კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქრონიკული და მწვავე ტკივილი და როგორ ვუმკურნალოთ მათ?
რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქრონიკული და მწვავე ტკივილი და როგორ ვუმკურნალოთ მათ?

მწვა­ვე ტკი­ვი­ლი არის რე­აქ­ცია ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე. ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას შე­სა­ბა­მი­სი მო­და­რა­ჯე წარ­მო­ნაქ­მნე­ბი აღიქ­ვა­მენ, თა­ვის ტვინს ამის შე­სა­ხებ აც­ნო­ბე­ბენ, რომ სწრა­ფად მო­ვახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა.

ამას­თან, ტკი­ვილს დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია აქვს. მა­გა­ლი­თად, ლურ­სმან­ზე ან შუ­შის ნა­ტეხ­ზე ფე­ხის და­ბი­ჯე­ბას სწო­რედ ტვი­ნის­კენ გაშ­ვე­ბუ­ლი სწრა­ფი და მტკივ­ნე­უ­ლი სიგ­ნა­ლი აგ­ვა­რი­დებს, სა­ნამ გა­ვი­აზ­რებთ, რომ საფრ­თხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, ტვი­ნი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილს აძ­ლევს ბრძა­ნე­ბას, მისი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს და კონ­კრე­ტუ­ლი გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი თა­ვი­დან აი­რი­დოს.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს პე­რი­ო­დუ­ლად აწუ­ხებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­თა და­სა­ო­კებ­ლად ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს იყე­ნებს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ვას­ხვა­ვოთ, რი­თიც ბევრ უარ­ყო­ფით შე­დეგს ავი­ცი­ლებთ თა­ვი­დან.

თუ სხე­უ­ლის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი წყვეტს და­ზი­ა­ნე­ბას და ტკი­ვი­ლი რჩე­ბა „ნე­ი­რო­ინ­ფორ­მა­ცი­ად“, რო­მე­ლიც ტვინ­ში ხან­გრძლი­ვად ინა­ხე­ბა ანუ „და­არ­ქივ­დე­ბა“, მა­შინ ქრო­ნი­კულ ტკი­ვილ­თან გვაქვს საქ­მე. ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლი უფრო „ჯი­უ­ტია“ და ნერ­ვულ ტკი­ვილს უწო­დე­ბენ, რად­გან პე­რი­ფე­რი­ი­დან ცენ­ტრულ ნერ­ვულ სის­ტე­მა­შია „ამაღ­ლე­ბუ­ლი“ და თა­ვის ტვინ­ში „ბუ­დობს“, მწვა­ვე ტკი­ვი­ლი კი უფრო სა­სიგ­ნა­ლოა და დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა.

რო­გორ ვმარ­თოთ ტკი­ვი­ლი?

ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ცოტ­ნე ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის ტკი­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რა სა­ხის ტკი­ვი­ლი შეგ­ვიძ­ლია ვმარ­თოთ თა­ვად და რა სა­ხის არა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ქვეყ­ნებ­შიც კი, სა­დაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპ­ტით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა მკაც­რად მოქ­მე­დებს, ტკი­ვი­ლი­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ი­ცე­მა, რად­გან ტკი­ვი­ლი აღიქ­მე­ბა ტან­ჯვად, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის­ვლამ­დე შე­იძ­ლე­ბა უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლოს.

გი­ორ­გის­გე­გე­ლაშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით, თუ ტკი­ვი­ლი ხში­რად გა­წუ­ხებთ, მა­შინ ექიმ­თან ვი­ზი­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ, რო­დე­საც იგი იშ­ვი­ა­თი და ნაკ­ლე­ბად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, შე­იძ­ლე­ბა, პირ­და­პირ აფ­თი­აქს მი­მარ­თოთ და პრო­ვი­ზორს ჰკი­თხოთ რა მო­ი­მოქ­მე­დოთ. მი­სი­ვე თქმით, რევ­მა­ტი­ულ ტკი­ვილს, შა­კიკს თუ მენ­ზე­სურ ტკი­ვილს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მარ­თვა სჭირ­დე­ბა და ამა­ზე უკვე ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებთ.

წე­ლის ტკი­ვი­ლი

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აზ­რით,უუ­ნა­რო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი­წლე­ბის მი­ხედ­ვით, წე­ლის ტკი­ვი­ლი პირ­ველ ად­გილს „არა­ვის უთ­მობს“,მე­ო­რე ად­გილ­ზე კი თა­ვის ტკი­ვი­ლია, გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვი­ლი.

ექი­მი გვი­ამ­ბობს, რომ წე­ლის ტკი­ვილ­ზე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო და და­მა­ჯე­რე­ბე­ლია„კოჰ­რე­ი­ნის ქსე­ლის“ დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, წე­ლის ტკი­ვი­ლის გა­ყუ­ჩე­ბის დროს, არ­ცერთ არას­ტე­რო­იდ­სა ან„უბ­რა­ლო“ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელს რა­ი­მე უპი­რა­ტე­სო­ბა არ მო­უ­პო­ვე­ბია.

„რო­დე­საც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ პრე­პა­რატს არ გთა­ვა­ზო­ბენ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ტვირ­თი მთლი­ა­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის „მხრებ­ზე გა­და­დის“. ადა­მი­ანს წე­ლის ტკი­ვი­ლი­სას უნდა შე­ურ­ჩიო იმგვა­რი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, რო­მელ­ზეც პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გაჩ­ნია და რო­მე­ლიც შენი ქვეყ­ნის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლია. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი „კმა­ყო­ფი­ლია“ რო­მე­ლი­მე არას­ტე­რო­ი­დით, დი­დად არ ვცდი­ლობ მას „ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი გე­მოვ­ნე­ბა“ შე­ვუც­ვა­ლო, თუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღი­ა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მაგ­რამ, ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ საფრ­თხე­ებ­საც. აუ­ცი­ლებ­ლად ვარ­კვევ აქვს თუ არა პა­ცი­ენტს კუ­ჭის წყლუ­ლი ან გულ-სის­ხლძარ­ღვთა ავად­მყო­ფო­ბა. ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს არას­ტე­რო­ი­დებს კუ­ჭის დამ­ცა­ვებ­თან ერ­თად ვუ­ნიშ­ნავ“- გან­მარ­ტავს გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე თუ იც­ნობ­და გი­ორ­გი აცეკ­ლო­ფე­ნაკს, გვი­პა­სუ­ხა, რომ „ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფი­ლის ხიბ­ლით „დიდი მა­რა­თო­ნი აქვთ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი“. აცეკ­ლო­ფე­ნა­კის ანუ „აერ­ტა­ლის“ შექ­მნის იდე­აც სწო­რედ ეს იყო, კუ­ჭის­თვის უფრო „მი­სა­ღე­ბი“ პრე­პა­რა­ტი მი­ე­წო­დე­ბი­ნათ მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის“.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, წე­ლის ტკი­ვი­ლი­სას ექიმს რო­დის უნდა მივ­მარ­თოთ. მა­გა­ლი­თად, თუ სახ­ლის და­ლა­გე­ბი­დან მე­ო­რე დი­ლით წე­ლის ტკი­ვი­ლი იგ­რძე­ნით, ეს სუ­ლაც არ უნდა ნიშ­ნავ­დეს, რომ თქვენ რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ავად­მყო­ფო­ბა გაქვთ. ამ დროს წე­ლის „გა­ხუ­რე­ბა“ ან ცხე­ლი სათ­ბუ­რი შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი იყოს ტკი­ვი­ლის და­სა­ო­კებ­ლად. თუ ტკი­ვი­ლი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლით უნდა მოხ­სნათ. ექიმს უნდა ეწ­ვი­ოთ მხო­ლოდ ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის, სა­ერ­თო სი­სუს­ტის, ტკი­ვი­ლის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის ან სხვა სა­გან­გა­შო გა­მოვ­ლი­ნე­ბის დროს.

თა­ვის ტკი­ვი­ლი

ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვი­ლი აქაც ორ სა­კი­თხზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას ანუ თა­ვის ტკი­ვი­ლი მწვა­ვეა თუ ქრო­ნი­კუ­ლი.

მისი თქმით, მწვა­ვე ტკი­ვი­ლი ხში­რად „უბ­რა­ლოა“. იგი შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ შიმშლმა ან­დაღ­ლი­ლო­ბა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ დროს ადა­მი­ან­მა თა­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ და­ი­ო­კოს სა­წუ­ხა­რი, წამ­ლით თუ უწამ­ლოდ. რო­დე­საც თა­ვის ტკი­ვი­ლი მე­ტად პრობ­ლე­მუ­რია, ექი­მის გა­რე­შე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. უეც­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლის დროს სას­წრა­ფო ან გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

„პრობ­ლე­მუ­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი ძი­რი­თა­დად შა­კი­კია“, - გვიხ­სნის მე­დი­კო­სი, - „გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ჩვენ­თან შა­კი­კი „უსა­მარ­თლოდ იყო და­ჩაგ­რუ­ლი“. კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გია თა­ვის ტკი­ვი­ლის ახ­სნი­სას ჰა­ი­მო­რიტს, ფრო­ნიტს, ტრავ­მას, ქა­ლას შიგა ჰი­პერ­ტენ­ზი­ას, სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბას და სხვა „უბად­რუკ მი­ზე­ზებს“ ეპო­ტი­ნე­ბო­და. დღე­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ შა­კი­კი ეს მემ­კვიდ­რუ­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი უჯრე­დე­ბის აგ­ზნე­ბით მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ო­დუ­ლი სა­წუ­ხა­რია. იშ­ვი­ა­თი შე­ტე­ვე­ბის დროს საკ­მა­რი­სია ტკი­ვი­ლის გა­ყუ­ჩე­ბა და მეტი არა­ფე­რი. შე­უ­პო­ვა­რი და ხში­რი შე­ტე­ვე­ბის დროს ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სად გა­დის ზღვა­რი? - თუ პა­ცი­ენ­ტი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელს კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც იღებს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ექიმ­თან სტუმ­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რა არის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა? - ლო­დი­ნი. რა­ტომ­ღაც ჩვენ­თან უსა­ფუძ­ვლოდ ელო­დე­ბი­ან ტკი­ვი­ლის გავ­ლას. დრო იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია, რომ წუ­თე­ბის და­კარ­გვაც კი არ შე­იძ­ლე­ბა. სწო­რედ ამ წუ­თებს გვა­გე­ბი­ნებს წამ­ლის დრო­უ­ლი მი­ღე­ბა და/ან ხსნა­დი ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა. თქვენს მიერ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი აცეკ­ლო­ფე­ნა­კი ანუ „აერ­ტა­ლი“ფხვნი­ლის სა­ხი­თა­ცა­ა­წარ­მოდ­გე­ნი­ლი და საკ­მა­ოდ სწრა­ფად მოქ­მე­დებს. ტაბ­ლე­ტე­ბის მი­ღე­ბა უფრო რევ­მა­ტი­უ­ლი ან მენ­ზე­სუ­რი ტკი­ვი­ლის დროს არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ, თუ უფრო სწრა­ფად გა­ყუ­ჩე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უმ­ჯო­ბე­სია ფხვნი­ლის სა­ხით მი­ღე­ბა“ - გან­მარ­ტა მე­დი­კოს­მა.

მენ­ზე­სუ­რი (ე.წ. მესტრუ­ა­ლუ­რი)ტკი­ვი­ლი

მენ­ზე­სუ­რი ტკი­ვი­ლი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. ამ დროს ქა­ლე­ბი ხში­რად არაქ­მე­დუ­ნა­რი­ა­ნე­ბიც ხდე­ბი­ან. ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მაია პარ­კა­უ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად გან­მარ­ტავს, რომ მენ­ზე­სუ­რი ტკი­ვი­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად არ უნდა აღ­ვიქ­ვათ და ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ.მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის სტა­ტის­ტი­კა ცხად­ყოფს, ქა­ლე­ბის 33%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა მენ­ზე­სის დროს ზო­გა­დი ტკი­ვი­ლი.

„სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლე­ბის 33%-ს კი არა, არა­მედ 61%-ს შე­იძ­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მენ­ზე­სუ­რი ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში უკავ­შირ­დე­ბა ენ­დო­მეტ­რი­ოზს, მენ­ჯის ქრო­ნი­კულ პრო­ცე­სებს, ჰორ­მო­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვას და ან­თე­ბით პრო­ცესს, რაც თა­ვის მხრივ ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა­სა და გა­მოვ­ლე­ნას იწ­ვევს.

„ტკი­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად, მენ­ზე­სუ­რი ტკი­ვი­ლი და სხვა, მი­ზან­მი­მარ­თულ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, ინიშ­ნე­ბა ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ურე­ცეპ­ტოდ გა­ი­ცე­მა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი, მათი მი­ღე­ბის რე­ჟი­მი, დრო, შუ­ა­ლე­დის დაც­ვა, დო­ზი­რე­ბა“, - გან­მარ­ტა მაია პარ­კა­ულ­მა.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, აცეკ­ლო­ფე­ნა­კის შემ­ცვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლად და ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, მაია პარ­კა­ულ­მა გვი­პა­სუ­ხა, რომ მა­გა­ლი­თად, პრე­პა­რატს, რო­მელ­საც „აერ­ტა­ლის“ სა­ხე­ლით ვიც­ნობთ, ნაკ­ლე­ბად აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და გა­აჩ­ნია ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კარ­გი ბა­ლან­სი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქრონიკული და მწვავე ტკივილი და როგორ ვუმკურნალოთ მათ?

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქრონიკული და მწვავე ტკივილი და როგორ ვუმკურნალოთ მათ?

მწვავე ტკივილი არის რეაქცია ქსოვილის დაზიანებაზე. ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, მას შესაბამისი მოდარაჯე წარმონაქმნები აღიქვამენ, თავის ტვინს ამის შესახებ აცნობებენ, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება.

ამასთან, ტკივილს დამცველობითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ლურსმანზე ან შუშის ნატეხზე ფეხის დაბიჯებას სწორედ ტვინისკენ გაშვებული სწრაფი და მტკივნეული სიგნალი აგვარიდებს, სანამ გავიაზრებთ, რომ საფრთხის წინაშე ვდგავართ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტვინი სხეულის სხვადასხვა ნაწილს აძლევს ბრძანებას, მისი გამოცდილებისა და უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედოს და კონკრეტული გამღიზიანებელი თავიდან აირიდოს.

ნებისმიერ ადამიანს პერიოდულად აწუხებს სხვადასხვა სახის ტკივილი, რომელთა დასაოკებლად ტკივილგამაყუჩებლებს იყენებს, თუმცა მნიშვნელოვანია, მწვავე და ქრონიკული ტკივილი ერთმანეთისგან განვასხვავოთ, რითიც ბევრ უარყოფით შედეგს ავიცილებთ თავიდან.

თუ სხეულის დამაზიანებელი ფაქტორი წყვეტს დაზიანებას და ტკივილი რჩება „ნეიროინფორმაციად“, რომელიც ტვინში ხანგრძლივად ინახება ანუ „დაარქივდება“, მაშინ ქრონიკულ ტკივილთან გვაქვს საქმე. ქრონიკული ტკივილი უფრო „ჯიუტია“ და ნერვულ ტკივილს უწოდებენ, რადგან პერიფერიიდან ცენტრულ ნერვულ სისტემაშია „ამაღლებული“ და თავის ტვინში „ბუდობს“, მწვავე ტკივილი კი უფრო სასიგნალოა და დამცველობითი ფუნქციით ხასიათდება.

როგორ ვმართოთ ტკივილი?

ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი გეგელაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა სახის ტკივილი შეგვიძლია ვმართოთ თავად და რა სახის არა.

მისივე ინფორმაციით, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მედიკამენტების რეცეპტით რეალიზაციის სისტემა მკაცრად მოქმედებს, ტკივილიგამაყუჩებლები ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემა, რადგან ტკივილი აღიქმება ტანჯვად, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს.

გიორგისგეგელაშვილის რეკომენდაციით, თუ ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მაშინ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. მაგრამ, როდესაც იგი იშვიათი და ნაკლებად შემაწუხებელია, შეიძლება, პირდაპირ აფთიაქს მიმართოთ და პროვიზორს ჰკითხოთ რა მოიმოქმედოთ. მისივე თქმით, რევმატიულ ტკივილს, შაკიკს თუ მენზესურ ტკივილს სხვადასხვაგვარი მართვა სჭირდება და ამაზე უკვე ქვემოთ ვისაუბრებთ.

წელის ტკივილი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით,უუნარობაში გატარებულიწლების მიხედვით, წელის ტკივილი პირველ ადგილს „არავის უთმობს“,მეორე ადგილზე კი თავის ტკივილია, გვეუბნება გიორგი გეგელაშვილი.

ექიმი გვიამბობს, რომ წელის ტკივილზე არაერთი საინტერესო კვლევა ჩატარებულა. მათ შორის ყველაზე სარწმუნო და დამაჯერებელია„კოჰრეინის ქსელის“ დასკვნა, რომლის თანახმადაც, წელის ტკივილის გაყუჩების დროს, არცერთ არასტეროიდსა ან„უბრალო“ ტკივილგამაყუჩებელს რაიმე უპირატესობა არ მოუპოვებია.

„როდესაც მტკიცებულებები რომელიმე კონკრეტულ პრეპარატს არ გთავაზობენ, გადაწყვეტილების ტვირთი მთლიანად პროფესიონალის „მხრებზე გადადის“. ადამიანს წელის ტკივილისას უნდა შეურჩიო იმგვარი გამაყუჩებელი, რომელზეც პირადი გამოცდილება გაგაჩნია და რომელიც შენი ქვეყნისთვის ტრადიციულია. როდესაც პაციენტი „კმაყოფილია“ რომელიმე არასტეროიდით, დიდად არ ვცდილობ მას „ფარმაკოლოგიური გემოვნება“ შევუცვალო, თუ ეს გადაწყვეტილება აღიარებულ საერთაშორისო ინსტიტუტების შეხედულებას არ ეწინააღმდეგება. მაგრამ, ყოველთვის ვითვალისწინებ საფრთხეებსაც. აუცილებლად ვარკვევ აქვს თუ არა პაციენტს კუჭის წყლული ან გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობა. ხანდაზმულ ადამიანებს არასტეროიდებს კუჭის დამცავებთან ერთად ვუნიშნავ“- განმარტავს გიორგი გეგელაშვილი.

კითხვაზე თუ იცნობდა გიორგი აცეკლოფენაკს, გვიპასუხა, რომ „ფარმაცევტულ კომპანიებს უსაფრთხოების მაღალი პროფილის ხიბლით „დიდი მარათონი აქვთ გაჩაღებული“. აცეკლოფენაკის ანუ „აერტალის“ შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო, კუჭისთვის უფრო „მისაღები“ პრეპარატი მიეწოდებინათ მომხმარებლისათვის“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, წელის ტკივილისას ექიმს როდის უნდა მივმართოთ. მაგალითად, თუ სახლის დალაგებიდან მეორე დილით წელის ტკივილი იგრძენით, ეს სულაც არ უნდა ნიშნავდეს, რომ თქვენ რაიმე სერიოზული ავადმყოფობა გაქვთ. ამ დროს წელის „გახურება“ ან ცხელი სათბური შეიძლება საკმარისი იყოს ტკივილის დასაოკებლად. თუ ტკივილი შემაწუხებელია, ტკივილგამაყუჩებლით უნდა მოხსნათ. ექიმს უნდა ეწვიოთ მხოლოდ ტემპერატურის მომატების, საერთო სისუსტის, ტკივილის გაჭიანურების ან სხვა საგანგაშო გამოვლინების დროს.

თავის ტკივილი

ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გეგელაშვილი აქაც ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ანუ თავის ტკივილი მწვავეა თუ ქრონიკული.

მისი თქმით, მწვავე ტკივილი ხშირად „უბრალოა“. იგი შეიძლება უბრალოდ შიმშლმა ანდაღლილობამაც გამოიწვიოს. ამ დროს ადამიანმა თავად შეიძლება გადაწყვიტოს, როგორ დაიოკოს საწუხარი, წამლით თუ უწამლოდ. როდესაც თავის ტკივილი მეტად პრობლემურია, ექიმის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილის დროს სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

„პრობლემური თავის ტკივილი ძირითადად შაკიკია“, - გვიხსნის მედიკოსი, - „გასულ საუკუნეში ჩვენთან შაკიკი „უსამართლოდ იყო დაჩაგრული“. კომუნისტური იდეოლოგია თავის ტკივილის ახსნისას ჰაიმორიტს, ფრონიტს, ტრავმას, ქალას შიგა ჰიპერტენზიას, სისხლძარღვების შევიწროებას და სხვა „უბადრუკ მიზეზებს“ ეპოტინებოდა. დღეისთვის ცნობილია, რომ შაკიკი ეს მემკვიდრულად განპირობებული ნერვული უჯრედების აგზნებით მიმდინარე პერიოდული საწუხარია. იშვიათი შეტევების დროს საკმარისია ტკივილის გაყუჩება და მეტი არაფერი. შეუპოვარი და ხშირი შეტევების დროს ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. სად გადის ზღვარი? - თუ პაციენტი ტკივილგამაყუჩებელს კვირაში ორჯერ მაინც იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმთან სტუმრობა აუცილებელია.

რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? - ლოდინი. რატომღაც ჩვენთან უსაფუძვლოდ ელოდებიან ტკივილის გავლას. დრო იმდენად ძვირფასია, რომ წუთების დაკარგვაც კი არ შეიძლება. სწორედ ამ წუთებს გვაგებინებს წამლის დროული მიღება და/ან ხსნადი ფორმის გამოყენება. თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები აცეკლოფენაკი ანუ „აერტალი“ფხვნილის სახითაცააწარმოდგენილი და საკმაოდ სწრაფად მოქმედებს. ტაბლეტების მიღება უფრო რევმატიული ან მენზესური ტკივილის დროს არის რეკომენდებული, მაგრამ, თუ უფრო სწრაფად გაყუჩება აუცილებელია, უმჯობესია ფხვნილის სახით მიღება“ - განმარტა მედიკოსმა.

მენზესური (ე.წ. მესტრუალური)ტკივილი

მენზესური ტკივილი საკმაოდ გავრცელებულია. ამ დროს ქალები ხშირად არაქმედუნარიანებიც ხდებიან. ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია პარკაული თავდაპირველად განმარტავს, რომ მენზესური ტკივილი ჩვეულებრივ მოვლენად არ უნდა აღვიქვათ და ყურადღება უნდა მივაქციოთ.მისი ინფორმაციით, აშშ-ის სტატისტიკა ცხადყოფს, ქალების 33%-ს აღენიშნება მენზესის დროს ზოგადი ტკივილი.

„სხვა ინფორმაციით, ქალების 33%-ს კი არა, არამედ 61%-ს შეიძლება აღენიშნებოდეს ტკივილი, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიითაა გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს მენზესური ტკივილი, რომელიც რიგ შემთხვევებში უკავშირდება ენდომეტრიოზს, მენჯის ქრონიკულ პროცესებს, ჰორმონების სხვადასხვა დარღვევას და ანთებით პროცესს, რაც თავის მხრივ ტკივილის შეგრძნებასა და გამოვლენას იწვევს.

„ტკივილის შემთხვევაში, მაგალითად, მენზესური ტკივილი და სხვა, მიზანმიმართულ მკურნალობასთან ერთად, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში ურეცეპტოდ გაიცემა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ მათი უკუჩვენებები, მათი მიღების რეჟიმი, დრო, შუალედის დაცვა, დოზირება“, - განმარტა მაია პარკაულმა.

კითხვაზე, რამდენად რეკომენდებულია, აცეკლოფენაკის შემცველი მედიკამენტების ტკივილგამაყუჩებლად და ანთების საწინააღმდეგოდ გამოყენება, მაია პარკაულმა გვიპასუხა, რომ მაგალითად, პრეპარატს, რომელსაც „აერტალის“ სახელით ვიცნობთ, ნაკლებად აქვს გვერდითი მოვლენები და გააჩნია ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კარგი ბალანსი.

2020 წლის #CHEFმარკეტერის პირველ ღონისძიებას "ასკანელი გარდენმა" უმასპინძლა

არქის სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა

აღიარება ჩუმი გმირობისთვის