მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე
"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე

სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრის მძევ­ლად აყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი იჩუ­კა­ი­ძის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვებ­ზე ისა­უბ­რა.

პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ხა­ჩი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იჩუ­კა­ი­ძე თვლის, რომ ად­გი­ლი სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა და მას მე­სა­ზღვრე­ე­ბის გა­ძე­ვე­ბა ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სურ­და.

"რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, ის და­ვით გა­რე­ჯში მი­ვი­და იმ მიზ­ნით, რომ უნ­დო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის იქი­დან გა­ძე­ვე­ბა. ის თვლის, რომ ად­გი­ლი, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი დგა­ნან, არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და მან მო­ინ­დო­მა, რომ ია­რა­ღის ძა­ლით გა­ე­ძე­ვე­ბი­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი. მას სურ­და, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უფ­ლე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ აიყ­ვა­ნა მძევ­ლად ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე და და­ნარ­ჩენ მე­სა­ზღვრე­ებს სთხოვ­და, გა­და­ე­ცათ მის­თვის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. თა­ვად ბრალ­დე­ბულს ჰქონ­და ხელ­ყუმ­ბა­რა და ასე­ვე ჰქონ­და პის­ტო­ლე­ტი. ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, თუმ­ცა ბრალ­დე­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა ამ ეტაპ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის”, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ხა­ჩი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრის მძევ­ლად აყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბულ, გი­ორ­გი იჩუ­კა­ი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა), სსკ-ის 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (იძუ­ლე­ბა), სსკ-ის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ი“ ქვე­პუნ­ქტი (მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით)” ედე­ბო­და

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამაჩაბლოდან
8

აბა პატრიოტები ციხეში ..............ვაი ჩვენ, არ შეგვიძლია უფლის ბოძებული მიწის შენარჩუნება.........და ვაი თქვენ დიდ სამსჯავროზე........

ლადო
7

ასეთი უაზრო „პატრიოტების" წყალობით, შეიძლება დიდ შარში გავყოთ თავი. სწორედაც უნდა დაისაჯოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე

"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულის, გიორგი იჩუკაიძის საქმის პროკურორმა დანაშაულის ჩადენის მოტივებზე ისაუბრა.

პროკურორი გიორგი ხაჩიძის განმარტებით, იჩუკაიძე თვლის, რომ ადგილი სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან, საქართველოს ტერიტორიაა და მას მესაზღვრეების გაძევება იარაღის გამოყენებით სურდა.

"როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ის დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ უნდოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების იქიდან გაძევება. ის თვლის, რომ ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, არის საქართველოს ტერიტორია და მან მოინდომა, რომ იარაღის ძალით გაეძევებინა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მას სურდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლება, სწორედ ამიტომ აიყვანა მძევლად ქართველი მესაზღვრე და დანარჩენ მესაზღვრეებს სთხოვდა, გადაეცათ მისთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. თავად ბრალდებულს ჰქონდა ხელყუმბარა და ასევე ჰქონდა პისტოლეტი. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის”, - განაცხადა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” ედებოდა

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა - პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს