საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა" - რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი
"უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა" - რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი

ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, ამოც­ნო­ბის ოქ­მე­ბი და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბია ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა, - ამის შე­სა­ხებ თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დაჭ­რი­სა და მისი შვი­ლის, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ნუგ­ზარ ჭი­ტა­ძემ, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის გარ­და, კი­დევ ორმა პირ­მა ამო­იც­ნო. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, ზაზა მურ­ჯიკ­ნელს, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ახლა ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და და "მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, მას ბრა­ლი ედე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ორი პი­რის მი­მართ. ასე­ვე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის, ან მისი გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით".

"მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა თა­ვად ქალ­ბა­ტონ დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ამოც­ნო­ბის ოქმი ფო­ტო­სუ­რა­თით, ასე­ვე, ორი თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მის ამოც­ნო­ბის ოქმი, რომ­ლე­ბიც უთი­თე­ბენ, რომ წარ­მოდ­გე­ნილ­მა ბრალ­დე­ბულ­მა ჩა­ი­დი­ნა ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ქმე­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს, ასე­ვე ზუსტ მო­ტივს, ამა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ჩემს მიერ სა­ჯა­როდ ამის გა­ცხა­დე­ბა და­ა­ზი­ა­ნებს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რესს. ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, ამოც­ნო­ბის ოქ­მე­ბი, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, მას ბრა­ლი ედე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ორი პი­რის მი­მართ. ასე­ვე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ან მისი გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დაჭ­რი­სა და მისი შვი­ლის, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ ზაზა მურ­ჯიკ­ნელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოო-ოო-ოო
10

თვითონ დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი ვერავინ ამოიცნო?-90-იან წლებში მხედრიონელი,რომ იყო, ჯაბას მარჯვენა ხელი და უამრავ მკვლელობებში,რომ ღებულობდა მონაწილეობას!

ადვოკატი
13

უტყუარად დაგემხობა ეს საქმე თავზე, უტყუარი მტკიცებულებებით. .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა" - რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი

"უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა" - რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი

ფოტოსურათები, ამოცნობის ოქმები და ფარული საგამოძიებო მოქმედებებია ის მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენა, - ამის შესახებ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებული დოდო გუგეშაშვილის გარდა, კიდევ ორმა პირმა ამოიცნო. როგორც პროკურორმა განმარტა, ზაზა მურჯიკნელს, რომელსაც ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ახლა ბრალი დაუმძიმდა და "მოცემულ შემთხვევაში, მას ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი პირის მიმართ. ასევე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვის, ან მისი გაადვილების მიზნით".

"მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, როგორიცაა თავად ქალბატონ დოდო გუგეშაშვილის ამოცნობის ოქმი ფოტოსურათით, ასევე, ორი თვითმხილველი მოწმის ამოცნობის ოქმი, რომლებიც უთითებენ, რომ წარმოდგენილმა ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. რაც შეეხება სხვადასხვა ვერსიებს, ასევე ზუსტ მოტივს, ამაზე მუშაობს გამოძიება და ჩემს მიერ საჯაროდ ამის გაცხადება დააზიანებს გამოძიების ინტერესს. ფოტოსურათები, ამოცნობის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, მას ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი პირის მიმართ. ასევე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით", - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს