საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო
"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტი ნიკა გვა­რა­მია ავ­რცე­ლებს.

“ახლა გა­მო­ვე­დი დე­კა­ნო­ზი მა­მა­ლა­ძის­გან. ეს კაცი უბ­რა­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის და სა­პატ­რი­არ­ქოს ტყვე კი არაა, სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლია. შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ძლივს სა­უბ­რობს, წარ­თმე­ულ მხა­რეს კი­დუ­რე­ბი და­უწ­ვრილ­და. მოკ­ლედ, ჩუ­მად კვდე­ბა ადა­მი­ა­ნი და ჩვენ, უთავ­მოყ­ვა­რო­ებს, პრე­ზი­დენ­ტის მო­ლო­დი­ნი გვაქვს“, - წერს გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას მისი ძმა, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ის აცხა­დებს, დე­კა­ნო­ზის­თვის ახლა შიმ­ში­ლო­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და შე­ეც­დე­ბა, ის გა­და­არ­წმუ­ნოს და შიმ­ში­ლო­ბა შე­ა­წყვე­ტი­ნოს.

"ჩემი ძმის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, კი­დუ­რე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი აქვს და ძა­ლი­ან სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მისი შიმ­ში­ლო­ბა კი არაა მხო­ლოდ საფრ­თხის შემ­ცვე­ლი, არა­მედ მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი.

შე­საძ­ლოა, ამას ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აფა­სებ­დნენ, რად­გან რე­ა­ლუ­რად არ იცი­ან და ვერ ხე­და­ვენ, თუ რა სჭირს ჩემ ძმას, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მთავ­რო­ბამ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იცის, რად­გან მათ ხელ­შია და იცი­ან თუ რა სჭირს მას.

პატ­რი­არ­ქს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, ჩემი ძმა სა­პყრო­ბი­ლი­დან ცო­ცხა­ლი არ გა­მო­ვი­დეს, ამი­ტო­მაც მთავ­რო­ბა პატ­რი­არ­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემს და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით ხდე­ბა ჩემი ძმის სა­პყრო­ბი­ლე­ში დარ­ჩე­ნა.

შე­ვეც­დე­ბი, და­ვარ­წმუ­ნო, რომ შიმ­ში­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­ი­ფიქ­როს, რად­გან ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა, ის მე ჯან­მრთე­ლი მჭირ­დე­ბა, რად­გან იმ სი­ბო­რო­ტეს, რაც დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბობს, ვებ­რძო­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
43

ეს ცხოვრება აღმა-დაღმა კიბეა!

თუ რამე იცი თქვი და გააბაზრე, სანამ ჩუმად ხარ, დიდი შანსია გაგაგორონ ელი... გაგაგორებენ, როგორც დუ-იაქეს სიმონ!

ჰმ
32

ესენი ისეთი უთავმოყვარეები ყოფილან არ გამიკვირდება პატრიარქს ციხის მაყურებლობა რომ დააბრალონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ავრცელებს.

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიერ შიმშილობის დაწყებას მისი ძმა, თორნიკე მამალაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გამოეხმაურა.

როგორც ის აცხადებს, დეკანოზისთვის ახლა შიმშილობა საფრთხის შემცველია და შეეცდება, ის გადაარწმუნოს და შიმშილობა შეაწყვეტინოს.

"ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, ძალიან დასუსტებულია, პარალიზებული, კიდურები დაწვრილებული აქვს და ძალიან სუსტად გამოიყურება.

მისი შიმშილობა კი არაა მხოლოდ საფრთხის შემცველი, არამედ მისი ციხეში ყოფნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა საფრთხის შემცველი.

შესაძლოა, ამას ადამიანები ვერ აფასებდნენ, რადგან რეალურად არ იციან და ვერ ხედავენ, თუ რა სჭირს ჩემ ძმას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაჯაროებული არ არის. დარწმუნებული ვარ, მთავრობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცის, რადგან მათ ხელშია და იციან თუ რა სჭირს მას.

პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს, ამიტომაც მთავრობა პატრიარქის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ურთიერთშეთანხმებით ხდება ჩემი ძმის საპყრობილეში დარჩენა.

შევეცდები, დავარწმუნო, რომ შიმშილობის გაგრძელება გადაიფიქროს, რადგან ჩემთვის უპირველესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ის მე ჯანმრთელი მჭირდება, რადგან იმ სიბოროტეს, რაც დღეს ეკლესიაში არსებობს, ვებრძოლოთ“, - განაცხადა მამალაძემ.

დაპირისპირება ცესკო-სთან - პოლიციამ 3 პირი დააკავა

ბაღდათში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა"

კანადის მთავრობამ კომპანია Medicago-სგან კორონავირუსის ვაქცინის 76 მილიონი დოზა შეიძინა