მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები თოდუას კლინიკაში
თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები თოდუას კლინიკაში

თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის რის­კი ყვე­ლა ასაკ­ში არ­სე­ბობს.რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვის ტვი­ნის გლი­უ­რი ჯგუ­ფის სიმ­სივ­ნე, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, საკ­მა­ოდ ხში­რია ბავ­შვებ­შიც.

თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის რო­მე­ლი ფორ­მე­ბია ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი და რო­გო­რია მათი ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი? ამ თე­მებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ნე­ი­რო­ქი­რურ­გი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

-თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბი­დან რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა და რა სიმპტო­მე­ბით მოგ­მარ­თა­ვენ ასე­თი პრობ­ლე­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი?

-თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე არ­სე­ბობს კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს თა­ვის ტვი­ნის მე­ნინ­გი­ო­მე­ბი და ნევ­რი­ნო­მე­ბი - ე.წ. შვა­ნო­მე­ბი, ხოლო ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი­დან უნდა გა­მოვ­ყოთ გლი­ო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ცენ­ტუ­ლად თა­ვის ტვი­ნის პირ­ვე­ლად სიმ­სივ­ნე­ებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა. გლი­ო­მა შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს, მათ შო­რის ბავ­შვებ­საც, გა­ნუ­ვი­თარ­დეს.

სიმ­სივ­ნე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს იმ სიმპტო­მებს, რომ­ლე­ბი­თაც ისი­ნი მჟღავ­ნდე­ბა. სიმ­სივ­ნეს კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მი არ აქვს. სიმპტო­მე­ბი იმის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა,რა მი­და­მო­ში გაჩ­ნდა სიმ­სივ­ნე, და­წყე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი გა­მოვ­ლი­ნე­ბით, მა­გა­ლი­თად თა­ვის ტკი­ვი­ლით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ძლი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბით, რო­გო­რიც არის გო­ნე­ბის და­კარ­გვა.

-რა მე­თო­დით მკურ­ნა­ლობთ თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ებს თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?

-ჩვე­ნი კლი­ნი­კის უპი­რა­ტე­სო­ბა ონ­კო­ქი­რურ­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, არის ის, რომ ჩვენ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და, ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, პირ­ვე­ლებ­მა და­ვი­წყეთ თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვა. შე­ვი­ძი­ნეთ ე.წ. „ბლუ მო­დუ­ლი“- ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის ფლუ­რო­სენ­ცი­ულ ნა­თე­ბას. აღ­ნი­შუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ანა­თებს და ამ­გვა­რად ვი­გებთ პა­თო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბის ზუსტ არე­ალს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის მაქ­სი­მა­ლუ­რად რა­დი­კა­ლუ­რი ამოკ­ვე­თა.

ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე99%-ის სი­ზუს­ტით ვხე­დავთ სიმ­სივ­ნეს, ვი­ღებთ მას და შემ­დეგ პა­ცი­ენტს სა­ჭი­რო­ე­ბის­და მი­ხედ­ვით ჩვენ­სა­ვე კლი­ნი­კა­ში ვუ­ტა­რებთ ქი­მიო და სხი­ვურ­თე­რა­პი­ას. ამ მხრივ, ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე­ვართ კლი­ნი­კებს შო­რის არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ევ­რო­პა­შიც.

-რო­გო­რია ფლუ­რო­სენ­ცი­უ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კა და შე­დე­გე­ბი?

- ეს არის გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის ტვი­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის, კერ­ძოდ, გლი­ო­მის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს ეძ­ლე­ვა ოპე­რა­ცი­ამ­დე 3-4 სა­ა­თით ადრე. პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ათ­ში სიმ­სივ­ნე იწყებს ნა­თე­ბას, მიკ­როს­კო­პი გა­დაგ­ვყავს სპე­ცი­ა­ლურ, ე.წ. ღა­მის მო­დულ­ზე და ისე ვმუ­შა­ობთ. სიმ­სივ­ნე ანა­თებს ჟო­ლოს­ფრად, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მი­ლი­მეტ­რუ­ლი სი­ზუს­ტით ვი­გებთ, სად არის სიმ­სივ­ნე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მიკ­როს­კო­პით გლი­ო­მის სრუ­ლად და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს მე­თო­დი კი სწო­რედ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გებს, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მე­თო­დით თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60-მდე ოპე­რა­ცია გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. რაც ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა, ჩვენ გვყავს პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლის ოპე­რა­ცი­ი­დან 3 წე­ლი­წა­დია გა­სუ­ლი და მას რე­ცი­დი­ვი არ ჰქო­ნია. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. ასე­ვე, გვყავს რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლებ­საც 2 წელ­ზე მე­ტია სიმ­სივ­ნე არ უფიქ­სირ­დე­ბათ.

- თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბი­დან რო­მე­ლია შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი?

-თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბი­დან უნდა გა­მოვ­ყოთ მე­ნინ­გი­ო­მე­ბი და შვა­ნო­მე­ბი. მე­ნინ­გი­ო­მე­ბი თა­ვის ტვი­ნის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის სა­ხე­ო­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვის ტვი­ნის ნე­ბის­მი­ერ მი­და­მო­ში შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს. მისი ამოკ­ვე­თაც ტო­ტა­ლუ­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­დან და გარ­კვე­ულ ანა­ტო­მი­ურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ჩაზ­რდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძი­რი­თა­დად ეს ეხე­ბა მა­გის­ტრა­ლურ სის­ხლძარ­ღვებს.

შვა­ნო­მე­ბი, იგი­ვე ნევ­რო­მე­ბი, ნერ­ვის სიმ­სივ­ნე­ე­ბია. ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა სმე­ნის ნერ­ვის ნევ­რი­ნო­მე­ბი. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ უკვე წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ნერ­გა ე.წ. ინ­ტრა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი ნე­ირ­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­დე­საც ხდე­ბა თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის, ასე­ვე, გამ­ტა­რი გზე­ბის კონ­ტრო­ლი ელექტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დით, რაც გვეხ­მა­რე­ბა, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. ჩვენ­თან ამ მე­თოდსაც აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ და ესეც თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მო­თხოვ­ნე­ბი­დან ერთ-ერ­თია.

ასე­ვე, ვა­ტა­რებთ ოპე­რა­ცი­ებს ენ­დოს­კო­პი­უ­რი მე­თო­დით, როცა ტრან­სნა­ზა­ლუ­რი(ცხვი­რი­დან) მიდ­გო­მით ვკვეთთ სიმ­სივ­ნე­ებს. ეს ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა ჰი­პო­ფი­ზის ადე­ნო­მის დროს.

- ნე­ი­რო­ქი­რუ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­დან რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

-ნე­ი­რო­ქი­რუ­გი­ულ პა­თო­ლო­გი­ებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი წილი, სტა­ტის­ტი­კუ­რად, დე­გე­ნე­რა­ცი­ულ დის­ტრო­ფი­ულ პა­თო­ლო­გი­ებს-თი­აქ­რებს უკა­ვია. ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს პა­თო­ლო­გი­ე­ბი გვხვდე­ბა წე­ლის მი­და­მო­ში, შემ­დეგ­კი - კის­რის. ამ შემ­თხვე­ვა­შიც კეთ­დე­ბა რო­გორც ღია დის­კექ­ტო­მე­ბი,ისე იმპლან­ტით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში კეთ­დე­ბა, ასე­ვე, სტე­ნო­ზე­ბი- ხერ­ხემ­ლის არ­ხის და­ვიწ­რო­ე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცია, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც გეგ­მი­უ­რი ნე­ი­რო­ქი­რურ­გია მო­ი­აზ­რებს, ჩვენ­თან ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

-თი­აქ­რე­ბი ახ­სე­ნეთ, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა.რა შემ­თხვე­ვა­შია ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

-ოპე­რა­ცი­ას აქვს თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბა,ანუ რო­დი­საა გა­მარ­თლე­ბუ­ლი ჩა­რე­ვა.ესაა 1) და­ახ­ლო­ე­ბით 4-6 კვი­რი­ა­ნი უშე­დე­გო მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა 2) არა­კუ­პი­რე­ბა­დი ტკი­ვი­ლი 3) ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი ანუ ძა­ლის დაქ­ვე­ი­თე­ბა კი­დურ­ში.ამ სა­მი­დან ერთ-ერ­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები თოდუას კლინიკაში

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები თოდუას კლინიკაში

თავისა და ზურგის ტვინის ონკოლოგიური პათოლოგიების რისკი ყველა ასაკში არსებობს.როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, თავის ტვინის გლიური ჯგუფის სიმსივნე, ზრდასრული ადამიანების გარდა, საკმაოდ ხშირია ბავშვებშიც.

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების რომელი ფორმებია ყველაზე აგრესიული და როგორია მათი ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი დავით ბერძენიშვილი გვესაუბრება.

-თავის ტვინის სიმსივნეებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული ფორმა და რა სიმპტომებით მოგმართავენ ასეთი პრობლემის მქონე პაციენტები?

-თავის ტვინის სიმსივნე არსებობს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობას წარმოადგენს თავის ტვინის მენინგიომები და ნევრინომები - ე.წ. შვანომები, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეებიდან უნდა გამოვყოთ გლიომები, რომლებიც პროცენტულად თავის ტვინის პირველად სიმსივნეებში ყველაზე ხშირად გვხვდება. გლიომა შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ბავშვებსაც, განუვითარდეს.

სიმსივნეების გავრცელება განსაზღვრავს იმ სიმპტომებს, რომლებითაც ისინი მჟღავნდება. სიმსივნეს კონკრეტულად რომელიმე დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს. სიმპტომები იმის მიხედვით ვითარდება,რა მიდამოში გაჩნდა სიმსივნე, დაწყებული მსუბუქი გამოვლინებით, მაგალითად თავის ტკივილით, დამთავრებული ძლიერი გამოვლინებით, როგორიც არის გონების დაკარგვა.

-რა მეთოდით მკურნალობთ თავის ტვინის სიმსივნეებს თოდუას კლინიკაში?

-ჩვენი კლინიკის უპირატესობა ონკოქირურგიული მიმართულებით, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიაში და, ცხადია, საქართველოშიც, პირველებმა დავიწყეთ თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა. შევიძინეთ ე.წ. „ბლუ მოდული“- ტექნოლოგია, რომელიც იძლევა თავის ტვინის სიმსივნეების ფლუროსენციულ ნათებას. აღნიშული ტექნოლოგიის გამოყენებით, სიმსივნური წარმონაქმნები ანათებს და ამგვარად ვიგებთ პათოლოგიის გავრცელების ზუსტ არეალს. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა სიმსივნური წარმონაქმნის მაქსიმალურად რადიკალური ამოკვეთა.

ამ ტექნოლოგიის დამსახურებით, როგორც აღვნიშნე99%-ის სიზუსტით ვხედავთ სიმსივნეს, ვიღებთ მას და შემდეგ პაციენტს საჭიროებისდა მიხედვით ჩვენსავე კლინიკაში ვუტარებთ ქიმიო და სხივურთერაპიას. ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავევართ კლინიკებს შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც.

-როგორია ფლუროსენციული მეთოდის გამოყენების სპეციფიკა და შედეგები?

- ეს არის გარკვეული მედიკამენტი, რომელიც თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის, კერძოდ, გლიომის შემთხვევაში პაციენტს ეძლევა ოპერაციამდე 3-4 საათით ადრე. პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 3 საათში სიმსივნე იწყებს ნათებას, მიკროსკოპი გადაგვყავს სპეციალურ, ე.წ. ღამის მოდულზე და ისე ვმუშაობთ. სიმსივნე ანათებს ჟოლოსფრად, რისი საშუალებითაც მილიმეტრული სიზუსტით ვიგებთ, სად არის სიმსივნე. ჩვეულებრივი მიკროსკოპით გლიომის სრულად დანახვა შეუძლებელია. ეს მეთოდი კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება შედეგებს, 4 წლის განმავლობაში ამ მეთოდით თოდუას კლინიკაში დაახლოებით 60-მდე ოპერაცია გვაქვს გაკეთებული. რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენ გვყავს პაციენტი, რომლის ოპერაციიდან 3 წელიწადია გასული და მას რეციდივი არ ჰქონია. ის ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას. ასევე, გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც 2 წელზე მეტია სიმსივნე არ უფიქსირდებათ.

- თავის ტვინის სიმსივნეებიდან რომელია შედარებით ნაკლებად აგრესიული?

-თავის ტვინის სიმსივნეებიდან უნდა გამოვყოთ მენინგიომები და შვანომები. მენინგიომები თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის სახეობაა, რომელიც თავის ტვინის ნებისმიერ მიდამოში შეიძლება გაჩნდეს. მისი ამოკვეთაც ტოტალურად არის შესაძლებელი, მისი ადგილმდებარეობიდან და გარკვეულ ანატომიურ სტრუქტურებში ჩაზრდიდან გამომდინარე, ძირითადად ეს ეხება მაგისტრალურ სისხლძარღვებს.

შვანომები, იგივე ნევრომები, ნერვის სიმსივნეებია. ყველაზე ხშირად გვხვდება სმენის ნერვის ნევრინომები. უნდა აღვნიშნო, რომ უკვე წლებია, საქართველოში დაინერგა ე.წ. ინტრაოპერაციული ნეირფიზიოლოგიური მონიტორინგი, როდესაც ხდება თავისა და ზურგის ტვინის, ასევე, გამტარი გზების კონტროლი ელექტროფიზიოლოგიური მეთოდით, რაც გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ოპერაციის შემდგომი მძიმე ნევროლოგიური დარღვევები. ჩვენთან ამ მეთოდსაც აქტიურად ვიყენებთ და ესეც თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებიდან ერთ-ერთია.

ასევე, ვატარებთ ოპერაციებს ენდოსკოპიური მეთოდით, როცა ტრანსნაზალური(ცხვირიდან) მიდგომით ვკვეთთ სიმსივნეებს. ეს ყველაზე ხშირად ხდება ჰიპოფიზის ადენომის დროს.

- ნეიროქირუგიული პათოლოგიებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული?

-ნეიროქირუგიულ პათოლოგიებში ყველაზე დიდი წილი, სტატისტიკურად, დეგენერაციულ დისტროფიულ პათოლოგიებს-თიაქრებს უკავია. ყველაზე ხშირად ეს პათოლოგიები გვხვდება წელის მიდამოში, შემდეგკი - კისრის. ამ შემთხვევაშიც კეთდება როგორც ღია დისკექტომები,ისე იმპლანტით ჩანაცვლება.

ჩვენს კლინიკაში კეთდება, ასევე, სტენოზები- ხერხემლის არხის დავიწროება. ნებისმიერი რეკონსტრუქციული ოპერაცია, პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც გეგმიური ნეიროქირურგია მოიაზრებს, ჩვენთან ხორციელდება.

-თიაქრები ახსენეთ, საკმაოდ ხშირი პრობლემაა.რა შემთხვევაშია ქირურგიული ჩარევა აუცილებელი?

-ოპერაციას აქვს თავისი ჩვენება,ანუ როდისაა გამართლებული ჩარევა.ესაა 1) დაახლოებით 4-6 კვირიანი უშედეგო მედიკამენტური მკურნალობა 2) არაკუპირებადი ტკივილი 3) ნევროლოგიური დეფიციტი ანუ ძალის დაქვეითება კიდურში.ამ სამიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.

R

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!!!

თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა