საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა
"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

მსა­ხი­ო­ბი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ინ­ფორ­მა­ცია ამის თა­ო­ბა­ზე AMBEBI.GE-ს მის­მა ნა­თე­სავ­მა, მსა­ხი­ობ­მა იმე­დო კა­ხი­ან­მა და­უ­დას­ტუ­რა.

"რო­გორც იცით, ლა­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და - სიმ­სივ­ნე. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და ორი სა­ა­თის წინ კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა", - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი გა­სულ წელს და­უს­ვეს. მის­თვის უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ერ­თა­დერ­თი შვი­ლის, რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რე­ჟი­სო­რი 2019 წლის მარ­ტში გარ­და­იც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ის შვი­ლის დაკ­რძალ­ვის დღე­საც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნალ "სარ­კეს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებ­და:

"ძა­ლი­ან გა­დაბ­მუ­ლი დედა-შვი­ლი ვი­ყა­ვით. ჯერ ერთი, კინო გვა­ერ­თი­ა­ნებ­და, სა­ერ­თო წრე გვყავ­და, სტუ­დი­ა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით. სულ სხვაა, როცა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ერთ სტუ­დი­ა­ში ხართ და გა­და­ღე­ბე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო გაქვთ.

ერეკ­ლე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი და ასე­თი­ვე მამა გახ­ლდათ. ნი­ნის ამი­ტო­მაც უჭირს ასე... 40 დღე ყო­ველ­დღე სა­საფ­ლა­ო­ზე ადი­ო­და და პა­ნაშ­ვიდს უხ­დი­და მა­მას. ნინი ამ­ბობს, მის გა­რე­შე მი­ჭირს, რად­გან არამ­ხო­ლოდ მამა, მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, ვი­საც ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბო­დიო..." - ამ­ბობ­და "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტი ფრან­გუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლო­ბით. მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­თედ­რა­ზე. 1970 წელს გა­და­ი­ღეს ფილმში „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“, რო­მელ­შიც შე­ას­რუ­ლა შო­რე­ნას როლი. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ფილმში. იყო „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ რე­დაქ­ტო­რი.

2016 წელს მი­ე­ნი­ჭა თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ ი მ ი ნ ო
14

აცხონოს ღმერთმა...

aleko
5

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის თაობაზე AMBEBI.GE-ს მისმა ნათესავმა, მსახიობმა იმედო კახიანმა დაუდასტურა.

"როგორც იცით, ლალის მძიმე დაავადება ჰქონდა - სიმსივნე. ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა და ორი საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა", - გვითხრა მსახიობმა.

ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს. მისთვის უმძიმესი დარტყმა იყო ერთადერთი შვილის, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალება. რეჟისორი 2019 წლის მარტში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლალი ბადურაშვილი რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში. ის შვილის დაკრძალვის დღესაც კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა.

მოგვიანებით, ჟურნალ "სარკესთვის" მიცემულ ინტერვიუში მსახიობი იხსენებდა:

"ძალიან გადაბმული დედა-შვილი ვიყავით. ჯერ ერთი, კინო გვაერთიანებდა, საერთო წრე გვყავდა, სტუდიაში ერთად ვიყავით. სულ სხვაა, როცა დილიდან საღამომდე ერთ სტუდიაში ხართ და გადაღებებიდან დაწყებული ყველაფერი საერთო გაქვთ.

ერეკლე არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე ადამიანი და ასეთივე მამა გახლდათ. ნინის ამიტომაც უჭირს ასე... 40 დღე ყოველდღე სასაფლაოზე ადიოდა და პანაშვიდს უხდიდა მამას. ნინი ამბობს, მის გარეშე მიჭირს, რადგან არამხოლოდ მამა, მეგობარი დავკარგე, ვისაც ყველაფერს ვუყვებოდიო..." - ამბობდა "სარკესთან" ინტერვიუში ლალი ბადურაშვილი.

ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი.

2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება