პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი
ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

8 წლის ჩი­ნელ­მა ბი­ჭუ­ნამ, ვანგ ფუ­მან­მა, -9 გრა­დუს ყინ­ვა­ში 4.8 კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით გა­ი­ა­რა იმის­თვის, რომ სკო­ლა­ში მი­სუ­ლი­ყო და გა­მოც­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. ბიჭს თხე­ლი პალ­ტო ეცვა და არ ეფა­რა ქუდი.

რო­დე­საც საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­ვი­და, კლა­სე­ლებ­მა სი­ცი­ლი და­ი­წყეს, რად­გა­ნაც მისი წარ­ბე­ბი და თმა გა­ყი­ნუ­ლი­ყო, ლო­ყე­ბი კი ყინ­ვის­გან გა­წით­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და.

მას­წავ­ლე­ბელ­მა ბი­ჭის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რის შემ­დე­გაც პა­ტა­რა მოს­წავ­ლე მთელ მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ფოტო ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა.

ბიჭი ჩი­ნეთ­ში, იუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბე­ბი­ა­სა და დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. დე­დამ ოჯა­ხი და­ტო­ვა, ხოლო მამა სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით მუ­შა­ობს და სახ­ლში რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთხელ მი­დის.

იმის გამო, რომ მუ­დამ სცი­ვა, ბიჭს თი­თე­ბის მოძ­რა­ო­ბა უჭირს

ვანგს ხში­რად ჰი­პო­თერ­მია აწუ­ხებს, რაც სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მას გუ­ლის­ხმობს, ყო­ვე­ლი­ვე კი იმი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ბი­ჭუ­ნას მუ­დამ სცი­ვა. ხან­და­ხან ამის გამო თი­თებს ვერ ამოძ­რა­ვებს.

მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფუ ჰენ­გი იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც ბი­ჭუ­ნა გა­ყი­ნუ­ლი თმით და­ი­ნა­ხა, თვა­ლებს არ უჯე­რებ­და. მი­სი­ვე თქმით, სკო­ლა­ში გათ­ბო­ბა არ არის, რის გა­მოც მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე პალ­ტო­ე­ბი­თა და ქურ­თუ­კე­ბით სხე­დან.

გზა, რო­მელ­საც 8 წლის მოს­წავ­ლე სკო­ლამ­დე გა­დის

პა­ტა­რა ვან­გი ჯერ მხო­ლოდ რვა წლი­საა, მაგ­რამ უკვე იცის, რომ სი­ღა­რი­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი გზა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაა. იმ დღეს, როცა გა­მოც­და­ზე მი­სას­ვლე­ლად ყინ­ვას არ შე­უ­შინ­და და თმა გა­ე­ყი­ნა, 100 შე­საძ­ლებ­ლი­დან 99 ქულა მი­ი­ღო!

"ყი­ნუ­ლის ბიჭი" - ასე შე­არ­ქვეს 8 წლის მოს­წავ­ლეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, რომ­ლის ამ­ბავ­მაც გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა.

ბიჭი და მისი და სი­ღა­რი­ბე­სა და რთულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ

მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბი­ჭუ­ნას შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ის დას­თან და მა­მას­თან ერ­თად პე­კინ­ში მი­იწ­ვი­ეს, სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნი­თა და სკუ­ტე­რით გა­ა­სე­ირ­ნეს.

ბიჭ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც ისა­უბ­რა და თქვა, რომ სა­მო­მავ­ლოდ პე­კი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა სურს და უნდა ექი­მი, ან პო­ლი­ცი­ე­ლი გახ­დეს.

"სახ­ლში, სა­დაც ვცხოვ­რობთ, ძა­ლი­ან ცივა და ჩვენ პალ­ტო­ე­ბით ვი­ძი­ნებთ. აქ კი სახ­ლე­ბი ძა­ლი­ან თბი­ლია. ისე­თი თბი­ლი, რომ შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ერთი მა­ი­სუ­რი მეც­ვას. ასე­თი რამე პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ეს გათ­ბო­ბა რა­ღაც სას­წა­ულს ჰგავს“, - უთხრა ბი­ჭუ­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა 450 ათა­სი დო­ლა­რი შე­აგ­რო­ვეს ბი­ჭის­თვის და სხვა ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის­თვის. ამ თან­ხით სკო­ლა­ში, სა­დაც ვან­გი სწავ­ლობს, გათ­ბო­ბის სის­ტე­მას და­ა­მონ­ტა­ჟე­ბენ, ასე­ვე იუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში მცხოვ­რებ ღა­რიბ ბავ­შვებს, თბილ ტან­საც­მელს უყი­დი­ან.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიანა
4

და ეს ამბავი იმ ქვეყანაში ხდება, რომლის ეკონომიკაც ზენიტშია?

ირმა
20

საქართველოში სკოლაში ეასვლა და სწავლა ყველას ეზარება ,მითუმეტეს ყველგან გათბობა .წარმატებები ამ ღირსეულ ბიჭუნას

ავტორი:

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

8 წლის ჩინელმა ბიჭუნამ, ვანგ ფუმანმა, -9 გრადუს ყინვაში 4.8 კილომეტრი ფეხით გაიარა იმისთვის, რომ სკოლაში მისულიყო და გამოცდა ჩაებარებინა. ბიჭს თხელი პალტო ეცვა და არ ეფარა ქუდი.

როდესაც საკლასო ოთახში შევიდა, კლასელებმა სიცილი დაიწყეს, რადგანაც მისი წარბები და თმა გაყინულიყო, ლოყები კი ყინვისგან გაწითლებული ჰქონდა.

მასწავლებელმა ბიჭის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პატარა მოსწავლე მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ფოტო ათასობით ადამიანმა გააზიარა.

ბიჭი ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, ერთ-ერთ სოფელში ბებიასა და დასთან ერთად ცხოვრობს. დედამ ოჯახი დატოვა, ხოლო მამა სოფლიდან მოშორებით მუშაობს და სახლში რამდენიმე თვეში ერთხელ მიდის.

იმის გამო, რომ მუდამ სცივა, ბიჭს თითების მოძრაობა უჭირს

ვანგს ხშირად ჰიპოთერმია აწუხებს, რაც სხეულის ტემპერატურის დაცემას გულისხმობს, ყოველივე კი იმითაა გამოწვეული, რომ ბიჭუნას მუდამ სცივა. ხანდახან ამის გამო თითებს ვერ ამოძრავებს.

მასწავლებელი, ფუ ჰენგი იხსენებს, რომ როდესაც ბიჭუნა გაყინული თმით დაინახა, თვალებს არ უჯერებდა. მისივე თქმით, სკოლაში გათბობა არ არის, რის გამოც მოსწავლეები გაკვეთილებზე პალტოებითა და ქურთუკებით სხედან.

გზა, რომელსაც 8 წლის მოსწავლე სკოლამდე გადის

პატარა ვანგი ჯერ მხოლოდ რვა წლისაა, მაგრამ უკვე იცის, რომ სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა განათლების მიღებაა. იმ დღეს, როცა გამოცდაზე მისასვლელად ყინვას არ შეუშინდა და თმა გაეყინა, 100 შესაძლებლიდან 99 ქულა მიიღო!

"ყინულის ბიჭი" - ასე შეარქვეს 8 წლის მოსწავლეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რომლის ამბავმაც გულგრილი არავინ დატოვა.

ბიჭი და მისი და სიღარიბესა და რთულ პირობებში ცხოვრობენ

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბიჭუნას შესახებ შეიტყო, ის დასთან და მამასთან ერთად პეკინში მიიწვიეს, სხვადასხვა მუზეუმები დაათვალიერებინეს, პოლიციელებმა კი პოლიციის მანქანითა და სკუტერით გაასეირნეს.

ბიჭმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და თქვა, რომ სამომავლოდ პეკინის უნივერსიტეტში ჩაბარება სურს და უნდა ექიმი, ან პოლიციელი გახდეს.

"სახლში, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან ცივა და ჩვენ პალტოებით ვიძინებთ. აქ კი სახლები ძალიან თბილია. ისეთი თბილი, რომ შემიძლია მხოლოდ ერთი მაისური მეცვას. ასეთი რამე პირველად ვნახე. ეს გათბობა რაღაც სასწაულს ჰგავს“, - უთხრა ბიჭუნამ ჟურნალისტებს.

ინტერნეტმომხმარებლებმა 450 ათასი დოლარი შეაგროვეს ბიჭისთვის და სხვა ღარიბი ოჯახებისთვის. ამ თანხით სკოლაში, სადაც ვანგი სწავლობს, გათბობის სისტემას დაამონტაჟებენ, ასევე იუნანის პროვინციაში მცხოვრებ ღარიბ ბავშვებს, თბილ ტანსაცმელს უყიდიან.

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში

"ჩემი შვილი სისხლიანი იყო, სახეზეც ეტყობოდა ცემის კვალი" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ჩეჩენი გოგონას ამბავი, რომლის დედასაც კადიროვისთვის ბოდიში მოახდევინეს

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა