მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?
ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

ჩი­ნეთ­ში, ახა­ლი ე.წ. კო­რო­ნა ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ცხრამ­დე გა­ი­ზარ­და. ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის კო­მი­სი­ის ცნო­ბით, ვირუ­სის 440 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა.

ჩი­ნელ­მა მე­დი­კო­სებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­დის. ის უკვე გავ­რცელ­და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში - სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, ტა­ი­ვან­ში, ტა­ი­ლან­დსა და ია­პო­ნი­ა­ში, ასე­ვე ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და აშშ-ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და შე­საძ­ლო საფრ­თხე­ებს. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის შე­მოს­ვლის "არც თე­ო­რი­უ­ლი და არც პრაქ­ტი­კუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, არ არ­სე­ბობს".

"ჩი­ნეთ­ში გაჩ­ნდა ატი­პი­უ­რი პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვე­ბი. ეს არის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით 60 მი­ლი­ო­ნამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბით და მის დე­და­ქალ­ქში, ჰუ­ვან­ში 19 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლით, აქ და­დას­ტურ­და ახა­ლი ატი­პი­უ­რი პნევ­მო­ნი­ის არ­სე­ბო­ბა, რო­მელ­საც იწ­ვევს ვირუ­სე­ბის ჯგუ­ფი, ე.წ კო­რო­ნა ვირუ­სე­ბი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფია და ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი სე­რი­ო­ზუ­ლი ეპი­და­ფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია.

უკვე ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა სხვა ქვეყ­ნებ­ში, ტა­ი­ლან­დსა და ია­პო­ნი­ა­ში, რო­მელ­თაც პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი აქვთ ამ პრო­ვინ­ცი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში. ჩვენ­თან შე­მო­ტა­ნის რის­კი არის ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რი, იმი­ტომ, რომ ჩვენ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნა იმ პრო­ვინ­ცი­ი­დან, რო­მელ­შიც ეს შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, არ არის.

ჩვენ ვმუ­შა­ობთ გეგ­მა­ზე, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე სა­შიშ­რო­ე­ბა არც თე­ო­რი­უ­ლი და არც პრაქ­ტი­კუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სი იქ­ნეს იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, არ არ­სე­ბობს”,- აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია დღეს, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს, რომ­ლის დრო­საც ჯან­დაც­ვის გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რა ვი­ცით ვირუ­სის შე­სა­ხებ? - ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცია:

  • ეს არის კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, რო­მე­ლიც აქამ­დე ადა­მი­ან­ში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.
  • კო­რო­ნა­ვირუ­სი ვირუ­სე­ბის დიდი ოჯა­ხია, მაგ­რამ მათ­გან მხო­ლოდ ექ­ვსი აინ­ფი­ცი­რებს ადა­მი­ანს (ახა­ლი ვირუ­სი კი უკვე მეშ­ვი­დეა).
  • მეც­ნი­ე­რებს სჯე­რათ, რომ ვირუ­სის წყა­რო ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან, ვირუს­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და და ადა­მი­ა­ნებ­ში გავ­რცელ­და.ინ­ფექ­ცი­ის ნიშ­ნე­ბია მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლე­ბა, სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა და სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი.
  • ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია გირ­ჩევთ, თავი შე­ი­კა­ვოთ ცხო­ვე­ლებ­თან და­უც­ვე­ლად მი­კა­რე­ბის­გან, ასე­ვე სიფრ­თხი­ლით შე­არ­ჩი­ოთ და კარ­გად მო­ხარ­შოთ ხორ­ცი და კვერ­ცხი, თავი აა­რი­დოთ იმ ადა­მი­ან­თან ახ­ლოს კონ­ტაქტს, რო­მელ­საც გრი­პის სიმპტო­მე­ბი აქვს.

რო­გორც BBC წერს, კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთ-ერთი ტიპი 2000 წელ­საც გავ­რცელ­და და მა­შინ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში 774 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, მა­შინ გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი უმე­ტე­სად აზი­ის ქვეყ­ნე­ბი იყო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
4

აფერისტი სულ ტყუილებს ლაპარაკობს

nini
9

საშიშროება როგორ არ არის როცა ჩინელებით გაავსეთ ქვეყანა, თუ ვინმე აკონტროლებს ამას ან თქვენ საერთოდ გაქვთ კი რაიმე გეგმა ბატონო ამირან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

ჩინეთში, ახალი ე.წ. კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ჩინელმა მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ის უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და იაპონიაში, ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში.

რაც შეეხება საქართველოს და შესაძლო საფრთხეებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში აღნიშნული ვირუსის შემოსვლის "არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება, არ არსებობს".

"ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები. ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და ბოლო 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია.

უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის.

ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს”,- აცხადებს გამყრელიძე.

როგორც ცნობილია დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განიხილება.

რა ვიცით ვირუსის შესახებ? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია:

  • ეს არის კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც აქამდე ადამიანში არ გამოვლენილა.
  • კორონავირუსი ვირუსების დიდი ოჯახია, მაგრამ მათგან მხოლოდ ექვსი აინფიცირებს ადამიანს (ახალი ვირუსი კი უკვე მეშვიდეა).
  • მეცნიერებს სჯერათ, რომ ვირუსის წყარო ცხოველები არიან, ვირუსმა მუტაცია განიცადა და ადამიანებში გავრცელდა.ინფექციის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, ხველება, სუნთქვის გახშირება და სუნთქვის პრობლემები.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, თავი შეიკავოთ ცხოველებთან დაუცველად მიკარებისგან, ასევე სიფრთხილით შეარჩიოთ და კარგად მოხარშოთ ხორცი და კვერცხი, თავი აარიდოთ იმ ადამიანთან ახლოს კონტაქტს, რომელსაც გრიპის სიმპტომები აქვს.

როგორც BBC წერს, კორონავირუსის ერთ-ერთი ტიპი 2000 წელსაც გავრცელდა და მაშინ სხვადასხვა ქვეყანაში 774 ადამიანი იმსხვერპლა, მაშინ გავრცელების არეალი უმეტესად აზიის ქვეყნები იყო.

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი