მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ივანიშვილს და გახარიას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე
"ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ივანიშვილს და გახარიას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე

პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი, გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია, ძმის ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია წერს, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი და იმე­დის­მომ­ცე­მია.

წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ლა­მი მე­გობ­რე­ბო, მოკ­ლედ, ასე­თი ამ­ბა­ვია, ჩემი ძმა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია, თბი­ლის­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ად­გილ­ზე ამო­წუ­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შემ­დეგ, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპე­ცი­ა­ლუ­რი თვითმფრი­ნა­ვით გა­დაყ­ვა­ნილ იქნა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ერთ-ერთ ცნო­ბილ და ძლი­ერ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა რომ იცოდ­ნენ, ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქნა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. შემ­დეგ­ში, თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა და თურ­ქეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი გა­დაჭ­რილ იქნა ფონ­დი "ქარ­თუს" მიერ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხის სა­ხე­ლით მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პი­რა­დად ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. (რო­მელ­თა­ნაც ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს). ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­უ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, შსს და სუს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ყვე­ლა ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თულ პირს.(ვა­მა­ყობ, რომ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან).რაც შე­ე­ხე­ბა იმ რა­მო­დე­ნი­მე კრი­მი­ნალ­სა და გა­რე­წარს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა გას­ცემს სა­თა­ნა­დო პა­სუხს",-წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.

გიოგიო
3

უცნაურია,გამსახურდიები ,არ არიან რიგითი ქართველები,მათი ცხოვრება,წესი ამ ცხოვრებისა,საყოველთაო ინტერეს იწვევს.ეს ტრაგედიაც ,რა თქმაუნდა ყურა დღების ცენტრში მოექცა,აქ ერთი რამ არი საჩოთირო-გამსახურდიები ითხოვდნენ-ითხოვენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას,მათ ეს მთავრობა შეპირდა,რომ გამოიძიებდა ამ საქმეს....პ.ს.ეს მადლობა,რომელსაც ოჯახი უხდის რბილად,რომ ვთქვათ მოძალადე-სისხლი ან მთავრობას,ხომ არ შეურაცყოფს ზვიად გამსახურდია მის ხსოვნას?.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ივანიშვილს და გახარიას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე

"ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ივანიშვილს და გახარიას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია, ძმის ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერილს აქვეყნებს.

როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და იმედისმომცემია.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"სალამი მეგობრებო, მოკლედ, ასეთი ამბავია, ჩემი ძმა ცოტნე გამსახურდია, თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი "ქართუს" მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას. (რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს და სუს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ამ პროცესში ჩართულ პირს.(ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან).რაც შეეხება იმ რამოდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს",-წერს გიორგი გამსახურდია.

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში