თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან გადადის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც სწორი ნაბიჯია.
„ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემებს გარეშე. იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა“, -აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი მართლაც ვერ იქნება.“
სიგარეტის მოწევა აუკრძელეთ მაგათ მანქანაში....მძღოლებს რომ უზით გვერდით...
80 კი არა 8000 უნდა შეეძინათ,(რაც ამათმა ზედმეტი გადასახადები დაგვიწესეს,რაც მანამდე არ არსებობდა,,,,,,,,,)