მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე ვარდების რევოლუციიდან დღემდე
როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე ვარდების რევოლუციიდან დღემდე

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თულ თბი­ლისს და ქვეყ­ნის მთა­ვარ ნაძ­ვის ხეს. თუმ­ცა წელს, რო­გორც დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნა, შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რებ­დი­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ახა­ლი წელი გვექ­ნე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვა­რი სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე დღეს, 17 დე­კემ­ბერს აინ­თე­ბა და ამ პრო­ცე­სის ნახ­ვა პირ­და­პირ ეთერ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"17 დე­კემ­ბერს აინ­თე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე, ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ტა­რა ელო­დე­ბა ამ დღეს, მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, რომ მო­ემ­ზა­დონ და ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იხი­ლონ ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა. რა თქმა უნდა, უნდა ჩა­ი­ფიქ­რონ სურ­ვი­ლე­ბი და ეს სურ­ვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად აგიხ­დე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წელს არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი არ მო­ე­წყო­ბა, თუმ­ცა მას­ზე და­სა­ხარ­ჯი თან­ხე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს მოხ­მარ­დე­ბა.

"ჩვენ წელს არ გვექ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი იმი­ტომ, რომ ეს ადა­მი­ა­ნებს უბიძ­გებს თავ­შეყ­რის­კენ და გა­ჭირ­დე­ბა კონ­ტრო­ლი არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუმ­ცა, ის თან­ხე­ბი რაც უნდა და­ხარ­ჯუ­ლი­ყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა იმ ოჯა­ხე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ჭირ­და და სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა. უნდა ვი­ყოთ ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბი, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს გა­დავ­ლა­ხავთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი 31 დე­კემ­ბერს, 6 იან­ვარს და 14 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­თა ტრანსლი­რე­ბაც ასე­ვე პირ­და­პირ ეთერ­ში მოხ­დე­ბა.

"გარ­და ამი­სა, ჩვენ გვექ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი. 31 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა კონ­ცერ­ტი რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მისი ნახ­ვის. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სოლო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ბენ­დე­ბი, ან­სამ­ბლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი. სცე­ნა­ზე უმე­ტე­სად ახალ­გაზ­რდე­ბი იქ­ნე­ბი­ან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ხოლო მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ასა­კო­ვა­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან სა­კუ­თა­რი სახ­ლის აივ­ნე­ბი­დან, გა­მოჩ­ნდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი 6 და 14 იან­ვარს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

შარ­შან­დე­ლი ნაძ­ვის ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წლე­ვან­დელ­მა მთა­ვარ­მა სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხემ დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა იწე­რე­ბა და დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ სა­ა­ხალ­წლო ნაძვს ნიუ-იორკში მდე­ბა­რე რო­კ­ფე­ლე­რის ცენ­ტრის ნაძ­ვის ხეს ადა­რე­ბენ.

დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე, ვანო ჭე­ლი­ძის ფოტო

რო­კ­ფე­ლე­რის ცენ­ტრის სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხე, 2020

თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ბოლო წლე­ბის მთა­ვარ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე­ებს თბი­ლის­ში.

ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კა და­ა­ტყდა თავს 2020 წლის ნაძ­ვის ხეს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მერ­მა კახი კა­ლა­ძემ 25 დე­კემ­ბერს სა­ზე­ი­მოდ აან­თო. "ცო­ცხი", "დი­ე­ტუ­რი ნაძ­ვის ხე", "გა­დაყ­რი­ლი მი­ლი­ო­ნი", "ჩიჩ­ლა­კი" - ამ და უამ­რა­ვი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­თე­ტე­ბით შე­ამ­კეს ნაძ­ვის ხე, შარ­შან ახლა რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე იდგა. თუმ­ცა ნაძ­ვის ხეს კრი­ტი­კო­სებ­თან ერ­თად დამ­ცვე­ლე­ბიც ჰყავ­და.

უახ­ლო­ეს წარ­სულს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, რვა წლის მან­ძილ­ზე ერთი და იგი­ვე ნაძ­ვის ხე ინ­თე­ბო­და. 25 მეტ­რის სი­მაღ­ლის ნაძ­ვის ხეს, მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ზე­ი­მოდ ან­თებ­და, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და. სა­ზე­ი­მოდ ირ­თვე­ბო­და ასე­ვე წმინ­და გი­ორ­გის მო­ნუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე დგას და სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე ძი­რი­თა­დად მის გარ­შე­მო, ან რი­ყის პარკში გახ­ლდათ მო­წყო­ბი­ლი. ტრა­დი­ცია გა­აგ­რძე­ლა და­ვით ნარ­მა­ნი­ა­მაც, ისიც 2015 წლამ­დე ძველ ნაძ­ვის ხეს ან­თებ­და.

წარ­მო­გიდ­გენთ თბი­ლი­სის მთა­ვარ ნაძ­ვის ხე­ებს სხვა­დას­ხვა წლებ­ში:

2005 - 2012 წლე­ბის ნაძ­ვის ხე
წინა წლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი ნაძ­ვის ხე იყო 2013-2014-2015 წლებ­შიც

2016 წლის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე

2017 წლის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე

2018 წლის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე

2019 წლის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე

2020 წლის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე

2021 წლის სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე, ვანო ჭე­ლი­ძის ფოტო

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომენი
19

მარიხუანა ძალიან უხდება.

ია
7

ფასაბზე გადასახადებზე და ინფლაციაზე დაწერედ როგორ იცვლებოდა,,თორემ ზოგიერთს ჰგონია სულ ასეთი ფასები და კურსი იყო...............

ავტორი:

როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე ვარდების რევოლუციიდან დღემდე

როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე ვარდების რევოლუციიდან დღემდე

უკვე რამდენიმე წელია, რაც მოსახლეობა ყოველწლიურად სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავს საახალწლოდ მორთულ თბილისს და ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს. თუმცა წელს, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებდიან გამომდინარე, მოკრძალებული ახალი წელი გვექნება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს, 17 დეკემბერს აინთება და ამ პროცესის ნახვა პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

,,17 დეკემბერს აინთება ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, ვიცი, რომ ძალიან ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს, მინდა მივმართო ყველას, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთება. რა თქმა უნდა, უნდა ჩაიფიქრონ სურვილები და ეს სურვილები აუცილებლად აგიხდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წელს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, თუმცა მასზე დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.

,,ჩვენ წელს არ გვექნება საახალწლო სოფელი იმიტომ, რომ ეს ადამიანებს უბიძგებს თავშეყრისკენ და გაჭირდება კონტროლი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა, ის თანხები რაც უნდა დახარჯულიყო ამ მიმართულებით მიემართება იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და სჭირდება ჩვენი თანადგომა. უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები, რომ ყველა სირთულეს გადავლახავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც ასევე პირდაპირ ეთერში მოხდება.

,,გარდა ამისა, ჩვენ გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მისი ნახვის. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმომადგენლები, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი სახლის აივნებიდან, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები. ასევე გაიმართება კონცერტები 6 და 14 იანვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შარშანდელი ნაძვის ხისგან განსხვავებით, წლევანდელმა მთავარმა საახალწლო ნაძვის ხემ დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი შეფასება იწერება და დედაქალაქის მთავარ საახალწლო ნაძვს ნიუ-იორკში მდებარე როკფელერის ცენტრის ნაძვის ხეს ადარებენ.

დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ვანო ჭელიძის ფოტო

როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხე, 2020

თვალი გადავავლოთ ბოლო წლების მთავარ საახალწლო ნაძვის ხეებს თბილისში.

ყველაზე დიდი კრიტიკა დაატყდა თავს 2020 წლის ნაძვის ხეს, რომელიც თბილისის მერმა კახი კალაძემ 25 დეკემბერს საზეიმოდ აანთო. "ცოცხი", "დიეტური ნაძვის ხე", "გადაყრილი მილიონი", "ჩიჩლაკი" - ამ და უამრავი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკეს ნაძვის ხე, შარშან ახლა რესპუბლიკის მოედანზე იდგა. თუმცა ნაძვის ხეს კრიტიკოსებთან ერთად დამცველებიც ჰყავდა.

უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რვა წლის მანძილზე ერთი და იგივე ნაძვის ხე ინთებოდა. 25 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხეს, მაშინდელი პრეზიდენტი საზეიმოდ ანთებდა, სხვადასხვა ლოკაციაზე, ცნობილი მომღერლების შესრულებით საახალწლო კონცერტი იმართებოდა. საზეიმოდ ირთვებოდა ასევე წმინდა გიორგის მონუმენტი, რომელიც თავისუფლების მოედანზე დგას და საკონცერტო სივრცე ძირითადად მის გარშემო, ან რიყის პარკში გახლდათ მოწყობილი. ტრადიცია გააგრძელა დავით ნარმანიამაც, ისიც 2015 წლამდე ძველ ნაძვის ხეს ანთებდა.

წარმოგიდგენთ თბილისის მთავარ ნაძვის ხეებს სხვადასხვა წლებში:

2005 - 2012 წლების ნაძვის ხე
წინა წლების ანალოგიური ნაძვის ხე იყო 2013-2014-2015 წლებშიც

2016 წლის მთავარი ნაძვის ხე

2017 წლის მთავარი ნაძვის ხე

2018 წლის მთავარი ნაძვის ხე

2019 წლის მთავარი ნაძვის ხე

2020 წლის მთავარი ნაძვის ხე

2021 წლის საახალწლო ნაძვის ხე, ვანო ჭელიძის ფოტო

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება