საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე
"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე

ვიცე-პრე­მი­ე­რი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი გუ­და­ურ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ახალ ხელ­მძღვა­ნელ­თან ერ­თად ჩა­ვი­და. მისი თქმით, კომ­პა­ნი­ის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გიგა მან­და­რია, ფლობს რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სფე­რო­ში და კარ­გად იც­ნობს ამ სექ­ტორს.

ცქი­ტიშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ დი­რექ­ტორს და აღ­ნიშ­ნა, რომ ეკა გალ­და­ვამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო გას­წია კომ­პა­ნი­ის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, უწყლო­ბის პრობ­ლე­მის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი უნა­ლე­ქო შე­მოდ­გო­მაა, რაც წყლის მა­რაგ­ზე აი­სა­ხა.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა დამ­სვე­ნე­ბელ­სა და ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებს, ვი­საც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა წყალ­მო­მა­რა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გვქონ­და ორი ავა­რია, თუმ­ცა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად აღ­ვად­გი­ნეთ მი­წო­დე­ბა და „რედ­კო­ში“ დი­ლი­დან ყვე­ლა კორ­პუსს მა­რაგ­დე­ბა წყლით.

გუ­და­ურ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და მხო­ლოდ „რედ­კოს“ და­სახ­ლე­ბას, და­ნარ­ჩე­ნი გუ­და­უ­რი კი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მა­რაგ­დე­ბო­და. პრობ­ლე­მის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არის უნა­ლე­ქო შე­მოდ­გო­მა, რაც აი­სა­ხა წყლის მა­რა­გებ­ზე. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, როცა დამ­სვე­ნე­ბელ­თა პი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, მოხ­მა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­და­ურ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა იმ და­სახ­ლე­ბებ­ში, რო­მე­ლიც სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბებ­ზე მაღ­ლაა.

ბა­კუ­რი­ან­ში რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ორ ქუ­ჩა­ზე გვაქვს პრობ­ლე­მა და იქაც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, მოხ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბის მო­წყო­ბა და იქე­დან წყლის მი­ღე­ბა, ამ ეტაპ­ზე ტუმ­ბო­ებს აყე­ნე­ბენ, რათა წყლის სის­ტე­მა­ში გაშ­ვე­ბა მო­ხერ­ხდეს.

ვე­ლო­დე­ბით, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­კუ­რი­ან­შიც სრუ­ლად აღ­დგე­ბა წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, თუმ­ცა რო­გორც გუ­და­ურ­ში, ისე ბა­კუ­რი­ან­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ რე­ჟიმ­ში ვაწ­ვდით წყალმზი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით წყალს, ყვე­ლა იმ სას­ტუმ­როს, რო­მელ­საც რე­ზერ­ვუ­ა­რი გა­აჩ­ნია,“ - აღ­ნიშ­ნა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, გუ­და­ურ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ახალ ხელ­მძღვა­ნელ­თან ერ­თად ჩას­ვლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია და­ი­გეგ­მოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი და 2020 წლის სე­ზონს გა­მარ­თუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მით შეხ­ვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
5

ბოდიში,რომ ,,ოქროს სარაებს,, ვიშენებთ და სახელმწიფო არაა...არაა?!სანამ თითოეული ქართველი ა რ გაითავისებს და ცხოვრების წესად ა რ განიმტკიცებს -საკუთარი შვილების ღირსეული მომავალისათვის- ,,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უპირველეს ყოვლისა,, ანუ ჯერ სახელმწიფო ინტერესებების- ღირსების დაცვა და მერე იქედან ის, რასაც ღმერთი მარგუნებს...მანამ ასე უღირსნი, უსუსურნი, ღატაკნი და უპერსპექტივო დავრჩებით, ანუ საშოვარზე გადადებული, გათითოკაცებული ნახირი- უწიგნური ბრბო!

მანანა
1

თუ ახალი, ,,სიბინძურეებისთვის,, ემზადებიან?! 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე

"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა. მისი თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, ფლობს რამდენიმეწლიან გამოცდილებას წყალმომარაგების სფეროში და კარგად იცნობს ამ სექტორს.

ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და აღნიშნა, რომ ეკა გალდავამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კომპანიის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის.

მინისტრის განმარტებით, უწყლობის პრობლემის მთავარი მიზეზი უნალექო შემოდგომაა, რაც წყლის მარაგზე აისახა.

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა დამსვენებელსა და ადგილობრივ მცხოვრებს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. გვქონდა ორი ავარია, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის და ყველა შესაბამისი სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად აღვადგინეთ მიწოდება და „რედკოში“ დილიდან ყველა კორპუსს მარაგდება წყლით.

გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებას, დანარჩენი გუდაური კი უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა. პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომელიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა.

ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს.

ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი გააჩნია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ჩასვლის მთავარი მიზეზია დაიგეგმოს სამუშაოები და 2020 წლის სეზონს გამართული წყალმომარაგების სისტემით შეხვდნენ.

"გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის - ეს საქართველოა" - რას წერს Fox News საქართველოზე

LIVE: "360 გრადუსი" - თაკო ჩარკვიანი; ლადო კახაძე

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს