ბათუმელი ძაღლის ვიდეო რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. კადრებმა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხმარება ძაღლი ე.წ. ზებრაზე გადასვლაში ბავშვებს, გავლენიანი ამერიკული გამოცემა ABC-ის ყურადღებაც მიიქცია. მათ ვიდეო "ფეისბუქის" გვერდზე გუშინ გამოაქვეყნეს:
"ინტერნეტვარსკვლავი გახდა ქუჩის ძაღლი მას შემდეგ, რაც ბავშვების ჯგუფს გადატვირთული ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთაში დაეხმარა" - წერს ABC News ვიდეოს კომენტირებისას.
უკვე მსოფლიოში პოპულარულ ძაღლს ცოტა ხნის წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი აჩუქეს და მისი სახელობის ვარსკვლავი გახსნეს.
"პოპულარულ კუპატას უკვე თავისი #კერა აქვს .. მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა 😊დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ #კერა წარწერით "ხალხის რჩეული", რაც ნამდვილად დაიმსახურა. კუპატამ შეძლო საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა. ამ წუთებისთვის მის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს" - წერია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საოცრად ჭკვიანი და ბევრ მძღოლზე გონიერი.მომეცით რა ეს ცუგა,მოვუვლი და მოვეფერებით,არაფერი მოაკლდება....
ჩემი მეზობელია.))) საოცრად გონიერია. ჩემს შვილს სკოლაში მიაცილებს, გზაზე გადაიყვანს და ელოდება სკოლიდან როდის დაბრუნდება. მოკლედ კოლორიტია ბათუმის. P.S. ორფეხა კოლორიტები სულ გაწყდნენ