მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელი ქალის ჩანაწერები უხანიდან - როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კარანტინის შემდეგ, სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა
ჩინელი ქალის ჩანაწერები უხანიდან - როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კარანტინის შემდეგ, სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა

23 იან­ვრი­დან ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და, რათა ქა­ლაქ­ში წარ­მოქ­მნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი სხვა რე­გი­ო­ნებ­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. უხა­ნი ახლა ჩა­კე­ტი­ლია, და­კე­ტი­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა­დას­ხვა ოფი­სე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩევს, სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

მო­სახ­ლე­ო­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და შე­სა­ბა­მი­სად, ქუ­ჩე­ბი ცა­რი­ე­ლია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, ირ­გვლივ სი­ჩუ­მე და ში­შია გა­მე­ფე­ბუ­ლი.

29 წლის ჯო ჯინ­გი უხან­ში ცხოვ­რობს. ის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კია. კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან ახალ­გაზ­რდა ქალ­მა დღი­უ­რის წერა და­ი­წყო, რო­მელ­შიც შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად აღ­წერს. ჩა­ნა­წე­რე­ბი BBC-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

23 იან­ვა­რი, ხუთ­შა­ბა­თი - იზო­ლა­ცი­ის დღე

რო­დე­საც კა­რან­ტი­ნის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. არ ვიცი ეს რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, ან რო­გორ უნდა მო­ვემ­ზა­დო, სა­ერ­თოდ რა უნდა გა­ვა­კე­თო.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან კო­მენ­ტა­რე­ბით სა­ში­ნელ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვი­ღებ იმის შე­სა­ხებ, რომ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში ვერ გა­დაჰ­ყავთ, რად­გა­ნაც ად­გი­ლე­ბი აღა­რაა, რომ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად არ მკურ­ნა­ლო­ბენ.

ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა პირ­ბა­დეს ატა­რებს. მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ საჭ­მლის მა­რა­გი შე­ვი­ნა­ხო. ერ­თმა კაც­მა მა­ღა­ზი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მა­რი­ლი იყი­და და ვი­ღა­ცამ ჰკი­თხა, რა­ტომ ყი­დუ­ლობ­და ამ­დენს. მან უპა­სუ­ხა: “რა მოხ­დე­ბა ქა­ლა­ქი თუ ერთი წლით ჩა­ი­კე­ტე­ბა?“

წამ­ლე­ბი მინ­და და უკვე შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იყი­დე­ბა. გა­ყი­დუ­ლია ნიღ­ბე­ბი და დე­ზინ­ფექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ქუ­ჩებ­ში მან­ქა­ნე­ბი და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი შემ­ცირ­დნენ. თით­ქოს ეს ქა­ლა­ქი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩერ­და.

რო­დის და­ი­წყე­ბა აქ ისევ ცხოვ­რე­ბა?!

24 იან­ვა­რი, პა­რას­კე­ვი

ქა­ლა­ქი ჩუ­მა­დაა და სი­ჩუ­მე შემ­ზა­რა­ვია. მე მარ­ტო ვცხოვ­რობ და მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ვიცი, სა­დღაც აქ, გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მაქვს იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­რჩე. არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი და კავ­ში­რე­ბი არ მაქვს.

ჩემი ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისაა, რომ ავად არ გავ­ხდე. ამი­ტო­მაც, ვვარ­ჯი­შობ. გა­დარ­ჩე­ნის­თვის საჭ­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გვე­უბ­ნე­ბა თუ რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა კა­რან­ტი­ნი, რამ­დენ ხანს ვიქ­ნე­ბით ჩა­კე­ტი­ლე­ბი, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დეს.

დღეს ჩემს სახ­ლთან აფ­თი­ა­ქი და მა­ღა­ზია და­ი­კე­ტა, მაგ­რამ ქუ­ჩებ­ში კუ­რი­ე­რე­ბი ისევ და­დი­ან და საჭ­მლის მი­ტა­ნის სერ­ვი­სი ისევ არის. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში მა­კა­რო­ნი სულ გა­ი­ყი­და, ზო­გან ცოტა ბრინ­ჯი კი­დევ არის დარ­ჩე­ნი­ლი. დღეს ვი­ყა­ვი სუ­პერ­მარ­კეტ­ში, ნი­ა­ხუ­რი, ხახ­ვი და კვერ­ცხი ვი­ყი­დე.

სახ­ლში რომ მი­ვე­დი, ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მეც­ვა, გავ­რე­ცხე და და­ვი­ბა­ნე. პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ხე­ლებს დღე­ში 20-ჯერ, ან 30-ჯერ ვი­ბან.

როცა გა­რეთ გავ­დი­ვარ, თით­ქოს კვლავ მაქვს კავ­ში­რი ამ სამ­ყა­როს­თან. მაშ­ფო­თებს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბი და შშმ პი­რე­ბი ახლა.

სა­დი­ლის შემ­დეგ ვი­დე­ო­ზა­რით მე­გობ­რებს ვე­სა­უბ­რე. ვერ გა­ექ­ცე­ვი ვირუს­ზე ლა­პა­რაკს. ერ­თმა მე­გო­ბარ­მა სა­უბ­რის დროს და­ა­ცე­მი­ნა და მე­ო­რე გა­ე­ხუმ­რა - სას­წრა­ფოდ გა­ე­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი. სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვლა­პა­რა­კობ­დით და ვი­ფიქ­რე, რომ ბედ­ნი­ე­რი ფიქ­რე­ბით და­ვი­ძი­ნებ­დი, მაგ­რამ რო­გორც კი თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღის მო­გო­ნე­ბე­ბი ამო­მი­ტივ­ტივ­და. ავ­ტირ­დი, უმ­წე­ო­ბას, სიბ­რა­ზეს, სევ­დას ვგრძნობ­დი და სიკ­ვდილ­ზე ვფიქ­რობ­დი.

არ მინ­და, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდეს...

25 იან­ვა­რი, შა­ბა­თი - ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი და მე მარ­ტო

დღეს ჩი­ნუ­რი ახა­ლი წე­ლია. დღე­სას­წა­უ­ლე­ბის აღ­ნიშ­ვნის­თვის დიდი ინ­ტე­რე­სი არას­დროს მქო­ნია, მაგ­რამ ახლა ახალ­მა წლებ­მა სულ სხვა­ნა­ი­რი გრძნო­ბე­ბი მო­მი­ტა­ნა.

დი­ლით და­მა­ცე­მი­ნა და ცხვი­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. ჩემი გო­ნე­ბა მთლი­ა­ნად შიშ­მა მო­იც­ვა. ვფიქ­რობ­დი, შე­იძ­ლე­ბო­და გა­რეთ გას­ვლა თუ არა. მაგ­რამ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ მქონ­და, მა­და­საც არ ვუ­ჩი­ო­დი, ამი­ტო­მაც წა­ვე­დი.

ორი ნი­ღა­ბი გა­ვი­კე­თე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს უშე­დე­გო და უსარ­გებ­ლოა. როცა ორი ნი­ღა­ბი მი­კე­თია, თავს უფრო უსაფრ­თხოდ ვგრძნობ.

ქა­ლაქ­ში ისევ სი­ჩუ­მე იყო. ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია გა­ე­ღოთ და მე­პატ­რო­ნეს ქრი­ზან­თე­მე­ბი კარ­თან ჰქონ­და გა­მო­ტა­ნი­ლი (ეს დაკ­რძალ­ვის ყვა­ვი­ლე­ბია), მაგ­რამ არ ვიცი, რა­მეს ნიშ­ნავ­და თუ არა, ამით რა­მის თქმა უნ­დო­და თუ არა.

სუ­პერ­მარ­კეტ­ში ბოსტნე­უ­ლის თარო და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი დამ­ხვდა. არც რიგი იყო - მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. 2.5 კგ ბრინ­ჯი ვი­ყი­დე, სახ­ლში 7 კგ მაქვს. სა­ერ­თოდ, ერთი თვის სამ­ყო­ფი საჭ­მე­ლი მაქვს სახ­ლში და ახლა და­მა­ტე­ბით ბრინ­ჯის ყიდ­ვა რა­ღაც ინ­სტინ­ქტი იყო.

მდი­ნა­რის პი­რას გა­ვი­სე­ირ­ნე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა. აქამ­დე არას­დროს მი­სე­ირ­ნია.

უხა­ნის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი

26 იან­ვა­რი, კვი­რა - გა­ა­გო­ნე შენი ხმა

უხა­ნი მხო­ლოდ ვირუ­სის ქა­ლა­ქი არ არის, ეს ადა­მი­ან­თა ხმე­ბის ქა­ლა­ქია. კა­რან­ტი­ნის პირ­ველ დღეს, მე ვე­რაფ­რის და­წე­რა ვერ შევ­ძე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჩათ­შიც კი არა­ვის­თვის მი­მი­წე­რია.

როცა შენი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დგე­ბა, გა­მოწ­ვე­ვაა, რომ შეძ­ლო შენი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან აგე­ბა. ყო­ველ დი­ლით ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა არ შე­მიძ­ლია, რად­გა­ნაც ჩემი გო­ნე­ბა მთლი­ა­ნად შე­პყრო­ბი­ლია ვირუს­ზე ფიქ­რით.

დღეს ისევ გა­ვე­დი სახ­ლი­დან და გა­დავ­წყვი­ტე და­მეთ­ვა­ლა რამ­დენ ადა­მი­ანს შევ­ხვდე­ბო­დი - 500 მეტ­რის მან­ძილ­ზე 11 მი­ლი­ო­ნი­ან ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ რვა ადა­მი­ანს. არ მინ­დო­და სახ­ლში წას­ვლა, მინ­დო­და, უფრო მეტი მევ­ლო. ორი თვეა, რაც უხან­ში გად­მო­ვე­დი. აქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი არ მყავს და ქა­ლაქ­საც კარ­გად არ ვიც­ნობ.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ვფიქ­რობ რომ დღეს 100 ადა­მი­ანს შევ­ხვდი სა­კუ­თარ თავს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ვამ­ხნე­ვებ. მე­გობ­რე­ბო, იმე­დია ისევ შევ­ხვდე­ბით და ისევ ვი­სა­უბ­რებთ მო­მა­ვალ­ზე.

სა­ღა­მოს რვა სა­ა­თის­თვის ყვი­რი­ლის ხმა შე­მო­მეს­მა, ადა­მი­ა­ნე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან ყვი­როდ­ნენ და კო­ლექ­ტი­უ­რად ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვებ­დნენ - "მიდი უხა­ნო, შენ გა­დარ­ჩე­ბი".

28 იან­ვა­რი - ბო­ლოს და ბო­ლოს, მზე

ადა­მი­ა­ნებს მო­ე­თხო­ვე­ბათ, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დით ია­რონ, ზო­გი­ერთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც პირ­ბა­დე არ უკე­თია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­დან აგ­დე­ბენ. არ ვი­ცით ისი­ნი რა­ტომ არ ატა­რე­ბენ ნი­ღაბს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვერ იყი­დეს, ან იმი­ტომ, რომ არ იცი­ან გაფრ­თხი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ინ­ტერ­ნეტ­ში მძი­მედ სა­ნა­ხა­ვი ვი­დე­ო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ გა­მო­დის სახ­ლი­დან, თვით­კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბი ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ი­დან (უხა­ნიც ამ პრო­ვინ­ცი­ა­შია) სახ­ლე­ბი­დან გა­მო­დი­ან, მაგ­რამ წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვთ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია.

რო­გორც იქნა, დღეს მზე ამო­ვი­და - მეც გა­მო­მი­კეთ­და გან­წყო­ბა. ჩემს სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსთან უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე. ძა­ლი­ან რთუ­ლია ვინ­მეს ენდო ასეთ პი­რო­ბებ­ში, როცა კა­რან­ტი­ნია, როცა ქა­ლა­ქი ჩა­კე­ტი­ლია, ქა­ლა­ქი თით­ქოს დამ­ძი­მე­ბუ­ლია.

ჩემი შფოთ­ვა გა­დარ­ჩე­ნა­ზე, მცი­რე­დით შემ­ცირ­და. ქა­ლაქ­ში სე­ირ­ნო­ბა, შორ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი აზრს კარ­გავს, რა აზრი აქვს თუ ერთ ადა­მი­ან­საც ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი და ვერ და­უ­კავ­შირ­დე­ბი?!

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ყვე­ლამ უნდა იპო­ვოს თა­ვი­სი როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ცხოვ­რე­ბას აზრი უნდა შეს­ძი­ნოს. ამ მარ­ტო­სულ ქა­ლაქ­ში მე უნდა ვი­პო­ვო ჩემი როლი.

უხან­ში მცხოვ­რე­ბი, რო­მელ­საც პრო­დუქ­ტი სახ­ლში მი­აქვს
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
11

ღმერთმა უშველოს ყველას,ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე

 

ხათო
3

ღმერთო სად ხარ.მეშინია და მეცოდება ეს ხალხი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ჩინელი ქალის ჩანაწერები უხანიდან - როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კარანტინის შემდეგ, სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა

ჩინელი ქალის ჩანაწერები უხანიდან - როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კარანტინის შემდეგ, სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა

23 იანვრიდან ჩინეთის ქალაქ უხანში კარანტინი გამოცხადდა, რათა ქალაქში წარმოქმნილი კორონავირუსი სხვა რეგიონებში არ გავრცელებულიყო. უხანი ახლა ჩაკეტილია, დაკეტილია მაღაზიები და სხვადასხვა ოფისები, ადგილობრივი ხელისუფლება კი ადამიანებს ურჩევს, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

მოსახლეობა რეკომენდაციებს ითვალისწინებს და შესაბამისად, ქუჩები ცარიელია. როგორც ადგილობრივები წერენ, ირგვლივ სიჩუმე და შიშია გამეფებული.

29 წლის ჯო ჯინგი უხანში ცხოვრობს. ის უფლებადამცველი და სოციალური მუშაკია. კარანტინის გამოცხადების დღიდან ახალგაზრდა ქალმა დღიურის წერა დაიწყო, რომელშიც შექმნილ ვითარებას ყოველდღიურად აღწერს. ჩანაწერები BBC-მ გამოაქვეყნა:

23 იანვარი, ხუთშაბათი - იზოლაციის დღე

როდესაც კარანტინის შესახებ გავიგე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ან როგორ უნდა მოვემზადო, საერთოდ რა უნდა გავაკეთო.

სოციალური ქსელებიდან კომენტარებით საშინელ ინფორმაციებს ვიღებ იმის შესახებ, რომ ბევრი პაციენტი კლინიკაში ვერ გადაჰყავთ, რადგანაც ადგილები აღარაა, რომ პაციენტებს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აქვთ, შესაბამისად არ მკურნალობენ.

ადამიანთა უმეტესობა პირბადეს ატარებს. მეგობრებმა მითხრეს, რომ საჭმლის მარაგი შევინახო. ერთმა კაცმა მაღაზიაში ძალიან ბევრი მარილი იყიდა და ვიღაცამ ჰკითხა, რატომ ყიდულობდა ამდენს. მან უპასუხა: “რა მოხდება ქალაქი თუ ერთი წლით ჩაიკეტება?“

წამლები მინდა და უკვე შეზღუდული რაოდენობით იყიდება. გაყიდულია ნიღბები და დეზინფექციის საშუალებები. ქუჩებში მანქანები და ფეხით მოსიარულეები შემცირდნენ. თითქოს ეს ქალაქი მოულოდნელად გაჩერდა.

როდის დაიწყება აქ ისევ ცხოვრება?!

24 იანვარი, პარასკევი

ქალაქი ჩუმადაა და სიჩუმე შემზარავია. მე მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვიცი, სადღაც აქ, გარშემო ადამიანები არიან.

ძალიან ბევრი დრო მაქვს იმისთვის, რომ ვიფიქრო, როგორ გადავრჩე. არანაირი რესურსი და კავშირები არ მაქვს.

ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ავად არ გავხდე. ამიტომაც, ვვარჯიშობ. გადარჩენისთვის საჭმელიც აუცილებელია.

ხელისუფლება არ გვეუბნება თუ რამდენ ხანს იქნება კარანტინი, რამდენ ხანს ვიქნებით ჩაკეტილები, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ადამიანები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მაისამდე გაგრძელდეს.

დღეს ჩემს სახლთან აფთიაქი და მაღაზია დაიკეტა, მაგრამ ქუჩებში კურიერები ისევ დადიან და საჭმლის მიტანის სერვისი ისევ არის. სუპერმარკეტებში მაკარონი სულ გაიყიდა, ზოგან ცოტა ბრინჯი კიდევ არის დარჩენილი. დღეს ვიყავი სუპერმარკეტში, ნიახური, ხახვი და კვერცხი ვიყიდე.

სახლში რომ მივედი, ტანსაცმელი, რომელიც მეცვა, გავრეცხე და დავიბანე. პირადი ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია. ხელებს დღეში 20-ჯერ, ან 30-ჯერ ვიბან.

როცა გარეთ გავდივარ, თითქოს კვლავ მაქვს კავშირი ამ სამყაროსთან. მაშფოთებს იმის წარმოდგენა, როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები და შშმ პირები ახლა.

სადილის შემდეგ ვიდეოზარით მეგობრებს ვესაუბრე. ვერ გაექცევი ვირუსზე ლაპარაკს. ერთმა მეგობარმა საუბრის დროს დააცემინა და მეორე გაეხუმრა - სასწრაფოდ გაეთიშა ტელეფონი. სამი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით და ვიფიქრე, რომ ბედნიერი ფიქრებით დავიძინებდი, მაგრამ როგორც კი თვალები დავხუჭე, გასული რამდენიმე დღის მოგონებები ამომიტივტივდა. ავტირდი, უმწეობას, სიბრაზეს, სევდას ვგრძნობდი და სიკვდილზე ვფიქრობდი.

არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდეს...

25 იანვარი, შაბათი - ჩინური ახალი წელი და მე მარტო

დღეს ჩინური ახალი წელია. დღესასწაულების აღნიშვნისთვის დიდი ინტერესი არასდროს მქონია, მაგრამ ახლა ახალმა წლებმა სულ სხვანაირი გრძნობები მომიტანა.

დილით დამაცემინა და ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ძალიან შემეშინდა. ჩემი გონება მთლიანად შიშმა მოიცვა. ვფიქრობდი, შეიძლებოდა გარეთ გასვლა თუ არა. მაგრამ ტემპერატურა არ მქონდა, მადასაც არ ვუჩიოდი, ამიტომაც წავედი.

ორი ნიღაბი გავიკეთე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, ეს უშედეგო და უსარგებლოა. როცა ორი ნიღაბი მიკეთია, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ.

ქალაქში ისევ სიჩუმე იყო. ყვავილების მაღაზია გაეღოთ და მეპატრონეს ქრიზანთემები კართან ჰქონდა გამოტანილი (ეს დაკრძალვის ყვავილებია), მაგრამ არ ვიცი, რამეს ნიშნავდა თუ არა, ამით რამის თქმა უნდოდა თუ არა.

სუპერმარკეტში ბოსტნეულის თარო დაცარიელებული დამხვდა. არც რიგი იყო - მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. 2.5 კგ ბრინჯი ვიყიდე, სახლში 7 კგ მაქვს. საერთოდ, ერთი თვის სამყოფი საჭმელი მაქვს სახლში და ახლა დამატებით ბრინჯის ყიდვა რაღაც ინსტინქტი იყო.

მდინარის პირას გავისეირნე, რამდენიმე ადამიანი შემხვდა. აქამდე არასდროს მისეირნია.

უხანის დაცარიელებული ქუჩები

26 იანვარი, კვირა - გააგონე შენი ხმა

უხანი მხოლოდ ვირუსის ქალაქი არ არის, ეს ადამიანთა ხმების ქალაქია. კარანტინის პირველ დღეს, მე ვერაფრის დაწერა ვერ შევძელი სოციალურ ქსელში, ჩათშიც კი არავისთვის მიმიწერია.

როცა შენი ცხოვრება თავდაყირა დგება, გამოწვევაა, რომ შეძლო შენი ყოველდღიური ცხოვრების თავიდან აგება. ყოველ დილით ვვარჯიშობ, მაგრამ კონცენტრირება არ შემიძლია, რადგანაც ჩემი გონება მთლიანად შეპყრობილია ვირუსზე ფიქრით.

დღეს ისევ გავედი სახლიდან და გადავწყვიტე დამეთვალა რამდენ ადამიანს შევხვდებოდი - 500 მეტრის მანძილზე 11 მილიონიან ქალაქში მხოლოდ რვა ადამიანს. არ მინდოდა სახლში წასვლა, მინდოდა, უფრო მეტი მევლო. ორი თვეა, რაც უხანში გადმოვედი. აქ ბევრი მეგობარი არ მყავს და ქალაქსაც კარგად არ ვიცნობ.

საერთო ჯამში, ვფიქრობ რომ დღეს 100 ადამიანს შევხვდი საკუთარ თავს ველაპარაკები და ვამხნევებ. მეგობრებო, იმედია ისევ შევხვდებით და ისევ ვისაუბრებთ მომავალზე.

საღამოს რვა საათისთვის ყვირილის ხმა შემომესმა, ადამიანები ფანჯრებიდან ყვიროდნენ და კოლექტიურად ერთმანეთს ამხნევებდნენ - "მიდი უხანო, შენ გადარჩები".

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/bqXfnN76S-I" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

28 იანვარი - ბოლოს და ბოლოს, მზე

ადამიანებს მოეთხოვებათ, რომ საჯარო სივრცეებში პირბადით იარონ, ზოგიერთ მოქალაქეს, რომელსაც პირბადე არ უკეთია საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან აგდებენ. არ ვიცით ისინი რატომ არ ატარებენ ნიღაბს. ალბათ იმიტომ, რომ ვერ იყიდეს, ან იმიტომ, რომ არ იციან გაფრთხილების შესახებ.

ინტერნეტში მძიმედ სანახავი ვიდეოები ვრცელდება. ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ გამოდის სახლიდან, თვითკარანტინი გამოაცხადეს. ადამიანები ჰუბეის პროვინციიდან (უხანიც ამ პროვინციაშია) სახლებიდან გამოდიან, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ, რადგანაც ყველაფერი დაკეტილია.

როგორც იქნა, დღეს მზე ამოვიდა - მეც გამომიკეთდა განწყობა. ჩემს საცხოვრებელ კომპლექსთან უფრო მეტი ადამიანი დავინახე. ძალიან რთულია ვინმეს ენდო ასეთ პირობებში, როცა კარანტინია, როცა ქალაქი ჩაკეტილია, ქალაქი თითქოს დამძიმებულია.

ჩემი შფოთვა გადარჩენაზე, მცირედით შემცირდა. ქალაქში სეირნობა, შორ გზაზე სიარული აზრს კარგავს, რა აზრი აქვს თუ ერთ ადამიანსაც ვერ დაელაპარაკები და ვერ დაუკავშირდები?!

სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია. ყველამ უნდა იპოვოს თავისი როლი საზოგადოებაში და ცხოვრებას აზრი უნდა შესძინოს. ამ მარტოსულ ქალაქში მე უნდა ვიპოვო ჩემი როლი.

უხანში მცხოვრები, რომელსაც პროდუქტი სახლში მიაქვს

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი