სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი - "შეიძლება იანვარ-თებერვალში, დასავლეთში ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს"
რატომ არის წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი - "შეიძლება იანვარ-თებერვალში, დასავლეთში ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს"

წელს საკ­მა­ოდ თბი­ლი და უნა­ლე­ქო ზამ­თა­რი გვაქვს, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ცო­ტა­თი შე­ა­წუ­ხა და შე­აშ­ფო­თა კი­დეც. არა­და, ახა­ლი წელი კარს მოგ­ვად­გა, რო­მელ­საც ოდ­ნავ სი­ცი­ვე და თოვ­ლიც უხ­დე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა - 23-25 გრა­დუ­სი ფიქ­სირ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უკვე ხე­ე­ბი გა­იკ­ვირ­ტა.

"დე­კემ­ბე­რი სრუ­ლად უნდა გა­ვი­დეს, რომ შე­ვა­ფა­სოთ, რო­გო­რი იყო ის კლი­მა­ტუ­რად" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, დე­კემ­ბრის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი რო­დე­საც და­ჯამ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­ურ კლი­მა­ტურ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რის დიდი ცვლი­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა.

სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ 2010 წელს, ბა­თუმ­ში +28 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და და მსგავ­სი მა­ნამ­დეც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. დე­კემ­ბრის­თვის ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო კი ის არის, რომ წელს ზამ­თრის ეს თვე ძა­ლი­ან მშრა­ლია.

"ყო­ველ­თვის, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ებ­ში თოვ­ლი დევს. შარ­შა­ნაც ამ დროს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში უკვე გახ­სნი­ლი იყო სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი. წინა წლებ­შიც ასე­ვე იყო. წელს რაც ხდე­ბა, ეს მარ­თლა იშ­ვი­ა­თო­ბაა - თოვ­ლის სა­ფა­რი მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში არ­სად ფიქ­სირ­დე­ბა.

ეს ბევ­რი ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ჯერ ერთი - გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბით, რაც მხო­ლოდ ჩვენ­ზე არ მოქ­მე­დებს, ასეა ევ­რო­პის რიგი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც წვიმს. წვიმს მოს­კოვ­შიც, ახა­ლი წლის წინ ასე­თი ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ არ ახ­სოვთ. მოკ­ლედ, ჩვენც ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ ამ გლო­ბა­ლურ ქსელ­ში, მაგ­რამ ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ხდე­ბა და ვი­მე­ო­რებ, მთლად უჩ­ვე­უ­ლო არ არის".

- რა იწ­ვევს ამ მოვ­ლე­ნებს?

- ნომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ე.წ. ციმ­ბი­რის ან­ტი­ციკ­ლო­ნი (მა­ღა­ლი წნე­ვის არე), რო­მე­ლიც ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მის ცენ­ტრში გამ­ყარ­დე­ბა, იწ­ვევს ძა­ლი­ან მშრალ და ცივ ამინდს, ხოლო მის პე­რი­ფე­რი­ა­ზე არც ისე ცივა, რაც ჩვენ­ზე მოქ­მე­დებს. კავ­კა­სი­ის მთლი­ა­ნი რე­გი­ო­ნი უკვე მე­ო­რე თვეა, მა­ღა­ლი წნე­ვის არე­ში მდე­ბა­რე­ობს. ახლა ცოტა კი შე­სუს­ტდა ამ მა­ღა­ლი წნე­ვის მოქ­მე­დე­ბა, ჩრდი­ლო­ეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით გა­და­ი­ნაც­ვლა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ამინ­დის ცვლი­ლე­ბას და­სავ­ლეთ­ში ვე­ლო­დე­ბით, რად­გან იქ, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, საკ­მა­ოდ დათ­ბა.

დათ­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც - 17 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში, თბი­ლა მთა­ში, მა­ღალ მთა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღა­მით შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა.

მოკ­ლედ, 27 დე­კემ­ბრი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის დაკ­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ისე არა, რომ მო­თო­ვოს. იქ უმე­ტე­სად წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც იწ­ვი­მებს, ხოლო ბარ­ში და მა­ღალ მთა­ში მო­თოვს.

- 31 დე­კემ­ბერს რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღა­მეს, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რა­საც ვუ­ყუ­რებთ, არც და­სავ­ლეთ­ში და არც აღ­მო­სავლთში ნა­ლე­ქი არ უნდა იყოს, მაგ­რამ ცოტა დრო კი­დევ არის და შე­იძ­ლე­ბა პროგ­ნო­ზი შე­იც­ვა­ლოს. თუმ­ცა, ტემ­პე­რა­ტუ­რა 27 დე­კემ­ბრის შემ­დეგ ცოტ-ცოტა ორი­ვე­გან (და­სავ­ლე­თი, აღ­მო­სავ­ლე­თი) და­იკ­ლებს.

- რაც შე­ე­ხე­ბა იან­ვარს, რას უნდა ვე­ლო­დოთ?

- თვის პროგ­ნო­ზი­თაც და სე­ზო­ნის პროგ­ნო­ზით გა­მოგ­ვი­ვი­და ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი, სე­ზო­ნის პროგ­ნო­ზით უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, სა­შუ­ა­ლო კლი­მა­ტურ ნორ­მა­ზე გა­დახ­რაა, ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლია (აქ სა­უ­ბა­რია თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე).

შე­იძ­ლე­ბა თვის ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში, იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 გრა­დუს­საც გა­და­ა­ჭარ­ბოს. იმ პე­რი­ოდ­ში, რა თქმა უნდა, ყინ­ვე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში, ისე - აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
5

რატომ და დიდი დათბობაა. ამას გაყვირის მთელი მსოფლიო.

mmm
3

ახალ წელს კი არ უხდება, ნათესებს უხდება და ხეხილს. მთელი ნათესები ჭიამ და თაგვმა გადაძოვა, ახლა ხეებიც გაიკვირტება, მერე ყინვა დაარტყამს და მომავალ წელს დავრჩებით პირში ჩალაგამოვლებული. რომ გვმოძღვრავენ ნაკვეთები არ გადაწვათო, ეს გასაგებია მაგრამ გადაუწვავ ნაკვეთებში რომ მილიარდობით ჭიის კვერცხი და თაგვის ბუდე დარჩა, იმას რა ვუწამლოთ? დარჩება გლეხი უხორბლოდ და უსაქონლოდ, ნაკვეთები ისეა გადაყვითლებული, ბალახის ნასახი არ არის და საქონელი მშიერია. რა უნდა ვჭამოთ? ხორცი 30-40 ლარი გახდება მალე კილოგრამი. რას ქვია თოვლი ახალი წელს და უხდება? მომავალი ახალ წელს აღარ გვინდა რომ მოვესწროთ? სოფლის მეურნეობას შველა უნდა. 1 ლიტრი ჭიის წამალი რომ იყიდო 120 ლარზე ნაკლები არ ღირს. რა გვეშველება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რატომ არის წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი - "შეიძლება იანვარ-თებერვალში, დასავლეთში ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს"

რატომ არის წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი - "შეიძლება იანვარ-თებერვალში, დასავლეთში ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს"

წელს საკმაოდ თბილი და უნალექო ზამთარი გვაქვს, რამაც საქართველოს მოსახლეობა ცოტათი შეაწუხა და შეაშფოთა კიდეც. არადა, ახალი წელი კარს მოგვადგა, რომელსაც ოდნავ სიცივე და თოვლიც უხდება.

განსაკუთრებით თბილა დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, ბათუმში ძალიან მაღალი ტემპერატურა - 23-25 გრადუსი ფიქსირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ხეები გაიკვირტა.

"დეკემბერი სრულად უნდა გავიდეს, რომ შევაფასოთ, როგორი იყო ის კლიმატურად" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.

მისივე თქმით, დეკემბრის საბოლოო შედეგები როდესაც დაჯამდება, სავარაუდოდ, საშუალო მრავალწლიურ კლიმატურ ნორმასთან შედარებით ტემპერატურის დიდი ცვლილება დაფიქსირდება.

სვეტლანა ნიორაძე გვეუბნება, რომ 2010 წელს, ბათუმში +28 გრადუსი დაფიქსირდა და მსგავსი მანამდეც დაფიქსირებულა. დეკემბრისთვის ყველაზე უჩვეულო კი ის არის, რომ წელს ზამთრის ეს თვე ძალიან მშრალია.

"ყოველთვის, ნოემბრის ბოლოს მაღალმთიან რეგიოებში თოვლი დევს. შარშანაც ამ დროს მაღალმთიან რეგიონებში უკვე გახსნილი იყო საკურორტო სეზონი. წინა წლებშიც ასევე იყო. წელს რაც ხდება, ეს მართლა იშვიათობაა - თოვლის საფარი მაღალმთიან რეგიონებში არსად ფიქსირდება.

ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ჯერ ერთი - გლობალური დათბობით, რაც მხოლოდ ჩვენზე არ მოქმედებს, ასეა ევროპის რიგი ქვეყნები, სადაც წვიმს. წვიმს მოსკოვშიც, ახალი წლის წინ ასეთი ტემპერატურა იქ არ ახსოვთ. მოკლედ, ჩვენც ჩართულები ვართ ამ გლობალურ ქსელში, მაგრამ ასეთი გამონაკლისები ხდება და ვიმეორებ, მთლად უჩვეულო არ არის".

- რა იწვევს ამ მოვლენებს?

- ნომბერ-დეკემბერში ე.წ. ციმბირის ანტიციკლონი (მაღალი წნევის არე), რომელიც ზამთრის პერიოდში მის ცენტრში გამყარდება, იწვევს ძალიან მშრალ და ცივ ამინდს, ხოლო მის პერიფერიაზე არც ისე ცივა, რაც ჩვენზე მოქმედებს. კავკასიის მთლიანი რეგიონი უკვე მეორე თვეა, მაღალი წნევის არეში მდებარეობს. ახლა ცოტა კი შესუსტდა ამ მაღალი წნევის მოქმედება, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გადაინაცვლა და უახლოეს დღეებში ამინდის ცვლილებას დასავლეთში ველოდებით, რადგან იქ, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ დათბა.

დათბა აღმოსავლეთ საქართველოშიც - 17 გრადუსამდე მოიმატა ტემპერატურამ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, თბილა მთაში, მაღალ მთაში, მიუხედავად იმისა, რომ ღამით შედარებით დაბალი ტემპერატურაა.

მოკლედ, 27 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლებას ველოდებით, მაგრამ ისე არა, რომ მოთოვოს. იქ უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოშიც იწვიმებს, ხოლო ბარში და მაღალ მთაში მოთოვს.

- 31 დეკემბერს როგორი ამინდია მოსალოდნელი?

- სავარაუდოდ, უნალექო ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს, დღევანდელი მონაცემებით, რასაც ვუყურებთ, არც დასავლეთში და არც აღმოსავლთში ნალექი არ უნდა იყოს, მაგრამ ცოტა დრო კიდევ არის და შეიძლება პროგნოზი შეიცვალოს. თუმცა, ტემპერატურა 27 დეკემბრის შემდეგ ცოტ-ცოტა ორივეგან (დასავლეთი, აღმოსავლეთი) დაიკლებს.

- რაც შეეხება იანვარს, რას უნდა ველოდოთ?

- თვის პროგნოზითაც და სეზონის პროგნოზით გამოგვივიდა ერთი გრადუსით მაღალი, სეზონის პროგნოზით უკვე მერამდენე წელია, საშუალო კლიმატურ ნორმაზე გადახრაა, ერთი გრადუსით მაღალია (აქ საუბარია თვის საშუალო ტემპერატურაზე).

შეიძლება თვის ცალკეულ დღეებში, იანვარ-თებერვალში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსსაც გადააჭარბოს. იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ყინვებიც მოსალოდნელია, როგორც დასავლეთში, ისე - აღმოსავლეთში.

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია

"მარტოა გამოკეტილი ოთახში, პანიკაშია..." - გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა