საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღდათში სახლში, სადაც 6 ადამიანი დაიწვა, ხანძარი სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა
ბაღდათში სახლში, სადაც 6 ადამიანი დაიწვა, ხანძარი სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხან­ძრის ად­გილ­ზე, სა­დაც ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და­იწ­ვა, პო­ლი­ცია და მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე მუ­შა­ო­ბენ.

ად­გილ­ზე თბი­ლი­სი­დან ელო­დე­ბი­ან ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებს, რომ მოხ­დეს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში, სა­დაც გორ­გო­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, ელექტრო­ე­ნერ­გია და ბუ­ნებ­რი­ვი აირი არ იყო და ხან­ძა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ხარ­ში დან­თე­ბულ­მა ცე­ცხლმა გა­მო­იწ­ვია.

ხან­ძარს შემ­თხვე­ვით გა­და­ურჩნენ და­ღუ­პუ­ლი ოთხი ბავ­შვის მამა და ბე­ბია, ისი­ნი შემ­თხვე­ვის დროს მა­ღა­ზი­ა­ში იყ­ვნენ წა­სუ­ლი, უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა კი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, რად­გან ხის სახ­ლს ცე­ცხლი წა­მებ­ში მო­ე­დო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­გო­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ბაღ­დათ­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­სახ­ლდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ერთი კვი­რის წინ ოჯა­ხის წევ­რი გარ­და­ეც­ვა­ლათ.

ბაღ­და­თის მე­რია არ ადას­ტუ­რებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს მოხ­სნი­ლი ჰქონ­და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. ქა­ლა­ქის მე­რის არ­ჩილ გოქ­სა­ძის თქმით, ოჯახს შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ერთი თვით ჰქონ­და დახ­მა­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი და თან­ხა დე­კემ­ბერ­ში სრუ­ლად და­ე­რი­ცხათ. ამას­თან, გორ­გო­ძე­ე­ბი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბა­საც იღებ­დნენ.

წუ­ხელ ბაღ­დათ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლია ორ­სუ­ლი ქალი ოთხ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად და ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი შუ­ახ­ნის ქალი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული NEWS !
13

ეს უბედურება ის თემაა სადაც ვერც ერთი ხელისუფლება თავს ვერ იმართლებს! ეს პირდაპირ მათ "კისერზეა"! რა გახდა მრავალშვილიანი ოჯახების და მათ შორის მრავაშვილიანი დედები, რომ ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან, რამდენი უაზროდ გადაყრილი მილიონები გაატანეთ (შეგნებულად არ დავწერე გავატანეთ, ხალხს არაფერი არ გავიტანებია) ვიღაც უნიჭო მუსიკოსებს, იმ ფულით წარმოგიდგენიათ რამხელა ბედნიერება შევიდოდა მრავალ გაჭირვებულ ოჯახში! ეს ის ცოდვაა რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყანაზე და პირველ რიგში ჩინოვნიკებო და სულგაყიდულო ოპოზიციის მაგვარებო თქვენს ოჯახებზეც!! ვინ იცის , რა წარმატებული ადამიანები დადგებოდნენ ეს ანგელოზები, მაგრამ...! ღმერტმა ნათელი დაუმკვიდროთ!!! ბოლო პერიოდია უკვე თითქმის ყოველ დღე ნათელს და სანთელს ვახსენებ, ღმერთო შენ გვიშველე!!!!!

მარო
2

გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო.გული მეტკინა,ვიზიარებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბაღდათში სახლში, სადაც 6 ადამიანი დაიწვა, ხანძარი სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა

ბაღდათში სახლში, სადაც 6 ადამიანი დაიწვა, ხანძარი სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიწვა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

ადგილზე თბილისიდან ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზის დადგენა.

მეზობლების ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში, სადაც გორგოძეების ოჯახი ცხოვრობდა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.

ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ დაღუპული ოთხი ბავშვის მამა და ბებია, ისინი შემთხვევის დროს მაღაზიაში იყვნენ წასული, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან ხის სახლს ცეცხლი წამებში მოედო.

ადგილობრივების ინფორმაციით, გორგოძეების ოჯახი ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. არსებული ინფორმაციით, მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ.

ბაღდათის მერია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება. ქალაქის მერის არჩილ გოქსაძის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ჰქონდა დახმარება შეჩერებული და თანხა დეკემბერში სრულად დაერიცხათ. ამასთან, გორგოძეები მრავალშვილიანი ოჯახის დახმარებასაც იღებდნენ.

წუხელ ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ორსული ქალი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად და ოჯახის ახლობელი შუახნის ქალი.

მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი

"მასალა სიმაღლეზე კუსტარულად დამზადებული მექანიზმით აჰქონდათ" - რა დარღვევები იყო სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა

მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა - ერთი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს