სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ
2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

2019 წელი ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში და არა მხო­ლოდ შოუ-ბიზ­ნეს­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ამ წელს არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა შექ­მნა ოჯა­ხი, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ადრე და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა ქორ­წი­ლი წელს გა­და­ი­ხა­და.

2019 წელს ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შვი­ლე­ბიც შე­ე­ძი­ნათ. სა­ნამ პა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, მა­ნამ­დე 2019 წლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ.

კახა კა­ლა­ძე და ანუ­კა არე­ში­ძე

ამ წელს ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი კახა კა­ლა­ძეს და ანუ­კა არე­ში­ძეს ჰქონ­დათ. მარ­თა­ლია, მათ ოჯა­ხი 13 წლის წინ შექ­მნეს და უკვე ოთხი ვა­ჟის მშობ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ქორ­წი­ლის გა­დახ­და 2019 წლამ­დე ვერ შეძ­ლეს.

წყვილ­მა 15 ივ­ნისს გრემ­ში ჯვა­რი და­ი­წე­რა, ხოლო შემ­დეგ წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი. ამ დღეს შედ­გა კა­ხას და ანუ­კას შვი­ლე­ბის ნათ­ლო­ბაც.

კა­ლა­ძე-არე­ში­ძის ქორ­წი­ლი ულა­მა­ზე­სად გა­ა­ფორ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ანი პირ­ველ­მა. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში მის მიერ შექ­მნი­ლი კაბა ეცვა. ქა­ლა­ქის მე­რის ქორ­წილს პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის იყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ქორ­წილ­ში იცეკ­ვა კი­დეც. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­თო­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, კა­ლა­ძემ, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და გა­ხა­რი­ამ დი­ჯე­ის ამ­პლუა მო­ირ­გეს და "გა­მიქ­სეს" კი­დეც.

მა­რი­ამ ნა­ფეტ­ვა­რი­ძე და საბა მღვდე­ლა­ძე

მა­რი­ამ ნა­ფეტ­ვა­რი­ძე და საბა მღვდე­ლა­ძე შოუ-ბიზ­ნე­სის წევ­რე­ბი არ არი­ან, თუმ­ცა მათ ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

მათ კახი კა­ლა­ძი­სა და ანუ­კი არე­ში­ძის მსგავ­სად, ქორ­წი­ლი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლის სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დი­ზა­ინ­ზე ანი პირ­ველ­მა და ზურა შე­ვარ­დნა­ძემ იზ­რუ­ნეს. ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში დი­ზა­ი­ნერ ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მიერ შექ­მნი­ლი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც მაკა ასა­თი­ა­ნის რძლის - ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის სა­ქორ­წი­ნო კა­ბას ჰგავ­და.

საბა და მა­რი­ა­მი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე მათ ნიშ­ნო­ბა ჰქონ­დათ.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი და სალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი

ბიზ­ნეს­მე­ნი და მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი 2019 წელს ნარ­კოს­კან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და ახლა 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. მსა­ხი­ო­ბის საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი ჯერ არ დამ­დგა­რა. გა­სუ­ლი წელი მის­თვის ერ­თდრო­უ­ლად იყო რო­გორც გან­საც­დე­ლის, ასე­ვე სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი. ის სალი სულ­ხა­ნიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და, შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს და პა­ტა­რა ვა­ჟის მი­ქა­ე­ლის მამა გახ­და. ჯი­ბღაშ­ვილ­მა და სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში შედ­გა, სა­დაც სუფ­რას არც ყალ­ყზე შემ­დგა­რი ცი­კა­ნი მოკ­ლე­ბია და არც ხი­ზი­ლა­ლა. სალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ჯი­ბღაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­რუდ­გი­ნა.

ბაია კუ­ზა­ნო­ვა და გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლი

წელს და­ქორ­წინ­და ნინო და გუგა კუ­ზა­ნო­ვე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი ბაია კუ­ზა­ნო­ვა. ბა­ი­ას რჩე­უ­ლი გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლია, რო­მელ­თა­ნაც ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და. სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, სა­დაც მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი და ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავ­დათ მოწ­ვე­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ დიდ­ხანს სა­უბ­რობ­დნენ. ბაია და გი­ორ­გი თა­ვი­ანთ ქორ­წილ­ში რეტ­რო შავი „ბე ემ ვე“-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვიდ­ნენ. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში „ლუი ვი­ტო­ნის“ კაბა ეცვა. ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სიძე სა­ცუ­რაო აუზ­ში სი­მამრმა, ცნო­ბილ­მა ექიმ­მა გუგა კუ­ზა­ნოვ­მა ჩა­აგ­დო.

წლის ბავ­შვე­ბი

ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლი

29 ნო­ემ­ბერს პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა გახ­და ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მის ვაჟს, რე­პერ ბერა ივა­ნიშ­ვილს და უმ­შვე­ნი­ე­რეს ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, პა­ტა­რას მშობ­ლებ­მა მათი სა­ხე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი სა­ხე­ლი - ბე­რუ­კა და­არ­ქვეს. ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ ჭორ­ვი­ლა­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა. ის სა­ჩხე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფოს მეან-გი­ნე­კო­ლოგ­მა მი­რან­და ჯან­ხო­თელ­მა ამ­შო­ბი­ა­რა. პა­ტა­რა ბე­რუ­კას ფო­ტო­ებს ბერა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს. 2020 წელს მას მო­ნათ­ლა­ვენ კი­დეც, ნათ­ლო­ბის კვარ­თი ივა­ნიშ­ვი­ლი-გუ­და­ვა­ძის წყვილ­მა უკვე შე­უკ­ვე­თა და ის დი­ზა­ი­ნერ­მა თი­ნა­ნო ბუ­ჩუ­ა­ძემ შექ­მნა.

ანა და გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე­ე­ბი

2019 წლის ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. მისი და მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის იანა კო­კო­უ­ლი­ნას 6 წლი­ა­ნი რო­მა­ნი სა­ბო­ლო­ოდ გამ­ჟღავ­ნდა. მალე კი წყვილს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ტყუ­პე­ბი - ანა და გი­ორ­გი შე­ე­ძი­ნათ.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა არც რჩე­უ­ლი ქა­ლის და არც ტყუ­პე­ბის ფო­ტო­ებს პი­რად გვერ­დზე არ აქ­ვეყ­ნებს.

თი­ნა­ნო და ნა­ტა­ტო მე­ლა­ძე­ე­ბი

2019 წელი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჟურ­ნა­ლისტ ნო­დარ მე­ლა­ძის­თვის. მა­შინ რო­დე­საც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ცხად­და, ნო­დარ მე­ლა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად ამ­ცნო მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი მთა­ვა­რი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ - ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ის ტყუ­პებს ელო­დე­ბო­და. ნო­დარ მე­ლა­ძეს და ჟურ­ნა­ლისტ თეა ცე­ცხლა­ძეს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი თი­ნა­ნო და ნა­ტა­ტო მე­ლა­ძე­ე­ბი შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რე­ბი ერთი კვი­რის წინ მშობ­ლებ­მა მო­ნათ­ლეს კი­დეც. ნო­დარ მე­ლა­ძის ტყუ­პე­ბის ნათ­ლი­ე­ბი არი­ან სო­ფია ნი­ჟა­რა­ძე, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, ნიკა გვა­რა­მია და ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე

34 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ 2019 წელს გახ­და მამა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე. ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს და უმ­შვე­ნი­ე­რეს მხატ­ვარს მაი ბი­წა­ძეს ვაჟი, ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე შე­ე­ძი­ნა.

ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე აპ­რილ­ში და­ი­ბა­და და ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ გა­მომ­წე­რებს თა­ვად ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ აც­ნო­ბა.

ნი­კა­ლა სა­ნი­კი­ძე ჯერ მხო­ლოდ თვე­ე­ბის არის, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის გამო, უსაყ­ვარ­ლე­სი ბი­ჭუ­ნა სოც-ქსელ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

გაბ­რი­ე­ლა მი­ლა­ნო­ვა

2019 წლის და­სა­წყის­ში თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხიხმგებ­ლო სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი გახ­და. მას და ბულ­გა­რელ პრო­დუ­სერს ბო­რის­ლავ მი­ლა­ნოვს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც თა­კომ სა­ხე­ლი პატ­რი­არ­ქის რე­კო­მენ­და­ცი­ით შე­ურ­ჩია და გაბ­რი­ე­ლა და­არ­ქვა.

თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და ბო­რის­ლავ მი­ლა­ნოვ­მა ქორ­წი­ლიც პა­ტა­რას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­ხა­დეს. წყვილ­მა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი თბი­ლის­ში გა­და­ი­ხა­და.

რენე გაგ­ნი­ძე

რენე გაგ­ნი­ძე რე­ჟი­სორ განო მე­ლი­თა­უ­რის და კახა გაგ­ნი­ძის შვი­ლია. პა­ტა­რას და­ბა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან მე­ლი­თა­ურ­მა მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის და­მალ­ვა კარ­გად მო­ა­ხერ­ხა.

კახა გაგ­ნი­ძის და განო მე­ლი­თა­უ­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თო საქ­მით და­ი­წყო, მათ თა­ვი­ან­თი ინო­ვა­ცი­უ­რი სა­წარ­მო „კომ­ბი­ნი­ზო­ნა“ შექ­მნეს, შემ­დეგ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა პი­რად გრძნო­ბებ­შიც გა­და­ი­ზარ­და და ახლა ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიაზო
5

უუფრო მეტს ველოდი. 

123 321
15

როგორი გამორჩეული და განსხვავებული სახელებია. აბა სად ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები და სად თქვენ სელებრითები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

2019 წელი ქართულ შოუ-ბიზნესში და არა მხოლოდ შოუ-ბიზნესში მრავალფეროვანი იყო. ამ წელს არაერთმა ცნობილმა ადამიანმა შექმნა ოჯახი, იყვნენ ისეთებიც, ვინც ადრე დაქორწინდა, თუმცა ქორწილი წელს გადაიხადა.

2019 წელს ცნობილ ადამიანებს შვილებიც შეეძინათ. სანამ პატარების შესახებ გიამბობთ, მანამდე 2019 წლის გახმაურებული ქორწილები გავიხსენოთ.

კახა კალაძე და ანუკა არეშიძე

ამ წელს ყველაზე გახმაურებული ქორწილი კახა კალაძეს და ანუკა არეშიძეს ჰქონდათ. მართალია, მათ ოჯახი 13 წლის წინ შექმნეს და უკვე ოთხი ვაჟის მშობლები არიან, მაგრამ ქორწილის გადახდა 2019 წლამდე ვერ შეძლეს.

წყვილმა 15 ივნისს გრემში ჯვარი დაიწერა, ხოლო შემდეგ წინანდალში გადაიხადა ქორწილი. ამ დღეს შედგა კახას და ანუკას შვილების ნათლობაც.

კალაძე-არეშიძის ქორწილი ულამაზესად გააფორმა დიზაინერმა ანი პირველმა. პატარძალს ქორწილში მის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. ქალაქის მერის ქორწილს პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც საკუთარ ქალიშვილთან ერთად ქორწილში იცეკვა კიდეც. თუმცა პოლიტიკოსების გართობა ამით არ დასრულებულა, კალაძემ, ღარიბაშვილმა და გახარიამ დიჯეის ამპლუა მოირგეს და "გამიქსეს" კიდეც.

მარიამ ნაფეტვარიძე და საბა მღვდელაძე

მარიამ ნაფეტვარიძე და საბა მღვდელაძე შოუ-ბიზნესის წევრები არ არიან, თუმცა მათ ქორწილს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მათ კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მსგავსად, ქორწილი წინანდალში გადაიხადეს. წყვილის საქორწინო ცერემონიალის დიზაინზე ანი პირველმა და ზურა შევარდნაძემ იზრუნეს. ახალგაზრდა სტუდენტს საკუთარ ქორწილში დიზაინერ ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც მაკა ასათიანის რძლის - ნანიკო კლდიაშვილის საქორწინო კაბას ჰგავდა.

საბა და მარიამი სტუდენტები არიან. დაქორწინებამდე მათ ნიშნობა ჰქონდათ.

ლევან ჯიბღაშვილი და სალი სულხანიშვილი

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 2019 წელს ნარკოსკანდალში გაეხვა. ის პოლიციამ დააკავა და ახლა 10 000 ლარიანი გირაოთი არის გათავისუფლებული. მსახიობის საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა. გასული წელი მისთვის ერთდროულად იყო როგორც განსაცდელის, ასევე სიხარულის მომტანი. ის სალი სულხანიშვილზე დაქორწინდა, შემდეგ კი დააკავეს და პატარა ვაჟის მიქაელის მამა გახდა. ჯიბღაშვილმა და სულხანიშვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. წყვილის ქორწინების ცერემონიალი ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში შედგა, სადაც სუფრას არც ყალყზე შემდგარი ციკანი მოკლებია და არც ხიზილალა. სალი სულხანიშვილი ჯიბღაშვილის პირველი სიყვარულია, რომელიც საზოგადოებას პირველად საკუთარ დაბადების დღეზე წარუდგინა.

ბაია კუზანოვა და გიორგი ბეჟაშვილი

წელს დაქორწინდა ნინო და გუგა კუზანოვების ქალიშვილი ბაია კუზანოვა. ბაიას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია, რომელთანაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა წყვილმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც მხოლოდ მეგობრები და ახლო ნათესავები ჰყავდათ მოწვეული. მიუხედავად ამისა, მათი ქორწილის შესახებ დიდხანს საუბრობდნენ. ბაია და გიორგი თავიანთ ქორწილში რეტრო შავი „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილით მივიდნენ. პატარძალს ქორწილში „ლუი ვიტონის“ კაბა ეცვა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ სიძე საცურაო აუზში სიმამრმა, ცნობილმა ექიმმა გუგა კუზანოვმა ჩააგდო.

წლის ბავშვები

ბერუკა ივანიშვილი

29 ნოემბერს პირველი შვილიშვილის ბაბუა გახდა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. მის ვაჟს, რეპერ ბერა ივანიშვილს და უმშვენიერეს ნანუკა გუდავაძეს პირველი შვილი შეეძინათ, პატარას მშობლებმა მათი სახელების ინიციალებისგან შემდგარი სახელი - ბერუკა დაარქვეს. ნანუკა გუდავაძემ ჭორვილაში ივანიშვილების სახლში იმშობიარა. ის საჩხერეს საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგმა მირანდა ჯანხოთელმა ამშობიარა. პატარა ბერუკას ფოტოებს ბერა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. 2020 წელს მას მონათლავენ კიდეც, ნათლობის კვართი ივანიშვილი-გუდავაძის წყვილმა უკვე შეუკვეთა და ის დიზაინერმა თინანო ბუჩუაძემ შექმნა.

ანა და გიორგი ბახტაძეები

2019 წლის ბოლოს ყველაზე მოულოდნელი იყო ინფორმაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პირადი ცხოვრების შესახებ. მისი და მარკეტინგის სპეციალისტის იანა კოკოულინას 6 წლიანი რომანი საბოლოოდ გამჟღავნდა. მალე კი წყვილს, არც მეტი, არც ნაკლები, ტყუპები - ანა და გიორგი შეეძინათ.

მამუკა ბახტაძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, თუმცა არც რჩეული ქალის და არც ტყუპების ფოტოებს პირად გვერდზე არ აქვეყნებს.

თინანო და ნატატო მელაძეები

2019 წელი მრავალფეროვანი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა ჟურნალისტ ნოდარ მელაძისთვის. მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, ნოდარ მელაძემ საზოგადოებას თავად ამცნო მის ცხოვრებაში მოსალოდნელი მთავარი სიახლის შესახებ - ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის ტყუპებს ელოდებოდა. ნოდარ მელაძეს და ჟურნალისტ თეა ცეცხლაძეს ტყუპი ქალიშვილები თინანო და ნატატო მელაძეები შეეძინათ. პატარები ერთი კვირის წინ მშობლებმა მონათლეს კიდეც. ნოდარ მელაძის ტყუპების ნათლიები არიან სოფია ნიჟარაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, მარიკა ვერულაშვილი, ნიკა გვარამია და ეკა ხერხეულიძე.

ნიკალა სანიკიძე

34 წლის ასაკში პირველად სწორედ 2019 წელს გახდა მამა ცნობილი ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე. ვიქტორ სანიკიძეს და უმშვენიერეს მხატვარს მაი ბიწაძეს ვაჟი, ნიკალა სანიკიძე შეეძინა.

ნიკალა სანიკიძე აპრილში დაიბადა და ამ სიახლის შესახებ გამომწერებს თავად ვიქტორ სანიკიძემ აცნობა.

ნიკალა სანიკიძე ჯერ მხოლოდ თვეების არის, თუმცა საკუთარი გარეგნობის გამო, უსაყვარლესი ბიჭუნა სოც-ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაბრიელა მილანოვა

2019 წლის დასაწყისში თაკო გაჩეჩილაძე ყველაზე საპასუხიხმგებლო სტატუსის მატარებელი გახდა. მას და ბულგარელ პროდუსერს ბორისლავ მილანოვს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც თაკომ სახელი პატრიარქის რეკომენდაციით შეურჩია და გაბრიელა დაარქვა.

თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანოვმა ქორწილიც პატარას დაბადების შემდეგ გადაიხადეს. წყვილმა მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალი თბილისში გადაიხადა.

რენე გაგნიძე

რენე გაგნიძე რეჟისორ განო მელითაურის და კახა გაგნიძის შვილია. პატარას დაბადება საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მელითაურმა მისი სასიყვარულო ურთიერთობის დამალვა კარგად მოახერხა.

კახა გაგნიძის და განო მელითაურის ურთიერთობა საერთო საქმით დაიწყო, მათ თავიანთი ინოვაციური საწარმო „კომბინიზონა“ შექმნეს, შემდეგ საქმიანი ურთიერთობა პირად გრძნობებშიც გადაიზარდა და ახლა ბედნიერი ოჯახი აქვთ.

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ