მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე
"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე

კლუბ "ბა­სი­ან­თან" სამი პი­რის დაჭ­რის შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კლუ­ბის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნაჯა ორაშ­ვი­ლი, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს და მომ­ხდარს იხ­სე­ნებს. რო­გორც ორაშ­ვი­ლი წერს, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე კლუ­ბი­დან გა­ძე­ვე­ბულ­მა პირ­მა, 12 კა­ლიბ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ნა­დი­რო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მი­ი­ტა­ნა და კლუ­ბის გარე პე­რი­მეტრზე 15-ჯერ გა­ის­რო­ლა.

"კლუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ტის­ტის მო­საწ­ვე­ვით შე­მო­სულ­მა და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კლუ­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ყო­ველ­გვა­რი კონ­ფლიქ­ტის, სი­ტყვი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე გა­ძე­ვე­ბულ­მა პირ­მა, მთე­ლი ქა­ლა­ქის გავ­ლით სახ­ლი­დან მო­ი­ტა­ნა 12 კა­ლიბ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ნა­დი­რო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და კლუ­ბის გარე პე­რი­მეტრზე 15-ჯერ გა­ის­რო­ლა.

დაც­ვის წევ­რე­ბის სწრაფ­მა რე­ა­გი­რე­ბამ, რომ­ლებ­მაც დრო­უ­ლად ჩა­კე­ტეს კლუ­ბის შე­მო­სას­ვლე­ლი რკი­ნის კარი, თავ­დამ­სხმე­ლის­გან იხ­სნა სტუმ­რე­ბი. მაგ­რამ ჩვე­ნი ოჯა­ხის სამი წევ­რი მა­ინც და­შავ­და. ორი მათ­გა­ნი ფე­ხის, ერთი კი ზურ­გის არე­ში და­იჭ­რა, რომ­ლებ­საც დღეს დი­ლით გა­უ­კეთ­დათ ოპე­რა­ცია. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა ისევ რჩე­ბი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ვე­რა­ფერს დავ­წერ იმ სტრე­სულ და ტრავ­მა­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რო­მელ­შიც კლუ­ბის კარ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და სტუმ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც სიკ­ვდილს ჩა­ხე­დეს თვა­ლებ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 39 წლის მო­ძა­ლა­დე წარ­სულ­შიც ნა­სა­მარ­თლე­ვია. მან 2010 წელს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არა­ერ­თი გას­რო­ლის შე­დე­გად და­ა­ზი­ა­ნა აფ­თი­ა­ქი, რო­მელ­შიც ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ყიდ­ვა­ზე უთხრეს უარი. 9 წლის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნის სა­მიზ­ნე ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით.

სი­ტყვე­ბი არ მე­ყო­ფა იმის აღ­სა­წე­რად, რო­გო­რი მა­მა­ცი და უში­შა­რი გუნ­დი იცავს ბა­სი­ანს, რომ­ლე­ბიც წარ­მო­უდ­გე­ნელ სიყ­ვა­რულ­სა და ერ­თგუ­ლე­ბას ამ­ტკი­ცე­ბენ უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია და რამ­ხე­ლა რის­კის ფა­სად უჯ­დე­ბა კლუ­ბის ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა. ეს არის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ზღა­უ­რი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ძა­ლას, რომ ერ­თად ვიდ­გეთ, ვი­ყოთ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი და ვიბ­რძო­ლოთ ჩაგ­ვრი­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - თა­ნას­წო­რო­ბისვთის.

ჩვე­ნი კარი მუ­დამ ღია იყო სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის­თვის, რად­გან გვჯე­რა ცვლი­ლე­ბე­ბის. არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს ერთ ღა­მე­ში შეც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი - ეს იყო და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გი, გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა ის ხედ­ვე­ბი, ცოდ­ნა და ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რის­თვი­საც ვიბ­რძვით და რის გა­მოც შე­იქ­მნა ეს სივ­რცე. სწო­რედ ეს არის ბა­სი­ა­ნი, ეს სივ­რცე ყვე­ლა­სია და ვე­რა­ნა­ი­რი მსგავ­სი შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვა ვერ შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნებს იმ აზრს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი არ გავ­რი­ყოთ. ჩვენ მუ­დამ ვი­ყა­ვით, ვართ და დავ­რჩე­ბით ღია და მიმ­ღებ­ლურ სივ­რცედ.

და ბო­ლოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს ის­ტო­რია არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა ში­შის­მომ­გვრე­ლი, არა­მედ გახ­დე­ბა კი­დევ ერთი დას­ტუ­რი, რომ მსგავ­სი სივ­რცე­ე­ბი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბია მთელს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც დაც­ვა და გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა", - წერს ნაჯა ორაშ­ვი­ლი.

კლუბ „ბა­სი­ან­თან“ 3 პი­რის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს 20 წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვარს, კლუბ "ბა­სი­ა­ნის" შე­სას­ვლელ­თან ცე­ცხლას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 3 პირს - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ა.-ს, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ც.-ს. და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.ჩ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე, მი­სი­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტი­თა და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
0

"ადიდას"-ის აქციები გაასმაგდა ერთ ღამეში))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ვასილი
1

დახურეთ ეგ ცოდვის ბუდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე

"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე

კლუბ "ბასიანთან" სამი პირის დაჭრის შემთხვევასთან დაკავშირებით კლუბის თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და მომხდარს იხსენებს. როგორც ორაშვილი წერს, ფიზიკური დაპირისპირების გარეშე კლუბიდან გაძევებულმა პირმა, 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.

"კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.

დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში.

ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით.

სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს, რომლებიც წარმოუდგენელ სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია და რამხელა რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის დიდი სიყვარულის საზღაური, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ ერთად ვიდგეთ, ვიყოთ სოლიდარულები და ვიბრძოლოთ ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ - თანასწორობისვთის.

ჩვენი კარი მუდამ ღია იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რადგან გვჯერა ცვლილებების. არაერთხელ გვინახავს ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანები - ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი, გაგვეზიარებინა ის ხედვები, ცოდნა და ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და რის გამოც შეიქმნა ეს სივრცე. სწორედ ეს არის ბასიანი, ეს სივრცე ყველასია და ვერანაირი მსგავსი შემზარავი შემთხვევა ვერ შეგვაცვლევინებს იმ აზრს, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები არ გავრიყოთ. ჩვენ მუდამ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ღია და მიმღებლურ სივრცედ.

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ისტორია არავისთვის იქნება შიშისმომგვრელი, არამედ გახდება კიდევ ერთი დასტური, რომ მსგავსი სივრცეები ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია მთელს ქვეყანაში, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება", - წერს ნაჯა ორაშვილი.

კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

მათივე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "რემდესივირის" 4000 ფლაკონი აქვთ შეძენილი - ვის დაენიშნება პრეპარატი და რამდენი პაციენტისთვისაა ის საკმარისი