მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტელექტკლუბის მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა - "მგონი ვიგებთ ბროლის ბუს..."
ინტელექტკლუბის მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა - "მგონი ვიგებთ ბროლის ბუს..."

ის­ტო­რი­კოს­სა და ლი­ტე­რა­ტორს ნი­კო­ლოზ აგ­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ინ­ტე­ლექ­ტკლუბ "რა? სად? რო­დის?" ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შეა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი - ტვი­ნის კა­ვერ­ნო­მა და­უს­ვეს. მას მა­ლე­ვე ჩა­უ­ტარ­და ერთი ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რად­გან ნი­კას მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და, 22 იან­ვარს მას გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო იყო 70 ათა­სი ევრო, რომ­ლის მო­საგ­რო­ვებ­ლად მო­აზ­როვ­ნის მე­გობ­რებ­მა აუქ­ცი­ო­ნი და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­მარ­თეს, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ მწერ­ლე­ბი, მხატ­ვრე­ბი, გა­მომ­ცემ­ლე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სტარ­ტა­პე­რე­ბი.

AMBEBI.GE ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ნიკა აგ­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც მისი და, ნინა აგ­ლა­ძე ამ­ბობს, "ნიკა ოპე­რა­ცი­ა­ზე სულ ბროდსკის კი­თხვით შე­ვი­და". მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა:

"მად­ლო­ბა! მად­ლო­ბა ყვე­ლას! „რა?სად? რო­დის?“ კლუბს მთლი­ა­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კლუბს, მად­ლო­ბა მწე­რალ­თა სახ­ლს, წი­ბა­ხებს და წი­ბა­ხა გეიმ კლუბს. ყვე­ლას მად­ლო­ბა ვინც გვერ­დში გვედ­გა და გვიდ­გას!

ჯერ წინ ბევ­რია, მაგ­რამ დღეს ბედ­ნი­ე­რი ვარ!

მე­გობ­რე­ბო, ნიკა გა­მო­დის ნარ­კო­ზი­დან ნელ-ნელა, ფე­ხებს ხე­ლებს ამოძ­რა­ვებს, ხე­დავს, და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, მე მგო­ნი ვი­გებთ "ბრო­ლის ბუს", დიდი მად­ლო­ბა", - და­წე­რა მო­აზ­როვ­ნის დამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

რო­გორც ნი­ნამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის წევ­რი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა და პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა, რო­გო­რია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ნიკა აგ­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ გა­და­რი­ცხოთ შემ­დეგ ან­გა­რიშ­ზე:

TBC ბან­კი

GE77TB7446645063600040

მიმ­ღე­ბი: ნი­კო­ლოზ აგ­ლა­ძე; და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ში მი­უ­თი­თეთ "ნი­კას­თვის"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

წარმატებები ნიკოლოზს. აკლია ინტელექტკლუბს აშკარად.

იზა
0

უფალმა დაიფაროს ყველასათვის საყვარელი ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ინტელექტკლუბის მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა - "მგონი ვიგებთ ბროლის ბუს..."

ინტელექტკლუბის მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა - "მგონი ვიგებთ ბროლის ბუს..."

ისტორიკოსსა და ლიტერატორს ნიკოლოზ აგლაძეს, რომელიც ინტელექტკლუბ "რა? სად? როდის?" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რამდენიმე თვის წინ მძიმე დიაგნოზი - ტვინის კავერნომა დაუსვეს. მას მალევე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა.

რადგან ნიკას მდგომარეობა გართულდა, 22 იანვარს მას გერმანიაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციისთვის საჭირო იყო 70 ათასი ევრო, რომლის მოსაგროვებლად მოაზროვნის მეგობრებმა აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა გამართეს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, მუზეუმები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სტარტაპერები.

AMBEBI.GE ოპერაციის შემდეგ ნიკა აგლაძის მდგომარეობით დაინტერესდა. როგორც მისი და, ნინა აგლაძე ამბობს, "ნიკა ოპერაციაზე სულ ბროდსკის კითხვით შევიდა". მანვე აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა:

"მადლობა! მადლობა ყველას! „რა?სად? როდის?“ კლუბს მთლიანად, საქართველოს და აზერბაიჯანის კლუბს, მადლობა მწერალთა სახლს, წიბახებს და წიბახა გეიმ კლუბს. ყველას მადლობა ვინც გვერდში გვედგა და გვიდგას!

ჯერ წინ ბევრია, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ!

მეგობრებო, ნიკა გამოდის ნარკოზიდან ნელ-ნელა, ფეხებს ხელებს ამოძრავებს, ხედავს, და ყველაფერი რიგზეა, მე მგონი ვიგებთ "ბროლის ბუს", დიდი მადლობა", - დაწერა მოაზროვნის დამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც ნინამ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ჯერჯერობით ინტელექტკლუბის წევრი რეანიმაციაში რჩება და პალატაში გადაყვანის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვევა, როგორია მისი მდგომარეობა.

სურვილის შემთხვევაში, ნიკა აგლაძის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

TBC ბანკი

GE77TB7446645063600040

მიმღები: ნიკოლოზ აგლაძე; დანიშნულებაში მიუთითეთ "ნიკასთვის"

LIVE ნიუსრუმიდან - როგორ ამოწმებენ თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა