ე.წ. საზღვრის უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში ავადმყოფის სანახავად წავიდა. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაციენტის სახელსა გვარს გარკვეული მიზეზები გამო ვერ დაასახელებს.
„გასახსენებელი ბევრი არაფერია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იყო, ეს იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა,რომელზეც მაპატიეთ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს და იმას სად ცხოვრობდა, იმიტომ, რომ პრობლემა შეექმნება იმ ადამიანს. წავედი სანახავად უფრო, დახმარება შეიძლება უფრო ნაკლებად ითქვას, ვერ ვიტყვი ვინ იყო. როცა დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ , უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ამასთან, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა თანადგომისათვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„ყველას დიდი მადლობა, ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ არ არის გასაკვირი, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს , იმიტომ, რომ ჩემი დიქციიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერიდებოდი. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი პროფესია, ექიმობა ავირჩიე, სხვას უსმენ და უფრო ნაკლებს შენ ლაპარაკობ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. სამწუხაროდ, ნაკლები ინფორმაცია მქონდა. სულ ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა და ისიც მხოლოდ პირველ არხს იჭერდა. ერთხელ იყო ცხინვალის ტელევიზიაში გადაცემა და და მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებიდან. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი, ყველას დიდი მადლობა. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, (ზუსტად შვიდი კვირა გამოვიდა) ის მხარდაჭერა იყო, რასაც ვგრძნობდი და რასაც ვფიქრობდი, რომ იქნებოდა, მაგრამ მოლოდინმა ბევრად გადააჭარბა იმას, რაც რეალურად ვნახე. ყველას დიდი მადლობა“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს.
მოდი ისიც დაასვენეთ და ჩვენც. ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის.
რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად ვინ გაანთავისუფლა... მთელმა საქართველომ გაანთავისუფლა, რადგან, მთელი საქართველოსგან მოდიოდა ის ენერგია რომელიც რუსეთის რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება დღემდის, ყველამ, ვისაც შეეძლო რაღაცის გაკეთება რუსების წინააღმდეგ, ყველას დამსახურებაა სხვადასხვა გზით... მაგრამ ძალიან ცუდად მოქმედებს, ძალიან გამაღიზიანებელია რომ ყოველ დღე სადაც არ უნდა გადართო ერთიდაიგივე... აი, ვაჟა გაფრინდაშვილი იმან გაანთავისუფლა, იმის დამსახურებაა, ამის დამსახურებაა, გაფრინდაშვილი გმირია, გაფრინდაშვილმა ეს გააკეთა, ის გააკეთა და ასე შემდ..... გავიგეთ, გავიგეთ რომ გაფრინდაშვილი უკანონოდ იყო დაკავებული და გაანთავისუფლეს და გაფრინდაშვილი არ შეუშინდა და ვაჟკაცურად იდგა ტავის სიტყვებზე, გასაგებია, გავიგეთ ბატონო, გავიგეთ!.. როდემდის შეიძლება გაფრინდაშვილზე ლაპარაკი, სანამ უარყოფით კონტესქსტებში არ გადავა ეს ყველაფერი, სანამ უარყოფით სახეს არ მიიღებს?!... ზედმეტი არაფერი არ ვარგა, არც ქებადიდება და არც პირიქით... გეყოფათ რა, დაასვენეთ ის კაცი თავის ოჯახთან ერთად და ჩვენც, ხალხი დაგვასვენეთ რა ბოლოსდაბოლოს, მეტი თემა აღარ გააქვთ?!...