კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სოსო პავლიაშვილის ვაჟი, რომელიც მოსკოვში ძალიან პოპულარულია და მდიდარი მამის ბიზნესს უძღვება
ვინ არის სოსო პავლიაშვილის ვაჟი, რომელიც მოსკოვში ძალიან პოპულარულია და მდიდარი მამის ბიზნესს უძღვება

ზა­ფხულ­ში მომ­ღე­რალ სოსო პავ­ლი­აშ­ვილს 55 წელი შე­უს­რულ­და. ამ მოვ­ლე­ნას რუ­სულ მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რუ­სე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლის იუ­ბი­ლე რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტით აღი­ნიშ­ნა, კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნეს მისი მუ­სი­კა­ლუ­რი გზა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი­დან ბუბა კი­კა­ბი­ძის შემ­დეგ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც რუ­სებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რეს.

წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა, სხვა ბევ­რი ქარ­თვე­ლის მსგავ­სად კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად რუ­სეთს მი­ა­შუ­რა. პავ­ლი­აშ­ვილს რუ­სულ ბა­ზარ­ზე უკვე იც­ნობ­დნენ და ამი­ტომ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია.

მა­შინ მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნინო უჩა­ნე­იშ­ვილ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და წყვილს სა­ერ­თო ვაჟი, ლე­ვა­ნი ჰყავ­დათ. ცოლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვა და კა­რი­ე­რის პიკ­ზე ყოფ­ნი­სას, 1997 წელს, პავ­ლი­აშ­ვილ­მა 16 წლით უმ­ცრო­სი მო­ცეკ­ვა­ვე - ირი­ნა პატ­ლა­ხი გა­იც­ნო, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ორი გო­გო­ნა გა­უ­ჩი­ნა.

ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლი დე­დი­ნაც­ვალ­თან, ირი­ნა პატ­ლახ­თან ერ­თად

წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე 22 წელს ით­ვლის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნეს.

პავ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში გრან­დი­ო­ზულ ვი­ლა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობს სო­სოს უფ­რო­სი შვი­ლი, 32 წლის ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

ლე­ვა­ნი რუ­სულ ბო­მონდში კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხეა. ის წლე­ბის წინ მა­მამ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნა და ბიჭ­მა მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს უმუ­შა­ვია.

გარ­და გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბი­სა, მა­მას ის ნი­ჭი­თაც და­ემ­სგავ­სა. ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლი კარ­გად მღე­რის. გარ­და ამი­სა, მომ­ღე­რალ­მა უფ­რო­სი ვაჟი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თო და ის მოს­კოვ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კა­რა­ო­კე-ბარს Небо на ладони-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბაა. უმ­ცრო­სი პავ­ლი­აშ­ვი­ლი დიდ დროს ატა­რებს ბარ­ში და თა­ვა­დაც მღე­რის.

მდი­და­რი მა­მის შვი­ლი, რო­გორც მას რუ­სულ მე­დი­ა­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლია რუსი გო­გო­ნა ტა­ტი­ა­ნა, რო­მე­ლიც "ინ­სტაგ­რამ­ზე" ხში­რად დებს შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­რე­ბულ სუ­რა­თებს. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, ტა­ტი­ა­ნა ლე­ვან­მა ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

მოს­კოვ­ში ცხოვ­რო­ბენ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბიც, არ­ქი­ტექ­ტო­რი მამა - რა­მინ პავ­ლი­აშ­ვი­ლი და დედა აზა პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

თა­ვად სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ჩა­მო­დის. სამი წლის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­ცერტს მხო­ლოდ მა­შინ ჩა­ა­ტა­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო ჩა­წყნარ­დე­ბა, რად­გან არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც მას "კრემ­ლის აგენტს" ეძა­ხის.

სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, მომ­ღე­რა­ლი არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. „მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჭიპ­ლა­რით არის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ხოლო ჩემი გული რუ­სეთ­ში ძგერს“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ორი წლის წინ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­საძ­ლო გა­მარ­ტი­ვე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
28

სოსო პავლიაშვილის ნიჭის რა მოგახსენოთ, მაგრამ გემოვნება... რუსეთის არხზე ვუსმინე და შემრცხვა-ბაზრობის იაფფასიანი სიმღერები შეასრულა. კი, რუსებს შეიძლება მოსწონთ, მაგრამ ეს მის გემოვნებაზე არ მეტყველებს? 

Ariel
27

სოსო თავის შვილის ნათლიის მკვლელია, ვინც დაეხმარა კარიერის აწყობაში ის ადამიანი მოაკვლევინა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის სოსო პავლიაშვილის ვაჟი, რომელიც მოსკოვში ძალიან პოპულარულია და მდიდარი მამის ბიზნესს უძღვება

ვინ არის სოსო პავლიაშვილის ვაჟი, რომელიც მოსკოვში ძალიან პოპულარულია და მდიდარი მამის ბიზნესს უძღვება

ზაფხულში მომღერალ სოსო პავლიაშვილს 55 წელი შეუსრულდა. ამ მოვლენას რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსებისთვის საყვარელი მომღერლის იუბილე რამდენიმე კონცერტით აღინიშნა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი მუსიკალური გზა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული წარმოშობის მომღერლებიდან ბუბა კიკაბიძის შემდეგ პავლიაშვილი ერთ-ერთია, რომელიც რუსებმა განსაკუთრებულად შეიყვარეს.

წლების წინ საქართველოში ძალიან პოპულარულმა მომღერალმა, სხვა ბევრი ქართველის მსგავსად კარიერის გასაკეთებლად რუსეთს მიაშურა. პავლიაშვილს რუსულ ბაზარზე უკვე იცნობდნენ და ამიტომ თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.

მაშინ მომღერალი საქართველოში ნინო უჩანეიშვილზე იყო დაქორწინებული და წყვილს საერთო ვაჟი, ლევანი ჰყავდათ. ცოლი საქართველოში დატოვა და კარიერის პიკზე ყოფნისას, 1997 წელს, პავლიაშვილმა 16 წლით უმცროსი მოცეკვავე - ირინა პატლახი გაიცნო, რომელმაც მოგვიანებით ორი გოგონა გაუჩინა.

ლევან პავლიაშვილი დედინაცვალთან, ირინა პატლახთან ერთად

წყვილის ურთიერთობა უკვე 22 წელს ითვლის, ოფიციალურად კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს.

პავლიაშვილები მოსკოვის გარეუბანში გრანდიოზულ ვილაში ცხოვრობენ. მათთან ერთად ცხოვრობს სოსოს უფროსი შვილი, 32 წლის ლევან პავლიაშვილი.

ლევანი რუსულ ბომონდში კარგად ცნობილი სახეა. ის წლების წინ მამამ საქართველოდან წაიყვანა და ბიჭმა მოსკოვში სამხედრო სასწავლებელში მიიღო განათლება, თუმცა, პროფესიით არასოდეს უმუშავია.

გარდა გარეგნული მსგავსებისა, მამას ის ნიჭითაც დაემსგავსა. ლევან პავლიაშვილი კარგად მღერის. გარდა ამისა, მომღერალმა უფროსი ვაჟი საკუთარ ბიზნესში ჩართო და ის მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კარაოკე-ბარს Небо на ладони-ს ხელმძღვანელობს, რომელიც სოსო პავლიაშვილის საკუთრებაა. უმცროსი პავლიაშვილი დიდ დროს ატარებს ბარში და თავადაც მღერის.

მდიდარი მამის შვილი, როგორც მას რუსულ მედიაში მოიხსენიებენ, შეყვარებულია. მისი რჩეულია რუსი გოგონა ტატიანა, რომელიც "ინსტაგრამზე" ხშირად დებს შეყვარებულთან ერთად გადარებულ სურათებს. როგორც სოციალური ქსელიდან გავარკვიეთ, ტატიანა ლევანმა ზაფხულში საქართველოშიც ჩამოიყვანა.

მოსკოვში ცხოვრობენ სოსო პავლიაშვილის მშობლებიც, არქიტექტორი მამა - რამინ პავლიაშვილი და დედა აზა პავლიაშვილი.

თავად სოსო პავლიაშვილი წლებია საქართველოში აღარ ჩამოდის. სამი წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონცერტს მხოლოდ მაშინ ჩაატარებს საქართველოში, როდესაც პოლიტიკური გარემო ჩაწყნარდება, რადგან არსებობენ ადამიანები ვინც მას "კრემლის აგენტს" ეძახის.

სწორედ პოლიტიკური განცხადებების გამო, მომღერალი არაერთხელ გაეხვა სკანდალში. „მე ვარ ადამიანი, რომელიც ჭიპლარით არის საქართველოსთან დაკავშირებული, ხოლო ჩემი გული რუსეთში ძგერს“ - ასე გამოეხმაურა ორი წლის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებას.