მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები
ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები

რუბ­რი­კის - ALTER EGO მო­რი­გი სტუ­მა­რი ზაზა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გახ­ლავთ. ზაზა პრო­ფე­სი­ით მომ­ღე­რა­ლია. მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი 20-მდე ქარ­თულ ფილ­მსა და 70-მდე სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში.

ზაზა, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც მღე­რით?

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი-მეთ­ქი, მთლად ასეც ვერ ვი­ტყვი. უფრო ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრას ვსწავ­ლობ­დი. 6 წლი­დან ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცეკ­ვის სა­ბავ­შვო სტუ­დი­ა­ში ვცეკ­ვავ­დი. 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლის სა­ბავ­შვო ვო­კა­ლურ სტუ­დი­ა­ში მი­ვე­დი, მაგ­რამ იქ დიდ­ხანს არ მის­წავ­ლია. რო­დე­საც პრო­ფე­სი­ად ავირ­ჩიე სიმ­ღე­რა, 17 წლის ვი­ყა­ვი და ისევ ამ სტუ­დი­ას და­ვუბ­რუნ­დი. ასე და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რაც.

მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ ბავ­შვო­ბა­ში?

- ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში დენი არ იყო (იცი­ნის). ამა­ზე, ალ­ბათ, ყვე­ლა ბავ­შვი ოც­ნე­ბობს, მაგ­რამ მე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ცეკ­ვა­სა და სპორტზე. ამი­ტომ ეს მი­ზა­ნი არ მქო­ნია. მე არ ვარ მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა და მი­მუ­შა­ვია ისეთ პრო­ექ­ტებ­ზე და ისეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან, რო­გორ­ზეც ბავ­შვო­ბა­შიც ვერ ვი­ოც­ნე­ბებ­დი. და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

რა პრო­ფე­სია გაქვთ?

- და­ვამ­თავ­რე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ენი­სა და კულ­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გერ­მა­ნუ­ლი ტუ­რიზ­მის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ასე­ვე ვსწავ­ლობ­დი ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­ო­რე მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­ესტრა­დო ჯაზ-რო­კის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ტუ­რიზ­მის გზით არ წავ­სულ­ვარ, პრო­ფე­სი­ად მუ­სი­კო­სო­ბა ავირ­ჩიე.

პირ­ვე­ლად რო­დის შე­მოგ­თა­ვა­ზეს ფილმში გა­და­ღე­ბა და რა როლი იყო? სულ რამ­დენ ფილმში გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- არ მახ­სოვს... თა­ვი­დან იყო სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პიც, შემ­დეგ სე­რი­ა­ლებ­სა და ფილ­მებ­შიც გა­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ მათ ვერ და­ვარ­ქმევ როლს. იყო პა­ტარ-პა­ტა­რა ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი, რა­მაც კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, ოცამ­დე კი­ნოპ­რო­ექ­ტზე მაქვს ნა­მუ­შე­ვა­რი და 70-მდე სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ზე.

არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ დად­გეთ, რო­მელს აირ­ჩევ­დით, მომ­ღერ­ლო­ბას თუ მსა­ხი­ო­ბო­ბას?

- რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით მუ­სი­კას და მსა­ხი­ო­ბო­ბას ბევ­რი სა­ერ­თო ჰქონ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის სა­ერ­თოდ სხვა­დას­ხვა სფე­როა. ორი­ვე შრო­მა­ტე­ვა­დი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გე­ნი­ა­ლუ­რია, მაგ­რამ მუ­სი­კა შე­გიძ­ლია ერ­თმა ადა­მი­ან­მა შექ­მნა, იმ­ღე­რო, და­წე­რო, და­უკ­რა. ფილ­მს მარ­ტო ვერ გა­და­ი­ღებ. აქ ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სცე­ნა­რი, ოპე­რა­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი, გა­ნა­თე­ბა, მუ­სი­კა, დე­კო­რა­ცია, მხატ­ვრო­ბა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა, ნახ­ვა, შეს­წავ­ლა, შე­ფა­სე­ბა. ამი­ტომ, თუ ეს საქ­მე გიყ­ვარს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და ძნე­ლია, ამა­ზე უარი თქვა.

რას ფიქ­რობთ თქვენ­სა და ჰო­ლი­ვუ­დელ მსა­ხი­ობ ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მის მსგავ­სე­ბა­ზე?

- არ ვიცი, ალ­ბათ, არის მარ­თლა ცოტა ვი­ზუ­ა­ლუ­რი მსგავ­სე­ბა, რად­გან ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ. უცხო თვა­ლი თუ ასე ფიქ­რობს, ვენ­დოთ (იღი­მის).

გყავთ მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა?

- არ მყავს!

რო­გო­რი უნდა იყოს გოგო, რომ მო­გე­წო­ნოთ?

- სა­უ­კე­თე­სო! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად+ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსა
0

წააგავს მაგრამ ეს თუ ორეულია მე ადრიანა ლიმა ვყოფილვარ და არ ვიცოდი :))))

ჯერონიმო
0

ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მის ორეული? ეტყობა არა გყავთ ეგ მსახიობი ნანახი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები

რუბრიკის - ALTER EGO მორიგი სტუმარი ზაზა ჭინჭარაული გახლავთ. ზაზა პროფესიით მომღერალია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ქართულ ფილმსა და 70-მდე სარეკლამო რგოლში.

ზაზა, რამდენი ხანია, რაც მღერით?

- ბავშვობიდან ვმღერი-მეთქი, მთლად ასეც ვერ ვიტყვი. უფრო ინსტრუმენტებზე დაკვრას ვსწავლობდი. 6 წლიდან ქართული ნაციონალური ცეკვის საბავშვო სტუდიაში ვცეკვავდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც რობერტ ბარძიმაშვილის საბავშვო ვოკალურ სტუდიაში მივედი, მაგრამ იქ დიდხანს არ მისწავლია. როდესაც პროფესიად ავირჩიე სიმღერა, 17 წლის ვიყავი და ისევ ამ სტუდიას დავუბრუნდი. ასე დაიწყო ჩემი კარიერაც.

მსახიობობაზე თუ გიოცნებიათ ბავშვობაში?

- ჩვენს ბავშვობაში დენი არ იყო (იცინის). ამაზე, ალბათ, ყველა ბავშვი ოცნებობს, მაგრამ მე ორიენტირებული ვიყავი ცეკვასა და სპორტზე. ამიტომ ეს მიზანი არ მქონია. მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ გამიმართლა და მიმუშავია ისეთ პროექტებზე და ისეთ პროფესიონალებთან, როგორზეც ბავშვობაშიც ვერ ვიოცნებებდი. და ვერც წარმოვიდგენდი.

რა პროფესია გაქვთ?

- დავამთავრე ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ტურიზმის სპეციალობით. ასევე ვსწავლობდი ზ. ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, საესტრადო ჯაზ-როკის სპეციალობაზე, მაგრამ ტურიზმის გზით არ წავსულვარ, პროფესიად მუსიკოსობა ავირჩიე.

პირველად როდის შემოგთავაზეს ფილმში გადაღება და რა როლი იყო? სულ რამდენ ფილმში გაქვთ მიღებული მონაწილეობა?

- არ მახსოვს... თავიდან იყო სარეკლამო რგოლები, რამდენიმე მუსიკალური კლიპიც, შემდეგ სერიალებსა და ფილმებშიც გამოვჩნდი, მაგრამ მათ ვერ დავარქმევ როლს. იყო პატარ-პატარა ეპიზოდური როლები, რამაც კარგი გამოცდილება მომცა. ჯერჯერობით, დაახლოებით, ოცამდე კინოპროექტზე მაქვს ნამუშევარი და 70-მდე სარეკლამო რგოლზე.

არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელს აირჩევდით, მომღერლობას თუ მსახიობობას?

- რამდენადაც შეიძლება, ერთი შეხედვით მუსიკას და მსახიობობას ბევრი საერთო ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ჩემთვის საერთოდ სხვადასხვა სფეროა. ორივე შრომატევადი, მრავალფეროვანი და გენიალურია, მაგრამ მუსიკა შეგიძლია ერთმა ადამიანმა შექმნა, იმღერო, დაწერო, დაუკრა. ფილმს მარტო ვერ გადაიღებ. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია. სცენარი, ოპერატორი, რეჟისორი, მსახიობი, განათება, მუსიკა, დეკორაცია, მხატვრობა და ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის კეთება, ნახვა, შესწავლა, შეფასება. ამიტომ, თუ ეს საქმე გიყვარს, დიდი სიამოვნებაა და ძნელია, ამაზე უარი თქვა.

რას ფიქრობთ თქვენსა და ჰოლივუდელ მსახიობ ჯეისონ სტეტჰემის მსგავსებაზე?

- არ ვიცი, ალბათ, არის მართლა ცოტა ვიზუალური მსგავსება, რადგან ხშირად აღნიშნავენ. უცხო თვალი თუ ასე ფიქრობს, ვენდოთ (იღიმის).

გყავთ მეგობარი გოგონა?

- არ მყავს!

როგორი უნდა იყოს გოგო, რომ მოგეწონოთ?

- საუკეთესო! წაიკითხეთ სრულად+ფოტოები

როგორ გამოიყურება ტყუპზე ორსული ნინო სურგულაძე - მეცო-სოპრანოს ფოტოები კარანტინიდან

ყველაზე მომხიბვლელი თურქი მსახიობის შვილი ინტერნეტვარსკვლავი გახდა - ბურაქ ოზჩივიტის ვაჟის ფოტოები, რომელიც მამის ასლია

18 მილიონიანი სასახლე 12 აბაზანით - მეგანი და ჰარი ჰოლივუდის ულტრა მდიდრულ ვილაში ცხოვრობენ(ფოტოები)