საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა იმნაძე - სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, ისედაც პრობლემები გვაქვს განათლებაში
პაატა იმნაძე - სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, ისედაც პრობლემები გვაქვს განათლებაში

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­წყვე­ტის პრაქ­ტი­კა სა­ერ­თოდ არ არის მი­ღე­ბუ­ლი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ეს არის პოსტ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცია, რომ გრი­პის მა­ტე­ბის დროს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­წყვი­ტონ ხოლ­მე, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­მართ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

იმ­ნა­ძის თქმით, ბოლო დღე­ებ­ში ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ "ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა ეს სა­გან­გა­შო არაა".

"დღე­ი­სათ­ვის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა წინა კვი­რას­თან შე­და­რე­ბით, რაც გა­სა­გე­ბია იმი­ტომ, რომ პირ­ველ და ორ იან­ვარს ძა­ლი­ან მძი­მედ თუ არ არის ადა­მი­ა­ნი, არ მი­მარ­თავს კლი­ნი­კას და ამი­ტო­მაც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ახლა არის 220-მდე 100 000 მო­სახ­ლე­ზე. ასე­ვე, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ში მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წილი 3%-ით არის გაზ­რდი­ლი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარ­შან ამ დროს კი, და­ახ­ლო­ე­ბით 40 იყო.

ჩვენ­თან ზუს­ტად ისე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­წყვე­ტის პრაქ­ტი­კა სა­ერ­თოდ არ არის მი­ღე­ბუ­ლი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ეს არის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცია, რომ გრი­პის მა­ტე­ბის დროს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­წყვი­ტონ ხოლ­მე. გრი­პი იწყე­ბა დე­კემ­ბერ­ში და გრძელ­დე­ბა აპ­რი­ლამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში თუ სწავ­ლას შევ­წყვეტთ, ისე­დაც პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში და დაგ­ვრჩე­ბი­ან გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვთვლი, რომ რე­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ სწავ­ლა შე­წყდეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ორი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი იყო გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ორი­ვე დე­კემ­ბრის თვე­ში. მთა­ვარ რე­კო­მენ­და­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ორ­სუ­ლებს ვთხოვთ, მათ­თვის ვაქ­ცი­ნე­ბის მა­რა­გი არის და მათ შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ და აიც­რან. და­ნარ­ჩე­ნებ­მა კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უნდა და­ვიც­ვათ ის რჩე­ვე­ბი, რა­საც სულ ვიძ­ლე­ვით. ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა ძა­ლი­ან კარ­გი მე­თო­დია გრი­პის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ერთ-ერთი მე­თო­დი, რო­მე­ლიც ჩვენ წელს პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ეს იყო სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბის უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით ჩას­მა იმი­ტომ, რომ მოზ­რდი­ლებს არ მი­ე­ტა­ნათ გრი­პი", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
saba
1

პატიკო, ბიძიკო, იმ ევროპის ქვეყნებში საერთოდ რომ არ არის გრიპი და იმიტომაც არ წყდება სასწავლო პროცესი, დაგავიწყდა?

მარიამი
2

როცა სკოლების უფასო ვაქცინაციას ვერ ახერხებთ, მაშინ რომელ განათლებას ებღაუჭებით, ან განათლება სადაა, დღევანდელ სკოლებში განათლების გარდა ყველაფერი ხდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პაატა იმნაძე - სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, ისედაც პრობლემები გვაქვს განათლებაში

პაატა იმნაძე - სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, ისედაც პრობლემები გვაქვს განათლებაში

სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ "ოდნავ მოიმატა, თუმცა ეს საგანგაშო არაა".

"დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით, რაც გასაგებია იმიტომ, რომ პირველ და ორ იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი, დაახლოებით 40 იყო.

ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს.

სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბრის თვეში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, მათთვის ვაქცინების მარაგი არის და მათ შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. დანარჩენებმა კი ჩვეულებრივად უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა - უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი

"თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს" - იაშვილის კლინიკის დირექტორის რჩევები მშობლებს

დიდი დიღმისა და გლდანი-სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება