მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერნეტით ნარკოვაჭრობის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა - თბილისსა და ბათუმში 6 პირი დააკავეს
ინტერნეტით ნარკოვაჭრობის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა - თბილისსა და ბათუმში 6 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა-შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა. უწყე­ბის ცნო­ბით, ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს - და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 1 და უცხო ქვეყ­ნის 5 მო­ქა­ლა­ქე, 1 პირი კი მხი­ლე­ბუ­ლია. მა­თი­ვე ცნო­ბით, ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა „შავ ბა­ზარ­ზე“ 6 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარს შე­ად­გენს.

„ასე­ვე თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პო­ლი­ცი­ამ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ფა­რუ­ლი ვი­დეო-აუ­დიო ჩა­წე­რა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცია "ტე­ლეგ­რამ­ში“ შექ­მნი­ლი ჯგუ­ფე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სომ­ხეთ­ში, ყირ­გი­ზეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, ტა­ჯი­კეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ნ.კ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მის კად­რებს არ­ჩევ­და, შერ­ჩე­უ­ლი კად­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოჰ­ყავ­და და მათ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე დ.კ., თბი­ლის­ში, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გ.რ. ბა­თუმ­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ ნარ­კო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და პრე­კურ­სო­რის შე­რე­ვის შე­დე­გად, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა-პვპ“-ს ამ­ზა­დებ­დნენ და დამ­ფა­სო­ებ­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ად­გი­ლებ­ზე ათავ­სებ­დნენ. მათ უშუ­ა­ლო კავ­ში­რი ჰქონ­დათ თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, რომ­ლებ­საც დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თებს და სა­მა­ლა­ვე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე რ. ი-ს ფიქ­ტი­უ­რი ფირ­მის სა­ხელ­ზე სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იგ­ზავ­ნე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ნარ­კო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ად­გი­ლებ­ზე ათავ­სებ­და. მას უშუ­ა­ლო კავ­ში­რი ჰქონ­და თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, რომ­ლებ­საც ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თებს და სა­მა­ლა­ვე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტებს უგ­ზავ­ნი­და.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გე­ნი­ლია, რომ ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ხ.ტ. ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქის - დ.კ.-ს მიერ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში დამ­ზა­დე­ბულ და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გან­თავ­სე­ბულ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ალფა-პვპ“-ს იღებ­და, აფა­სო­ებ­და და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­მუ­შა­ვე კუ­რი­ე­რე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თზე ათავ­სებ­და.

ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - უ.შ. და ა.ბ. ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბა „ალფა-პვპ“-ს, რო­მელ­საც ხ.ტ. სა­მა­ლა­ვებ­ში ათავ­სებ­და, მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი­დან იღებ­დნენ, აფა­სო­ებ­დნენ და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდომ სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე დებ­დნენ.

ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბად იყე­ნებ­და ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცია „ვი­პოლს“, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც კავ­ში­რი ჰქონ­დათ, რო­გორც უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ რე­გი­ო­ნა­ლურ მე­ნე­ჯერ­თან.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბის, შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის 1-ლი და 3-ე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, ამა­ვე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 19-260-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით, 19-260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 266-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
leri
1

აი მესმის საქმე. ყოჩაღ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ინტერნეტით ნარკოვაჭრობის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა - თბილისსა და ბათუმში 6 პირი დააკავეს

ინტერნეტით ნარკოვაჭრობის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა - თბილისსა და ბათუმში 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის გამოვლენის ფაქტთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება. უწყების ცნობით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს - დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია. მათივე ცნობით, ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება „შავ ბაზარზე“ 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

„ასევე თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.

აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ., თბილისში, აფრიკის დასახლებაში ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ. მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ.

რუსეთის მოქალაქე რ. ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა.

გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის - დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკული ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა.

ყირგიზეთის მოქალაქეები - უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ.

ყველა ბრალდებული საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა ინტერნეტ აპლიკაცია „ვიპოლს“, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდათ, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონალურ მენეჯერთან.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 266-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს საშობაოდ შეიწყალებს

"ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს