მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში
რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

2020 წლის ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი, დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე და­ამ­ტკი­ცეს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო ბავ­შვთა სის­ხლში ტყვი­ის ბი­ო­მო­ნი­ტო­რინგს, გა­ფარ­თოვ­და მო­სარ­გებ­ლე­თა არე­ა­ლი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­დევ­ნო წლი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი, სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 7 წლამ­დე ასა­კის ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვის­თვის, პე­დი­ატ­რის ან ოჯა­ხის ექი­მის რე­ფე­რა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე.

2020 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იგეგ­მე­ბა კა­ლენ­და­რუ­ლი აც­რე­ბის 4 კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნით ჩა­ნაც­ვლე­ბა - აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა 18 თვის და 5 წლის ასაკ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბელ გეგ­მურ აც­რებს.

ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის აცრა „ბ“ ჰე­პა­ტი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ უნდა იყ­ვნენ აც­რი­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ.

"უსაფრ­თხო სის­ხლის" სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის - 2020 წლის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, იც­ვლე­ბა პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და სერ­ვი­სის შეს­ყიდ­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ყვე­ლა სის­ხლის ბანკს, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მებს, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა და­რე­გის­ტრირ­დეს პროგ­რა­მის მიმ­წო­დებ­ლად. ამას­თან, იც­ვლე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი და 2020 წლი­დან უან­გა­რო დო­ნა­ცი­ე­ბი და­ფი­ნანსდე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვად, ხოლო ფა­სი­ა­ნი დო­ნა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ლი­მი­ტი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 30%-ის ოდე­ნო­ბით.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ცვლი­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სის­ხლის ბან­კე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, იზ­რუ­ნონ უან­გა­რო დო­ნა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, მომ­დევ­ნო წლი­დან, ყვე­ლა სის­ხლის ბანკს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­ერ­თოს დო­ნა­ცი­ე­ბის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბულ კვლე­ვა­ში, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, წარ­მო­ად­გენს ინ­ფექ­ცი­ებ­ზე კონ­ტრო­ლის უმაღ­ლეს სტან­დარტს.

ცვლი­ლე­ბაა კი­ბოს სკრი­ნინ­გის კომ­პო­ნენ­ტშიც - გა­უმ­ჯო­ბეს­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის გზით, ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­კონ­ტრაქ­ტე­ბის ნაც­ვლად, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყვე­ლა იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან მოხ­დე­ბა, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბით, მო­იხ­სნე­ბა პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბა­რი­ე­რი, რაც გაზ­რდის მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვს და გე­ოგ­რა­ფი­ულ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას.

ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მარ­თვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­საც - სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პო­ნენტს და­ე­მა­ტა სარ­ქვლო­ვა­ნი ბრონ­ქობ­ლო­კა­ცი­ის ოპე­რა­ცია. შე­იც­ვა­ლა, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მიც - ნაც­ვლად სა­წოლ­დღით და­ფი­ნან­სე­ბი­სა, შე­მო­ღე­ბუ­ლი იქნა დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დუ­ლი ტა­რი­ფი, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, უფრო ხარჯთე­ფექ­ტუ­რია.

იც­ვლე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვის პრო­ტო­კო­ლი - ახა­ლი დი­ზა­ი­ნის მი­ხედ­ვით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი პი­რის მო­ძი­ე­ბას, მათ­თან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბას ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­კი­თხებ­ზე და ტუბ ერ­თე­ულ­ში გა­და­მი­სა­მარ­თე­ბას. რის შემ­დგო­მაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნულ ბე­ნე­ფი­ცი­არს შემ­დგომ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თვა.

"აივ-ინ­ფექ­ცია/შიდსის მარ­თვის" სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე: გა­ი­ზარ­და ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მო­სარ­გებ­ლე­თა რი­ცხვი, და­ე­მა­ტა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, არვ თე­რა­პი­ა­ზე მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პრო­ბა­ცი­ო­ნე­რე­ბი. ამ კა­ტე­გო­რი­ის მო­სარ­გებ­ლის­თვის, ცენ­ტრში შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, წე­ლი­წად­ში ერთხელ, გან­მე­ო­რე­ბი­თი სტან­დარ­ტუ­ლი ვი­ზი­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც და­ფი­ნანსდე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის პრო­ექ­ტი­დან 2020 წელს გად­მო­დის სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში. მათ შო­რის, პროგ­რა­მას ემა­ტე­ბა ორი ახა­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა - 1. სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფებ­ში. 2. ინექ­ცი­უ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში აივ-ინ­ფექ­ცია/შიდსზე სკრი­ნინ­გი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფებ­თან მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. უწყების ინფორმაციით, მომდევნო წლიდან აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.

2020 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება კალენდარული აცრების 4 კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება - აღნიშნული ცვლილება ეხება 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმურ აცრებს.

ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.

"უსაფრთხო სისხლის" სახელმწიფო პროგრამის - 2020 წლის პროექტის ფარგლებში, იცვლება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და სერვისის შესყიდვის მექანიზმები. ყველა სისხლის ბანკს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად საჭირო კრიტერიუმებს, საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს პროგრამის მიმწოდებლად. ამასთან, იცვლება დაფინანსების მექანიზმი და 2020 წლიდან უანგარო დონაციები დაფინანსდება შეუზღუდავად, ხოლო ფასიანი დონაციების დაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება 30%-ის ოდენობით.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს ცვლილება ემსახურება სისხლის ბანკების მოტივაციის ამაღლებას, იზრუნონ უანგარო დონაციების რაოდენობის გაზრდაზე. ამასთანავე, მომდევნო წლიდან, ყველა სისხლის ბანკს ეძლევა საშუალება, ჩაერთოს დონაციების ცენტრალიზებულ კვლევაში, რაც აღნიშნული მიმართულებით, წარმოადგენს ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს.

ცვლილებაა კიბოს სკრინინგის კომპონენტშიც - გაუმჯობესდა განხორციელების მექანიზმი. სახელმწიფო შესყიდვის გზით, ერთი გამარჯვებული დაწესებულების დაკონტრაქტების ნაცვლად, თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან მოხდება, რომელიც დააკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილებით, მოიხსნება პროგრამაში მონაწილეობის ბარიერი, რაც გაზრდის მონაწილეთა რიცხვს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

ცვლილება შეეხო ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამასაც - სტაციონარული მომსახურების კომპონენტს დაემატა სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის ოპერაცია. შეიცვალა, სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მექანიზმიც - ნაცვლად საწოლდღით დაფინანსებისა, შემოღებული იქნა დიაგნოზთან შეჭიდული ტარიფი, რომელიც სამინისტროს ცნობით, უფრო ხარჯთეფექტურია.

იცვლება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების კვლევის პროტოკოლი - ახალი დიზაინის მიხედვით, ეპიდემიოლოგი განახორციელებს ყველა კონტაქტირებული პირის მოძიებას, მათთან საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებას ტუბერკულოზის საკითხებზე და ტუბ ერთეულში გადამისამართებას. რის შემდგომაც განისაზღვრება ესაჭიროება თუ არა აღნიშნულ ბენეფიციარს შემდგომ მკურნალობაში ჩართვა.

"აივ-ინფექცია/შიდსის მართვის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია რამდენიმე სიახლე: გაიზარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მოსარგებლეთა რიცხვი, დაემატა პატიმრობიდან გათავისუფლებული, არვ თერაპიაზე მყოფი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები. ამ კატეგორიის მოსარგებლისთვის, ცენტრში შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, განმეორებითი სტანდარტული ვიზიტის ღირებულებაც დაფინანსდება.

ამასთანავე, გათვალისწინებულია იმ ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გლობალური ფონდის პროექტიდან 2020 წელს გადმოდის სახელმწიფოს ვალდებულებებში. მათ შორის, პროგრამას ემატება ორი ახალი პრევენციული ტიპის აქტივობა - 1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში. 2. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგი, რომელიც განხორციელდება მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა

მკვლელობა წნორში - ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა