საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქართული ბრენდის დღე 2019“ _ ბრენდ-პერსონა ვაჟა აზარაშვილი - 26 დეკემბერს ,,ბილთმორ თბილისში“ ნაციონალური ბრენდების დაჯილდოება გაიმართა
„ქართული ბრენდის დღე 2019“ _ ბრენდ-პერსონა ვაჟა აზარაშვილი - 26 დეკემბერს ,,ბილთმორ თბილისში“ ნაციონალური ბრენდების დაჯილდოება გაიმართა

„ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გენ­ტო „პრო­ფი­ლის“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. 17 წელი ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის გვერ­დით! ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გვერ­დით!

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბის ფორ­მი­რე­ბა-პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რო­გორც უცხო­ეთ­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა და წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნობს მრა­ვა­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლებ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვეს. პრო­ექ­ტმა 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი ბრენ­დი წარ­მო­ა­ჩი­ნა. არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი ახა­ლი ბრენ­დის­თვის გახ­და სტარ­ტი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღის ჯილ­დო. უნდა ით­ქვას, რომ „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ თა­ვად იქცა ბრენ­დად და უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­საც გას­ცდა _ იტა­ლი­ა­ში, ამე­რი­კა­ში ორი წე­ლია პომ­პე­ზუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ რომ ერთ-ერთი ინო­ვა­ცი­უ­რი და აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, ამას ადას­ტუ­რებს მას­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის სიმ­რავ­ლე, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, სპონ­სო­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ლი­დე­რე­ბი და მე­დი­ა­გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი.

"ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ კომ­პა­ნი­ებს 7 ძი­რი­თად ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ავ­ლენს:

ლი­დე­რი;

რე­პუ­ტა­ცია და ნდო­ბა;

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახა­ლი ბრენ­დი;

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლეპ­რო­ექ­ტი;

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი;

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია;

ბრენდ-პერ­სო­ნა;

ბრენ­დე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სი მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ყველ­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. სწო­რედ, ამ ფაქ­ტმა უბიძ­გა პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნათ ბრენ­დე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი.

„ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღეს“ 2003 წელს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მა­შინ, როცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ლო­ნუ­რი ტი­პის გახ­ლდათ და მხო­ლოდ ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ ყო­ველ­წლი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და ფარ­თო მას­შტა­ბებს იძენს.

პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე 700-მდე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ექ­ტი, ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი და პი­როვ­ნე­ბე­ბი და­ჯილ­დოვ­დნენ.

წლე­ვან­დე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია 30-მდე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი და გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­და­ე­ცე­მათ შე­სა­ბა­მი­სი დიპ­ლო­მი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი. გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლია წლის ბრენდ-პერ­სო­ნის გა­მოვ­ლე­ნა. ბრენდ-პერ­სო­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა წლებ­ში და­ჯილ­დოვ­დნენ: ნანი ბრეგ­ვა­ძე, ბუბა კი­კა­ბი­ძე, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე, ჯამ­ლეთ ხუ­ხაშ­ვი­ლი, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, კახი კავ­სა­ძე, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, მურ­მან ჯი­ნო­რია, რო­ბერტ სტუ­რუა, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ელ­დარ შენ­გე­ლა­ია...

მა­ნა­ნა გე­გი­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გენ­ტო „პრო­ფი­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

_ როცა პრო­ექ­ტზე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, სი­ტყვა „ბრენ­დი“ იმ­დე­ნად უცხო იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის ახ­სნა ხში­რად გვი­წევ­და... მას შემ­დეგ ათე­უ­ლი წელი გა­ვი­და, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში გაჩ­ნდნენ ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, და­ი­წყეს დამ­კვიდ­რე­ბა ბა­ზარ­ზე და ბრენ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტა­პე­ბის გავ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თულ­მა ბრენ­დებ­მა შიდა და გარე ბა­ზარ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბის სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა წლის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო გახ­და, ხოლო „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ - ნა­ცი­ო­ნა­ლურ დღე­სას­წა­უ­ლად იქცა. „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ უკვე 17 წლი­საა და და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ეს მთე­ლი ეპო­ქაა. მას­ზე სხვა­დას­ხვა თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დნენ. „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ თა­ვი­სი არ­სით, ში­ნა­არ­სით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ის არა მარ­ტო ბიზ­ნე­სის, არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგვა­რი მა­ჯის­ცე­მაა. ჩვენ წლის ბო­ლოს ყვე­ლა მოვ­ლე­ნას ავ­სა­ხავთ, რაც კი სა­ქარ­თვე­ლოს შოუ-ბიზ­ნეს­ში, კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და რაც მთა­ვა­რია, ბიზ­ნეს­ში ხდე­ბა“.

ელ­გუ­ჯა მარ­ღია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გენ­ტო „პრო­ფი­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

_ ჩვე­ნი დიდი მონ­დო­მე­ბი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე“ ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მისი და­არ­სე­ბის­კენ მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­თვის მსოფ­ლიო ტრა­დი­ცი­ამ გვი­ბიძ­გა; თუმ­ცა პრო­ექ­ტი არ არის რო­მე­ლი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის კალ­კი. ის სავ­სე­ბით მორ­გე­ბუ­ლია ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას. რო­დე­საც „პრო­ფი­ლი“ და­ვა­ფუძ­ნეთ და პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სფე­რო­ში ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან მწი­რი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე მო­თხოვ­ნაც, დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის უმ­ნიშ­ვნე­ლო გახ­ლდათ. ჩვენ ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ პრო­ექ­ტის იმი­ჯი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად. გვჯე­რა, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ხელს უწყობს ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას, ბა­ზარ­ზე კომ­პა­ნი­ე­ბის სწორ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას და მთე­ლი წლის საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თგვარ შე­ჯა­მე­ბას წარ­მო­ად­გენს.

„ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2019“-ის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: ამე­რი­კის მე­გო­ბარ­თა კლუ­ბი, სა­ქარ­თვე­ლო - შვე­ი­ცა­რი­ის ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია, სა­რეკ­ლა­მო პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო „ფრა­ნი“, და­ვით ღვი­ნი­ა­ნი­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „მსოფ­ლიო ტა­ლან­ტე­ბი“ .

სპონ­სო­რე­ბი: ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბან­კი „ჯე­ო­ქორ­დი“, სას­ტუმ­რო „აი­ვა­ნი“, ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრი „დერ­მა“, ბელა მეტ­რე­ვე­ლის კლი­ნი­კა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: მე­დია სა­ა­გენ­ტო „კლი­პარ­ტი“, brandnews.ge, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“, ambebi.ge, „პრა­იმ ტა­ი­მი“, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „კვი­რა“, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“, „ფორ­ტუ­ნა +“, „პირ­ვე­ლი არხი“, „ტე­ლე­ი­მე­დი “, „რუს­თა­ვი 2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „პულ­სი“, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მირი”, აფხა­ზე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტრი, 2020news.ge.

„ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2019“

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი:

ნო­მი­ნა­ცია „ლი­დე­რი“

  • ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „PSP ჯგუ­ფი“
  • ღვი­ნის კომ­პა­ნია „თე­ლა­ვის ღვი­ნის მა­რა­ნი“
  • კლი­ნი­კა „ენ­მე­დი­ცი“
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნია „გრინ­ვეი ლო­ჯის­ტი­კი“
  • კომ­პა­ნია „ნოვა“
  • კომ­პა­ნია „გე­ორ­გი­ნა“

ნო­მი­ნა­ცია „ახა­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დი“

  • კომ­პა­ნია „სენ­ვი“
  • ტრიო „მეცო“
  • კომ­პა­ნია „Megadoors“
  • სას­ტუმ­რო „ბა­კუ­რი­ა­ნი ინნ“
  • სას­ტუმ­რო „ჩე­მო­და­ნი“
  • „გუ­რა­მიშ­ვი­ლის მა­რა­ნი“
  • GGRC ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრი
  • „ლეონ შა­ვი­ტის სტუ­დია“

ნო­მი­ნა­ცია „რე­პუ­ტა­ცია და ნდო­ბა“

  • სას­ტუმ­რო „წყალ­ტუ­ბო პლა­ზა“
  • სა­კონ­დიტ­რო „მა­რო­ნი“
  • კომ­პა­ნია „ფა­ფა­ნა­კი“
  • „ნო­ზა­ძის მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა“
  • მუ­სი­კო­სე­ბი ბელა ბერ­კე­მერ-მა­ხა­რა­ძე და უვე ბერ­კე­მე­რი
  • ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი „ლაშ­ქა­რი“
  • „თბი­ლი­სის ბავ­შვთა კა­პე­ლა“
  • რეს­ტო­რა­ნი „თაშ­რე“

ნო­მი­ნა­ცია „წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი“

  • კომ­პა­ნია „Rose art“ პრო­ექ­ტი­სათ­ვის „ვარ­დე­ბის წვი­მა“
  • ცეკ­ვის სა­ხე­ლოს­ნო „თე­და­სი“ პრო­ექ­ტი­სათ­ვის „გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი ქან­და­კე­ბა“
  • ნო­მი­ნა­ცია „წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი“
  • "კავ­კა­სი­ის პო­ე­ზი­ის ფეს­ტი­ვა­ლი“

ნო­მი­ნა­ცია „წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლეპ­რო­ექ­ტი“

  • სხვა რა­კურ­სი გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან ერ­თად“
  • „ახა­ლი დღე“
  • „ფერ­მა“

ნო­მი­ნა­ცია „წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია“

  • „რუს­თა­ვი სთილ კორ­პო­რე­ი­შენ კომ­პა­ნი“

ნო­მი­ნა­ცია „ბრენდ-პერ­სო­ნა“

  • ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი

ასე­ვე და­ჯილ­დოვ­დნენ:

  • მე­დია ჰოლ­დინ­გი „ფორ­ტუ­ნა“ ინო­ვა­ცი­უ­რი ვებ პლატ­ფორ­მის „fortuna.ge“ შექ­მნის­თვის
  • კა­რი­ნა ვამ­ლინ­გი სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის
  • ნა­ტა­ლია კვან­ტა­ლი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

„ქართული ბრენდის დღე 2019“ _ ბრენდ-პერსონა ვაჟა აზარაშვილი - 26 დეკემბერს ,,ბილთმორ თბილისში“ ნაციონალური ბრენდების დაჯილდოება გაიმართა

„ქართული ბრენდის დღე 2019“ _ ბრენდ-პერსონა ვაჟა აზარაშვილი - 26 დეკემბერს ,,ბილთმორ თბილისში“ ნაციონალური ბრენდების დაჯილდოება გაიმართა

„ქართული ბრენდის დღე“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ წარმატებული პროექტია. 17 წელი ქართული ბიზნესის გვერდით! ქართული კულტურის გვერდით!

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას, როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში. ამ პროექტის არსებობის მანძილზე, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და წარმატებით საქმიანობს მრავალი კომპანია, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. პროექტმა 17 წლის განმავლობაში არაერთი ქართული ბრენდი წარმოაჩინა. არაერთი ქართული ახალი ბრენდისთვის გახდა სტარტი ქართული ბრენდის დღის ჯილდო. უნდა ითქვას, რომ „ქართული ბრენდის დღე“ თავად იქცა ბრენდად და უკვე საქართველოს ფარგლებსაც გასცდა _ იტალიაში, ამერიკაში ორი წელია პომპეზურად აღინიშნება.

,,ქართული ბრენდის დღე“ რომ ერთ-ერთი ინოვაციური და აღიარებული პროექტია, ამას ადასტურებს მასში მონაწილე კომპანიების სიმრავლე, მხარდამჭერები, სპონსორები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები და მედიაგამოხმაურებები.

,,ქართული ბრენდის დღე“ კომპანიებს 7 ძირითად ნომინაციაში ავლენს:

ლიდერი;

რეპუტაცია და ნდობა;

წარმატებული ახალი ბრენდი;

წარმატებული ტელეპროექტი;

წარმატებული საერთაშორისო პროექტი;

წარმატებული ინვესტიცია;

ბრენდ-პერსონა;

ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ ბრენდების დაჯილდოების ეროვნული დღესასწაული.

„ქართული ბრენდის დღეს“ 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.

პროექტის არსებობის მანძილზე 700-მდე წარმატებული კომპანია, სხვადასხვა სახის პროექტი, ცეკვისა და სიმღერის გამორჩეული ანსამბლები და პიროვნებები დაჯილდოვდნენ.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოდგენილია 30-მდე წარმატებული კომპანია, რამდენიმე საუკეთესო პროექტი და გამორჩეული პიროვნება, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ შესაბამისი დიპლომი და სპეციალური პრიზი. განსაკუთრებით ამაღელვებელია წლის ბრენდ-პერსონის გამოვლენა. ბრენდ-პერსონის ნომინაციაში სხვადასხვა წლებში დაჯილდოვდნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ლეილა აბაშიძე, ჯამლეთ ხუხაშვილი, პაატა ბურჭულაძე, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, რობერტ სტურუა, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია...

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი:

_ როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა... მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს დამკვიდრება ბაზარზე და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა, ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ - ნაციონალურ დღესასწაულად იქცა. „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 17 წლისაა და დამეთანხმებით, რომ ეს მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუ-ბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება“.

ელგუჯა მარღია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი:

_ ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც „პროფილი“ დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

„ქართული ბრენდის დღე 2019“-ის პარტნიორები არიან: ამერიკის მეგობართა კლუბი, საქართველო - შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო „ფრანი“, დავით ღვინიანიძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ .

სპონსორები: ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“, სასტუმრო „აივანი“, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, ბელა მეტრეველის კლინიკა.

საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია სააგენტო „კლიპარტი“, brandnews.ge, „ინტერპრესნიუსი“, ambebi.ge, „პრაიმ ტაიმი“, მედიაჰოლდინგი „კვირა“, რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, „ტელეიმედი “, „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „პულსი“, ტელეკომპანია ,,მირი”, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, 2020news.ge.

„ქართული ბრენდის დღე 2019“

გამარჯვებულები:

ნომინაცია „ლიდერი“

  • ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“
  • ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“
  • კლინიკა „ენმედიცი“
  • საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკი“
  • კომპანია „ნოვა“
  • კომპანია „გეორგინა“

ნომინაცია „ახალი ქართული ბრენდი“

  • კომპანია „სენვი“
  • ტრიო „მეცო“
  • კომპანია „Megadoors“
  • სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“
  • სასტუმრო „ჩემოდანი“
  • „გურამიშვილის მარანი“
  • GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
  • „ლეონ შავიტის სტუდია“

ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“

  • სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“
  • საკონდიტრო „მარონი“
  • კომპანია „ფაფანაკი“
  • „ნოზაძის მეფრინველეობა“
  • მუსიკოსები ბელა ბერკემერ-მახარაძე და უვე ბერკემერი
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაშქარი“
  • „თბილისის ბავშვთა კაპელა“
  • რესტორანი „თაშრე“

ნომინაცია „წარმატებული პროექტი“

  • კომპანია „Rose art“ პროექტისათვის „ვარდების წვიმა“
  • ცეკვის სახელოსნო „თედასი“ პროექტისათვის „გაცოცხლებული ქანდაკება“
  • ნომინაცია „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“
  • ,,კავკასიის პოეზიის ფესტივალი“

ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“

  • სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“
  • „ახალი დღე“
  • „ფერმა“

ნომინაცია „წარმატებული ინვესტიცია“

  • „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“

ნომინაცია „ბრენდ-პერსონა“

  • ვაჟა აზარაშვილი

ასევე დაჯილდოვდნენ:

  • მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ ინოვაციური ვებ პლატფორმის „fortuna.ge“ შექმნისთვის
  • კარინა ვამლინგი საზღვარგარეთ ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის
  • ნატალია კვანტალიანი აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის

"ჯარისქალი კონკურსანტი" - გაიცანით, "დიდი სცენის" მონაწილე გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა

ნინო სურგულაძემ საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა - წყვილი ტყუპს ელოდება

ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."