საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ
"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში წა­სუ­ლი და არ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ასო­ბით ათა­სი ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ, ოჯა­ხებს ერ­თა­დერ­თი წი­ნა­და­დე­ბის­გან შემ­დგა­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა: "და­ი­კარ­გა უზგო-უკვლოდ"... არა­და, ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი სამ­შობ­ლოს­თან ახ­ლოს, სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნებ­და და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, მათი ნეშ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.

ყი­რი­მის სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ან­მა, თით­ქმის ორ­თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, იმ ქარ­თვე­ლე­ბის სი­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბი­ან, რე­ა­ლუ­რად კი, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში, დაბა ელ­ხო­ტო­ვოს სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი.

1942-43 წლებ­ში, ელ­ხო­ტო­ვო­ში ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც "კავ­კა­სი­ის ბრძო­ლე­ბის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო.

ელ­ხო­ტო­ვოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლულ ქარ­თველ­თა სია ყი­რი­მის სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ამ AMBEBI.GE-ს მი­ა­წო­და.

"რო­გორც ჩვე­ნი კო­მი­სი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყვე­ბა, ქარ­თვე­ლებს სა­ერ­თო საფ­ლა­ვი ჰქონ­დათ.

მან­ვე მი­ამ­ბო, რომ ერთ-ერთ ქარ­თველს ლი­თო­ნის ყუთ­ში (რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, თუ­თუ­ნის­თვის იყე­ნებ­და), სას­წა­უ­ლებ­რი­ვად შე­მო­ნა­ხუ­ლი წე­რი­ლი და გაც­რე­ცი­ლი ფოტო უპო­ვეს. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა თით­ქმის არ აღიქ­მე­ბა, მაგ­რამ ზედ გო­გო­ნაა აღ­ბეჭ­დი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ცოლი ან და...”- ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი.

აღ­ნიშ­ნულ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლულ­თა სია ყი­რი­მის სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ამ AMBEBI.GE-ს მი­ა­წო­და. გთა­ვა­ზობთ, ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ:

რაჟ­დენ ან­ტო­ნის ძე დონ­გა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს, ჭი­ა­თუ­რა­ში, მა­შინ­დელ ლე­ნი­ნის ქუ­ჩის #58-ში. და­ი­ღუ­პა 1942 წლის დე­კემ­ბერ­ში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში, ალა­ნი­ა­ში, ელ­ხო­ტო­ვო­ში. წო­დე­ბა - მა­ი­ო­რი.

გი­ორ­გი პავ­ლეს ძე ნო­ზა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1901 წელს ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალი­ში. მე­უღ­ლე - ნინა გრი­გო­რის ასუ­ლი ნო­ზა­ძე. წო­დე­ბა - ლე­ი­ტე­ნან­ტი.

მი­ხე­ილ ივა­ნეს ძე ბი­აშ­ვი­ლი (ან იაშ­ვი­ლი) - გურ­ჯა­ა­ნი რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­დე­ნა­ხი­დან.

გრი­გო­რი იო­სე­ბის ძე ოჩხი­ტა­ძე (?!) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1908 წელს, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ონ­ში, წე­რეთ­ლის # 19-ში. მე­უღ­ლე - ელე­ნა თე­ო­დო­რეს ასუ­ლი.

ნექ­ტორ დო­მენ­ტის ძე თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­და ვან­ში. და - თა­მა­რი.

შალ­ვა ალექ­სან­დრეს ძე ზინ­დრი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს მარ­ტყოფ­ში.

ამი­რან ვლა­დი­მი­რის ძე ქა­ბუ­ლა­ძე (ან ქე­ბუ­ლა­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ოზურ­გე­თის (მა­შინ­დე­ლი მა­ხა­რა­ძე) სო­ფელ კვი­რი­კეთ­ში.

პეტ­რე ისა­ა­კის ძე ნა­დი­ბა­ი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­დი­ბან­ში.

გრი­გო­რი გე­დე­ვა­ნის ძე ბი­წა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტყემ­ლო­ვან­ში. მე­ტყვი­ამფრქვე­ვე.

გე­რა­სი­მე პეტ­რეს ძე ჯა­ნა­შია - და­ბა­დე­ბუ­ლი ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში. ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია სო­ფე­ლი ჭყო­ნი

ბი­კენ­ტი ია­კინ­თეს ძე ცუც­ქი­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, სო­ფელ სვირ­ში.

გრი­გო­რი ნი­კო­ლო­ზის ძე მა­ხა­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1899 წელს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში, შა­უ­მი­ა­ნის ქუ­ჩის #90-ში.

იპო­ლი­ტე იო­სე­ბის ძე გრი­გო­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს ქუ­თა­ის­ში.

პავ­ლე ლუ­კას ძე ხო­მა­სუ­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს სა­ჩხე­რე­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეჰ...
11

საწყალი ჩვენი ხალხი, ომის პირველივე დღეებშივე მიუყარეს გერმანელებს დასცხრილად ქერჩში და ყირიმში, სადაც მოწინააღმდეგეს ყველა პოზიცია გამაგრებული ჰქონდა. 

ტოტო
1

ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

საბჭოთა ხელისუფლებამ, მეორე მსოფლიო ომში წასული და არდაბრუნებული ასობით ათასი ქართველის შესახებ, ოჯახებს ერთადერთი წინადადებისგან შემდგარი წერილით მიმართა: "დაიკარგა უზგო-უკვლოდ"... არადა, ათასობით ჯარისკაცი სამშობლოსთან ახლოს, საერთო სასაფლაოზე განისვენებდა და გაურკვეველი მიზეზების გამო, მათი ნეშტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

ყირიმის სამძებრო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სუსანა კირაკოზიანმა, თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ, იმ ქართველების სიები აღმოაჩინა, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან, რეალურად კი, ჩრდილოეთ ოსეთში, დაბა ელხოტოვოს საერთო სასაფლაოზე არიან დასაფლავებულნი.

1942-43 წლებში, ელხოტოვოში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რომელიც "კავკასიის ბრძოლების" შემადგენელი ნაწილი იყო.

ელხოტოვოს სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა სია ყირიმის სამძებრო კომისიამ AMBEBI.GE-ს მიაწოდა.

"როგორც ჩვენი კომისიის ადგილობრივი წარმომადგენელი ჰყვება, ქართველებს საერთო საფლავი ჰქონდათ.

მანვე მიამბო, რომ ერთ-ერთ ქართველს ლითონის ყუთში (რომელსაც სავარაუდოდ, თუთუნისთვის იყენებდა), სასწაულებრივად შემონახული წერილი და გაცრეცილი ფოტო უპოვეს. გამოსახულება თითქმის არ აღიქმება, მაგრამ ზედ გოგონაა აღბეჭდილი. სავარაუდოდ, შეყვარებული, ცოლი ან და...”- ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას სუსანა კირაკოზიანი.

აღნიშნულ სასაფლაოზე დაკრძალულთა სია ყირიმის სამძებრო კომისიამ AMBEBI.GE-ს მიაწოდა. გთავაზობთ, ქართველების გვარ-სახელებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ:

რაჟდენ ანტონის ძე დონგაძე - დაბადებული 1903 წელს, ჭიათურაში, მაშინდელ ლენინის ქუჩის #58-ში. დაიღუპა 1942 წლის დეკემბერში. დასაფლავებულია ჩრდილოეთ ოსეთში, ალანიაში, ელხოტოვოში. წოდება - მაიორი.

გიორგი პავლეს ძე ნოზაძე - დაბადებული 1901 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ალიში. მეუღლე - ნინა გრიგორის ასული ნოზაძე. წოდება - ლეიტენანტი.

მიხეილ ივანეს ძე ბიაშვილი (ან იაშვილი) - გურჯაანი რაიონის სოფელ კარდენახიდან.

გრიგორი იოსების ძე ოჩხიტაძე (?!) - დაბადებული 1908 წელს, ჭიათურის რაიონში, წერეთლის # 19-ში. მეუღლე - ელენა თეოდორეს ასული.

ნექტორ დომენტის ძე თვალაბეიშვილი - დაბადებული 1914 წელს, ვანის რაიონის სოფელ ქვედა ვანში. და - თამარი.

შალვა ალექსანდრეს ძე ზინდრიაშვილი - დაბადებული 1912 წელს მარტყოფში.

ამირან ვლადიმირის ძე ქაბულაძე (ან ქებულაძე) - დაბადებული 1920 წელს ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძე) სოფელ კვირიკეთში.

პეტრე ისააკის ძე ნადიბაიძე - დაბადებული 1909 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ნადიბანში.

გრიგორი გედევანის ძე ბიწაძე - დაბადებული 1905 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ ტყემლოვანში. მეტყვიამფრქვევე.

გერასიმე პეტრეს ძე ჯანაშია - დაბადებული ლაგოდეხის რაიონში. ასევე მითითებულია სოფელი ჭყონი

ბიკენტი იაკინთეს ძე ცუცქირიძე - დაბადებული 1905 წელს, სოფელ სვირში.

გრიგორი ნიკოლოზის ძე მახარაშვილი - დაბადებული 1899 წელს ლაგოდეხის რაიონში, შაუმიანის ქუჩის #90-ში.

იპოლიტე იოსების ძე გრიგორაშვილი - დაბადებული 1918 წელს ქუთაისში.

პავლე ლუკას ძე ხომასურიძე - დაბადებული 1903 წელს საჩხერეში.