საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია პოლიტიკოსების რეიტინგი, ვინ ლიდერობს და ვის აქვს ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა - NDI-ს გამოკითხვის შედეგები
როგორია პოლიტიკოსების რეიტინგი, ვინ ლიდერობს და ვის აქვს ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა - NDI-ს გამოკითხვის შედეგები

NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 34-34%-ს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ვით ბაქ­რა­ძის და კახა კა­ლა­ძის მი­მართ აქვთ. უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კახა კა­ლა­ძის მი­მართ გა­მო­კი­თხულ­თა 22-მა პრო­ცენ­ტმა გა­მო­ხა­ტა, და­ვით ბაქ­რა­ძის მი­მართ კი, 21%-მა. კახა კა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში 36% ამ­ბობს, რომ მის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, 4% აღ­ნიშ­ნავს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 5% ამ­ბობს, რომ არ იცის და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი. კვლე­ვის თა­ნახ­მად, და­ვით ბაქ­რა­ძის მი­მართ 35%-ს არ აქვს არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, 5% ამ­ბობს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 5% ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ არ იცის და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს თუ უარ­ყო­ფი­თი.

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­დე­ბი­თად 17% აფა­სებს, მის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი გა­მო­კი­თხულ­თა 49% გა­მო­ხა­ტავს. 29% ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, 1% აღ­ნიშ­ნავს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 4% კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი, ამ­ბობს, რომ არ იცის;

კვლე­ვის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­კი­თხულ­თა 27%-ს აქვს, მას უარ­ყო­ფი­თად 34% აფა­სებს. 30% ამ­ბობს, რომ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, 5% აღ­ნიშ­ნავს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 4% კი კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხობს, რომ არ იცის.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­მო­კი­თხულ­თა 26% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 39% მის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს, 29 %-ს მის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, 1% ამ­ბობს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ. 4% კი კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი, პა­სუ­ხობს, რომ არ იცის.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­კი­თხულ­თა 13% გა­მო­ხა­ტავს, უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 49%-ს აქვს, 33 % ამ­ბობს, რომ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს მის მი­მართ.

გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს და­დე­ბი­თად გა­მო­კი­თხულ­თა 29% აფა­სებს, უარ­ყო­ფი­თად - 25%, 36% ამ­ბობს, რომ მის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, 5% ამ­ბობს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 5% პა­სუ­ხად კი­თხვა­ზე ამ­ბობს, რომ არ იცის რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

გა­მო­კი­თხულ­თა 20% აფა­სებს და­დე­ბი­თად ალე­კო ელი­საშ­ვილს და ასე­ვე, 20% უარ­ყო­ფი­თად.

გა­მო­კი­თხულ­თა 19% და­დე­ბი­თად აფა­სებს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, 26% - უარ­ყო­ფი­თად; შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს და­დე­ბი­თად გა­მო­კი­თხულ­თა 15% აფა­სებს და 19% - უარ­ყო­ფი­თად; თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს და­დე­ბი­თად გა­მო­კი­თხულ­თა 12% აფა­სებს, ხოლო უარ­ყო­ფი­თად - 20%, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს 18% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 26% - უარ­ყო­ფი­თად; გი­ორ­გი ვა­შა­ძეს 19% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 30% - უარ­ყო­ფი­თად; ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს 8% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 19% - უარ­ყო­ფი­თად; ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს 4% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 16% - უარ­ყო­ფი­თად; გიგი წე­რე­თელს 15% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 28% - უარ­ყო­ფი­თად; მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­კი­თხულ­თა 14%-მა პრო­ცენ­ტმა გა­მო­ხა­ტა, 29%-მა კი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა. სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი გა­მო­კი­თხულ­თა 11-მა პრო­ცენ­ტმა შე­ა­ფა­სა და­დე­ბი­თად, 26-მა უარ­ყო­ფი­თად. გია ვოლ­სკის მი­მართ გა­მო­კი­თხულ­თა 16 პრო­ცენ­ტი აფიქ­სი­რებს და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ხოლო 32% უარ­ყო­ფითს. 16% აფა­სებს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს და­დე­ბი­თად, 32% - უარ­ყო­ფი­თად; ირმა ინაშ­ვილს 18% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 35% უარ­ყო­ფი­თად; ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს 17% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 35% - უარ­ყო­ფი­თად; გრი­გოლ ვა­შა­ძეს 20% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 38% - უარ­ყო­ფი­თად; ნიკა მე­ლი­ას 19% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 37% - უარ­ყო­ფი­თად; გიგი უგუ­ლა­ვას 16% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 38% - უარ­ყო­ფი­თად; ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს 8% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 39 - უარ­ყო­ფი­თად; ეკა ბე­სე­ლი­ას 10% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 41% კი უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, გა­მო­კი­თხულ­თა 64% პა­სუ­ხობს, რომ ცუ­დად, 30% პა­სუ­ხობს, რომ კარ­გად, ხოლო 5%-მა არ იცის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი.

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (ND) მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2019 წლის 19 ნო­ემ­ბრი­დან 13 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში სულ გა­მო­კი­თხა 2 180 ადა­მი­ა­ნი. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი 1,9%-ია.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი ბასილაძე
76

დავით ბაქრაძე ვინ არის!

me rom mkitxot
41

მე რომელიც 18 წელია მაქაური არაფერი ვიცი ვნახე ვიდეო ვანოს სჰოუ რომ წაიყვანა ვანო ბერაბისჰვილმა. აი რეიტინგი. იქ მისული სტუმარი ყველა შიშისგან კანკალებდა და საცოდავად ძალიტ როგორ იცინოდნენ? დეპუტატ კობას ვიდეო რომ აჩვენენ წნევამ ამიწია. ის ადამიანი ცხოვრებაში სულ დაშოკილი იქნება. ასეთ მტავრობას ექნება რეიტინგი. ეხლა??ყველას რეიტინგი დაცემულია. აჯაფსანდალია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორია პოლიტიკოსების რეიტინგი, ვინ ლიდერობს და ვის აქვს ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა - NDI-ს გამოკითხვის შედეგები

როგორია პოლიტიკოსების რეიტინგი, ვინ ლიდერობს და ვის აქვს ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა - NDI-ს გამოკითხვის შედეგები

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ. უარყოფითი დამოკიდებულება კახა კალაძის მიმართ გამოკითხულთა 22-მა პროცენტმა გამოხატა, დავით ბაქრაძის მიმართ კი, 21%-მა. კახა კალაძის შემთხვევაში 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 4% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ამბობს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი. კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძის მიმართ 35%-ს არ აქვს არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს თუ უარყოფითი.

ამავე კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კი გამოკითხულთა 49% გამოხატავს. 29% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 1% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, ამბობს, რომ არ იცის;

კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 27%-ს აქვს, მას უარყოფითად 34% აფასებს. 30% ამბობს, რომ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ თუ უარყოფითი პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს, 39% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 29 %-ს მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 1% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ. 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, პასუხობს, რომ არ იცის.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 13% გამოხატავს, უარყოფითი დამოკიდებულება 49%-ს აქვს, 33 % ამბობს, რომ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს მის მიმართ.

გამოკითხვის თანახმად, შალვა ნათელაშვილს დადებითად გამოკითხულთა 29% აფასებს, უარყოფითად - 25%, 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% პასუხად კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის როგორი დამოკიდებულება აქვს.

გამოკითხულთა 20% აფასებს დადებითად ალეკო ელისაშვილს და ასევე, 20% უარყოფითად.

გამოკითხულთა 19% დადებითად აფასებს ელენე ხოშტარიას, 26% - უარყოფითად; შალვა შავგულიძეს დადებითად გამოკითხულთა 15% აფასებს და 19% - უარყოფითად; თამარ ჩუგოშვილს დადებითად გამოკითხულთა 12% აფასებს, ხოლო უარყოფითად - 20%, დავით უსუფაშვილს 18% დადებითად აფასებს, 26% - უარყოფითად; გიორგი ვაშაძეს 19% დადებითად აფასებს, 30% - უარყოფითად; ლევან ხაბეიშვილს 8% აფასებს დადებითად, 19% - უარყოფითად; ხათუნა სამნიძეს 4% დადებითად აფასებს, 16% - უარყოფითად; გიგი წერეთელს 15% დადებითად აფასებს, 28% - უარყოფითად; მამუკა მდინარაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 14%-მა პროცენტმა გამოხატა, 29%-მა კი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. სალომე სამადაშვილი გამოკითხულთა 11-მა პროცენტმა შეაფასა დადებითად, 26-მა უარყოფითად. გია ვოლსკის მიმართ გამოკითხულთა 16 პროცენტი აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას, ხოლო 32% უარყოფითს. 16% აფასებს არჩილ თალაკვაძეს დადებითად, 32% - უარყოფითად; ირმა ინაშვილს 18% აფასებს დადებითად, 35% უარყოფითად; ნინო ბურჯანაძეს 17% აფასებს დადებითად, 35% - უარყოფითად; გრიგოლ ვაშაძეს 20% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ნიკა მელიას 19% აფასებს დადებითად, 37% - უარყოფითად; გიგი უგულავას 16% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ზურაბ ჯაფარიძეს 8% აფასებს დადებითად, 39 - უარყოფითად; ეკა ბესელიას 10% აფასებს დადებითად, 41% კი უარყოფითად აფასებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% პასუხობს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.