლება, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ და ამერიკული დიპ-ლომი მიიღონ საქართველოში, ამერიკაში წაუსვლელად“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ვებსტერთან დაკავშირებით გეგმები მრავალი მიმართულებით არსებობს და თავდაპირველად, 2021 წელს როგორც ბაკალავრიატზე, ისე მაგისტრატურაზე სამი პროგრამის სწავლება დაიწყება: მედია კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამები. მისივე თქმით, დანარჩენი პროგრამები ეტაპობრივად ამოქმედდება. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, გეგმებში შედის, რომ ქართველი სტუდენტები საქართველოში სწავლასთან პარალელურად, გაცვლით პროგრამებში იღებდნენ მონაწილეობას და სემესტრებს სხვა ქვეყნებში, ვებსტერის სხვა კამპუსებში გადიოდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, დაესწროს მემორანდუმის ხელმოწერის პროცედურას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ვებსტერის უნივერსიტეტს შორის.

„დღევანდელი დღე ნამდვილად ბედნიერი და გამორჩეული დღეა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობასა და პარტნიორობაში განათლების სფეროს მიმართულებით. ნამდვილად საოცარია იმის დანახვა, თუ როგორ შემოჰყავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის პროგრამები. ეს პარტნიორობაა, რომელიც ამერიკისა და საქართველოს განათლების საუკეთესო ნაწილს ერთად აქცევს და ამის დასაწყისის შემყურენი ძალიან ვამაყობთ. 2021 წლიდან საქართველოსა და რეგიონის სტუდენტებს შეეძლებათ, მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი ვებსტერის უნივერსიტეტში. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ძალიან ამაყობს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით განათლების მიმართულებით“, - განაცხადა რუდმა.

ასევე, ღონისძიებაზე ისაუბრა ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ირინა მირიანაშვილმა, რომელიც ვებსტერის კამპუსში ავსტრიაში, დედაქალაქ ვენაში სწავლობდა.

„დიდი პატივია, რომ მეძლევა საშუალება, ვიყო თქვენთან ერთად და გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც ვებსტერის უნივერსიტეტის ვენის კამპუსში მივიღე. 2012 წელს სწავლა ვენაში, ვებსტერის უნივერსიტეტში გავაგრძელე და ეს უნივერსიტეტი სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ამერიკული განათლების მიღება მსურდა. ის დრო, რაც იქ გავატარე, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო, როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრება ვსიწავლე. ვებსტერის უნივერსიტეტში სწავლამ მომცა უდიდესი თეორიული ცოდნა, მაგრამ ასევე, აღმჭურვა ისეთი უნარებითაც, რომელიც მეხმარება თითოეული შემხვედრი გამოწვევის დაძლევაში. ვებსტერი რომ არა, ახლა იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. მინდა, ხაზი გავუსვა აქ, „სილიკონ ველი თბილისში“ ვებსტერის კამპუსის გახსნის მნიშვნელობას. დღეს, როდესაც ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი თბილისში უნდა გაიხსნას, საოცრად ამაყი ვარ, რომ ამ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მაქვს და ვიცი, რომ ჩვენი სტუდენტები, მომავალი თაობა მიიღებს იმავე დონის განათლებას აქ, საქართველოში. ეს უდიდესი წინსვლაა ჩვენი განათლების სექტორში“, - აღნიშნა ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონში შემოსვლა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, 2021 წლიდან ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ. ვებსტერი საქართველოში საბაკალავრო, სამაგისტრო და სატრენინგო პროგრამებს განახორციელებს, კერძოდ:

საბაკალავრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი; საერთაშორისო ურთიერთობები, მედიაკომუნიკაცია.

სამაგისტრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი; საერთაშორისო ურთიერთობები; მედიაკომუნიკაცია.

პროგრამის განმახორციელებლები ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორები და ადგილობრივი დარგის სპეციალისტები იქნებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, მაღალი ხარისხი და მნიშვნელოვანი პარტნიორები, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, შექმნილი ეკო სისტემა - ეს იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც ამერიკულმა უნივერსიტეტმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და სილიკონ ველი თბილისზე გააკეთა.

ვებსტერის უნივერსიტეტი 2000-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე “სილიკონ ველი თბილისის” ტერიტორიაზე განთავსება, სადაც ასევე მოეწყობა ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცეები.

ფორბსის უნივერსიტეტების 2019 წლის ტოპ რეიტინგში შესული ვებსტერის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, 1915 წლიდან ლიდერობს და დღეს ფლობს კამპუსებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. ვებსტერის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში მდებარეობს.

2018 წელს, საზღვარგარეთ განხორციელებული პროგრამებით, ვებსტერი აშშ-ს #4 სასწავლებელი გახდა ,,ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების’’ რეიტინგში, სადაც აშშ-ს 1500 სასწავლებლიდან მხოლოდ 44 მოხვდა.

ვებსტერის რეპუტაციას განაპირობებს მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემების მიერ მისი, როგორც აშშ-ს ერთ - ერთი საუკეთესო სასწავლების წარმოჩენა. ესენია: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times დასხვა.

ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ