მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ სცნო
სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ სცნო

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ზუგ­დიდ­ში არ­სე­ბუ­ლი, კულ­ტუ­რის უძ­რა­ვი ძეგლის სტა­ტუ­სის მქო­ნე, და­დი­ა­ნე­ბის ბა­ღი­სა და სა­სახ­ლე­თა კომ­პლექ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის უკა­ნო­ნოდ პრი­ვა­ტი­ზე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე კახა და­მე­ნია დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნუსს“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

„სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2007 წლის 15 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ კ.დ-მ, რო­მე­ლიც კუ­რი­რებ­და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბის სა­კი­თხებს და უშუ­ა­ლოდ ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი პრი­ვა­ტი­ზე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე კონ­ტრო­ლი, არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა და მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით, უკა­ნო­ნოდ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე, მო­ახ­დი­ნა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მქო­ნე, ყო­ფი­ლი ღია თე­ატ­რის ნა­გე­ბო­ბი­სა და მას­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი 994,6 კვ.მ. მი­წის ფარ­თო­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­თა­ნა­დო კონ­ტრო­ლით, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის პი­რო­ბის გა­რე­შე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე ძეგლის გას­ხვი­სე­ბამ გა­მო­იწ­ვია პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გა­ვე­რა­ნე­ბა, და­ირ­ღვა და­დი­ა­ნე­ბის ბა­ღი­სა და სა­სახ­ლე­თა კომ­პლექ­სის, რო­გორც სა­ბა­ღე-სა­პარ­კე ხე­ლოვ­ნე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლის ერ­თი­ა­ნი კონ­ტექ­სტი და საფრ­თხე შე­ექ­მნა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლს, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ კ.დ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა) და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნუ­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
13

15 მილიონის ნაკვეთი მიითვისა და 15 000 ჯარიმა?! ამ სასამართლოზე ნაცები რომ იტყვიან რამეს.....((((

inga
20

ვერ დავიჯერებ! მიშას დროს ხომ სრული წესრიგი და სამართლიანობა იყო. დამენია ალბათ „პოლიტპატიმარია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ სცნო

სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ სცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება.

სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ გამოიწვია პრივატიზებული ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე

ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი

შსს გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს