თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სანადირო თოფი 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ნათელში იყოს მისი სული,კი მაგრამ სხვა სათამაშო არ ქონდათ ოჯახში სანადირო თოფით რო არ ითამაშოოო?
დატენილი სანადირო თოფი 3 წლის ბავშვმა ჯერ როგორ ასწია და მერე დაუვარდა და რაც მთავარია ეს თოფი რატომ იყო ბავშვისთვის ხელმისაწვდომი? იქნება დიდ ცოდვას ვეჭვობ "სხვას გაუვარდა" და პასუხისმგებლობას იცილებს? უფალო შემინდე და მაპატიე.