მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა ქართველმა სამხედრომ ავარიაში მოყოლილი მოხუცი - "რომ დაგვინახა სიხარულისგან ატირდა: შვილებო, ინსულტი მაქვს გადატანილიო..."
როგორ გადაარჩინა ქართველმა სამხედრომ ავარიაში მოყოლილი მოხუცი - "რომ დაგვინახა სიხარულისგან ატირდა: შვილებო, ინსულტი მაქვს გადატანილიო..."

ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ელ­გუ­ჯა ბი­ბი­ნი­ძე ახალ­ქა­ლა­ქის ბა­ზა­ზე მი­დი­ო­და, რო­დე­საც მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს, სა­ნი­აღ­ვრე არხში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა შე­ნიშ­ნა. მძღო­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო... ელ­გუ­ჯამ და მის­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბაც აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი AMBEBI.GE-ს შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

"კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრი­დან ახალ­ქა­ლა­ქის პირ­ველ ბა­ზა­ზე, კო­ჯო­რ­ის გავ­ლით მივ­დი­ო­დით. და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში რომ შე­ვე­დით, სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ას­თან ახ­ლოს, სა­ნი­აღ­ვრე არხში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა შევ­ნიშ­ნეთ, ამოყი­რა­ვე­ბუ­ლი იყო... ად­გილ­ზე მი­სუ­ლებ­მა შევ­ნიშ­ნეთ, რომ სა­ჭეს­თან მჯდო­მი 80 წლამ­დე მა­მა­კა­ცი უგო­ნოდ იყო. ფერი და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა, სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი ეტყო­ბო­და.

ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იყო... მე და ჩემ­მა მძღოლ­მა გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, სას­წრა­ფოდ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ, რის შემ­დე­გაც, გონ­ზე მო­ვი­და. დაგ­ვი­ნა­ხა თუ არა, სი­ხა­რუ­ლის­გან ატირ­და: შვი­ლე­ბო, დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, ინ­სულ­ტი მაქვს გა­და­ტა­ნი­ლიო... სა­ხელ­საც ვერ გვე­უბ­ნე­ბო­და. ენა და­ბუ­ჟე­ბუ­ლი­ვით ჰქონ­და, მაგ­რამ მად­ლო­ბის გა­დახ­დას ცდი­ლობ­და - თქვენ გა­და­მარ­ჩი­ნე­თო.

გვი­თხრა, რომ ცალ ხელ­სა და ფეხს ვერ გრძნობ­და... სუს­ტად იყო. გა­რეგ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ხე­ლის მტე­ვა­ნი ჰქონ­და და­შა­ვე­ბუ­ლი, არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. გო­ნე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე წუ­თით მო­ვი­და და ისევ და­კარ­გა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­სულ­ტი გა­უ­მე­ორ­და...

ამა­სო­ბა­ში გამ­ვლე­ლე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, მან­ქა­ნა არ­ხი­დან ამო­ვიყ­ვა­ნეთ და უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც 112-ის სამ­სა­ხურ­ში დავ­რე­კეთ, პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და.

- ოჯახს აც­ნო­ბეთ?

- მო­ხუცს ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, მის­მა მე­ზო­ბელ­მა გა­მო­ი­ა­რა, მან­ქა­ნა იცნო, და­უ­კავ­შირ­და ახ­ლობ­ლებს და მო­ვიდ­ნენ.

შემ­დეგ დავ­რე­კე ამ­ბის გა­სარ­კვე­ვად და მი­თხრეს, რომ თავს უკვე სტა­ბი­ლუ­რად გრძნობს და ახ­ლობ­ლებ­მა ოჯახ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მაც და­მი­რე­კეს მად­ლო­ბის გა­და­სახ­დე­ლად. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მარ­თლაც დრო­უ­ლად აღ­მოვ­ჩნდით იქ... არ ვთვლი, რომ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საქ­მე გა­ვა­კე­თე, თუმ­ცა, მი­ხა­რია, რომ მე და ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შევ­ძე­ლით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g55
4

გაიხარე ძმაო. შენც გფარავდეს მაღალი ღმერთი. 

q
0

gaixaret

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

როგორ გადაარჩინა ქართველმა სამხედრომ ავარიაში მოყოლილი მოხუცი - "რომ დაგვინახა სიხარულისგან ატირდა: შვილებო, ინსულტი მაქვს გადატანილიო..."

როგორ გადაარჩინა ქართველმა სამხედრომ ავარიაში მოყოლილი მოხუცი - "რომ დაგვინახა სიხარულისგან ატირდა: შვილებო, ინსულტი მაქვს გადატანილიო..."

ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე ახალქალაქის ბაზაზე მიდიოდა, როდესაც მოძრაობის საპირისპირო მხარეს, სანიაღვრე არხში გადავარდნილი მანქანა შენიშნა. მძღოლი უგონო მდგომარეობაში იყო... ელგუჯამ და მისმა თანამშრომელმა დაზარალებული ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს.

ვიცე-პოლკოვნიკი AMBEBI.GE-ს შემთხვევის შესახებ უყვება:

"კრწანისის სასწავლო ცენტრიდან ახალქალაქის პირველ ბაზაზე, კოჯორის გავლით მივდიოდით. დასახლებულ პუნქტში რომ შევედით, სერჟანტთა აკადემიასთან ახლოს, სანიაღვრე არხში გადავარდნილი მანქანა შევნიშნეთ, ამოყირავებული იყო... ადგილზე მისულებმა შევნიშნეთ, რომ საჭესთან მჯდომი 80 წლამდე მამაკაცი უგონოდ იყო. ფერი დაკარგული ჰქონდა, თუმცა, სასიცოცხლო ნიშნები ეტყობოდა.

ავტომანქანაში მარტო იყო... მე და ჩემმა მძღოლმა გარეგნული დათვალიერების შემდეგ, სასწრაფოდ მანქანიდან გადმოვიყვანეთ და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ, რის შემდეგაც, გონზე მოვიდა. დაგვინახა თუ არა, სიხარულისგან ატირდა: შვილებო, დახმარება მჭირდება, ინსულტი მაქვს გადატანილიო... სახელსაც ვერ გვეუბნებოდა. ენა დაბუჟებულივით ჰქონდა, მაგრამ მადლობის გადახდას ცდილობდა - თქვენ გადამარჩინეთო.

გვითხრა, რომ ცალ ხელსა და ფეხს ვერ გრძნობდა... სუსტად იყო. გარეგნული დაზიანებები, გარდა იმისა, რომ ხელის მტევანი ჰქონდა დაშავებული, არაფერი ეტყობოდა. გონებაზე რამდენიმე წუთით მოვიდა და ისევ დაკარგა. სავარაუდოდ, ინსულტი გაუმეორდა...

ამასობაში გამვლელებიც შემოგვიერთდნენ, მანქანა არხიდან ამოვიყვანეთ და უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ. დაზარალებული გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამედიცინო პუნქტში გადავიყვანეთ, სადაც 112-ის სამსახურში დავრეკეთ, პოლიციაც მოვიდა.

- ოჯახს აცნობეთ?

- მოხუცს ტელეფონი არ ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისმა მეზობელმა გამოიარა, მანქანა იცნო, დაუკავშირდა ახლობლებს და მოვიდნენ.

შემდეგ დავრეკე ამბის გასარკვევად და მითხრეს, რომ თავს უკვე სტაბილურად გრძნობს და ახლობლებმა ოჯახში წაიყვანეს. მოგვიანებით, მისი ოჯახის წევრებმაც დამირეკეს მადლობის გადასახდელად. ძალიან გამიხარდა. საბედნიეროდ, მართლაც დროულად აღმოვჩნდით იქ... არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებული საქმე გავაკეთე, თუმცა, მიხარია, რომ მე და ჩემმა თანამშრომელმა ერთი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა შევძელით.

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა