კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ წელს რუსი მილიარდერის სასახლეში შეხვდნენ - როგორია 14 მილიონიანი ვილა? (+ფოტოები)
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ წელს რუსი მილიარდერის სასახლეში შეხვდნენ - როგორია 14 მილიონიანი ვილა? (+ფოტოები)

პრინცმა ჰა­რიმ და მე­გან მარ­კლმა შობა და ახა­ლი წელი კა­ნა­და­ში გა­ა­ტა­რეს, ხოლო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ უარს ამ­ბო­ბენ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­ზე და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე, სურთ მუ­შა­ო­ბა და „ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის“ მო­პო­ვე­ბა. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მე­დია და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა თან­ხა და­ხარ­ჯეს პრინცმა და მის­მა ცოლ­მა კა­ნა­და­ში და რო­გორ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ ისი­ნი.

გა­მო­ცე­მა DailyMail.com წერს, რომ წყვი­ლი თა­ვი­ანთ შვილ­თან, არ­ჩის­თან ერ­თად 14 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც რუს ბიზ­ნეს­მენს ეკუთ­ვნის. ერთი კვი­რით მისი და­ქი­რა­ვე­ბა 100 ათა­სი დო­ლა­რი ღირს, პრინ­ცი და მისი ოჯა­ხი კი იქ რვა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

სა­სახ­ლის მახ­ლობ­ლად მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბი, ასე­ვე მისი ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნის მე­გო­ბა­რი ამ­ბო­ბენ, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა რუსი მი­ლი­არ­დე­რის სა­კუთ­რე­ბა­შია. მე­გა­ნი და ჰარი სახ­ლის მფლო­ბელს კა­ნა­დელ­მა მუ­სი­კოს­მა, დე­ვიდ ფოს­ტერ­მა გა­აც­ნო, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნის მე­გო­ბა­რია, ხოლო ფოს­ტე­რის ცოლი კეტ­რინ მა­კ­ფი მე­გან მარ­კლის სკო­ლის მე­გო­ბა­რი გახ­ლავთ.

სახ­ლის მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში არ ფი­გუ­რი­რებს, რად­გა­ნაც რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ის გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დას არი­დებს თავს.

მე­გა­ნი­სა და ჰა­რის პრეს-სპი­კე­რი უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ წყვილ­მა დიდი თან­ხა გა­და­ი­ხა­და სა­ცხოვ­რე­ბელ ხარ­ჯებ­ში. სპი­კე­რის თქმით, სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი თან­ხა არ გა­და­უხ­დი­ათ და რომ სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ წყვილს ის ათხო­ვა. გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას არც ის არ ამ­ხელს მე­პატ­რო­ნის ვი­ნა­ო­ბას.

DailyMail-მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნი­ი­დან სახ­ლის ფო­ტო­ე­ბიც მო­ი­პო­ვა. კომ­პა­ნი­ა­ში მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლის მე­პატ­რო­ნე არც კა­ნა­დე­ლია და არც ამე­რი­კე­ლი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­საძ­ლოა, ეს სახ­ლი უბ­რა­უ­ლი და რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მენს იური მილ­ნერს ეკუთ­ვნო­დეს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ წელს რუსი მილიარდერის სასახლეში შეხვდნენ - როგორია 14 მილიონიანი ვილა? (+ფოტოები)

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ წელს რუსი მილიარდერის სასახლეში შეხვდნენ - როგორია 14 მილიონიანი ვილა? (+ფოტოები)

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შობა და ახალი წელი კანადაში გაატარეს, ხოლო დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და პრივილეგიებზე, სურთ მუშაობა და „ფინანსური დამოუკიდებლობის“ მოპოვება. ამ განცხადების შემდეგ, მედია დაინტერესდა, თუ რა თანხა დახარჯეს პრინცმა და მისმა ცოლმა კანადაში და როგორ სახლში ცხოვრობდნენ ისინი.

გამოცემა DailyMail.com წერს, რომ წყვილი თავიანთ შვილთან, არჩისთან ერთად 14 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც რუს ბიზნესმენს ეკუთვნის. ერთი კვირით მისი დაქირავება 100 ათასი დოლარი ღირს, პრინცი და მისი ოჯახი კი იქ რვა კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

სასახლის მახლობლად მცხოვრები ოჯახები, ასევე მისი ყოფილი მეპატრონის მეგობარი ამბობენ, რომ უძრავი ქონება რუსი მილიარდერის საკუთრებაშია. მეგანი და ჰარი სახლის მფლობელს კანადელმა მუსიკოსმა, დევიდ ფოსტერმა გააცნო, რომელიც ბიზნესმენის მეგობარია, ხოლო ფოსტერის ცოლი კეტრინ მაკფი მეგან მარკლის სკოლის მეგობარი გახლავთ.

სახლის მფლობელის სახელი ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს, რადგანაც როგორც გამოცემა წერს, ის გადასახადების გადახდას არიდებს თავს.

მეგანისა და ჰარის პრეს-სპიკერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წყვილმა დიდი თანხა გადაიხადა საცხოვრებელ ხარჯებში. სპიკერის თქმით, საერთოდ არანაირი თანხა არ გადაუხდიათ და რომ სახლის მეპატრონემ წყვილს ის ათხოვა. გამოცემასთან საუბრისას არც ის არ ამხელს მეპატრონის ვინაობას.

DailyMail-მა უძრავი ქონების კომპანიიდან სახლის ფოტოებიც მოიპოვა. კომპანიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სახლის მეპატრონე არც კანადელია და არც ამერიკელი. გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ეს სახლი უბრაული და რუსული წარმოშობის ბიზნესმენს იური მილნერს ეკუთვნოდეს, თუმცა ინფორმაცია დაუდასტურებელია.

"იდუმალი და სევდიანი გამოვიდა..." - ზაზა ურუშაძის ხსოვნას ქართველმა ფლორისტმა უძველესი კინოფირით შექმნილი ნაძვის ხე მიუძღვნა

ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს