საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."
ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ახ­ლეა - ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი მალე დედა გახ­დე­ბა.

რო­გორც სურ­გუ­ლა­ძემ "მთა­ვა­რის" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლია:

"ჩემ­თვი­საც შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო, ახლა უკვე ვე­ღარც ვმა­ლავ... რა­ღაც პე­რი­ო­დი ამა­ზე არ ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად სა­სი­ხა­რუ­ლოა...

მე პი­რა­დად ყო­ველ­თვის ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა მა­შინ, როცა ამას არ ელო­დე­ბი. ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, ეს უფრო დიდ ენერ­გი­ას მომ­ცემს, სტი­მულს, თა­ნაც ორს ვე­ლო­დე­ბი, ასე რომ...

მე თვი­თონ ვარ ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი და ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნი... სულ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ამა­ზე, რო­დის აპი­რებ და არ მქონ­და პა­სუ­ხი, ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბით, მაგ­რამ ახლა ასე მოხ­და..." - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა "შენი დი­ლის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას.

ნინო სურ­გუ­ლა­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ნინო სურ­გუ­ლა­ძემ გა­სუ­ლი რვა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ოთხმო­ცამ­დე ბავ­შვს აჩუ­ქა სი­ცო­ცხლე, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ფი­ნანსდა და ჩა­უ­ტარ­დათ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ასე­ვე "ნატ­ვრის ხის" ფონდმა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ათა­სამ­დე ოჯახს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
1

ღმერთი გფარავდეს და ჯანმრთელად გამყოფოს.

333
2

უმშვენიერესი ხარ...გილოცავ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."

ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."

მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის ცხოვრებაში არაჩვეულებრივი სიახლეა - ოპერის მომღერალი მალე დედა გახდება.

როგორც სურგულაძემ "მთავარის" დილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, ეს მის ცხოვრებაში მოულოდნელი სიხარულია:

"ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო, ახლა უკვე ვეღარც ვმალავ... რაღაც პერიოდი ამაზე არ ვსაუბრობდი, მაგრამ ეს იმდენად სასიხარულოა...

მე პირადად ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ ცხოვრებაში რაღაცეები ხდება მაშინ, როცა ამას არ ელოდები. ვარ ძალიან ბედნიერი, ეს უფრო დიდ ენერგიას მომცემს, სტიმულს, თანაც ორს ველოდები, ასე რომ...

მე თვითონ ვარ ძალიან შოკირებული და ყველა ჩემიანი... სულ მეკითხებოდნენ ამაზე, როდის აპირებ და არ მქონდა პასუხი, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით, მაგრამ ახლა ასე მოხდა..." - აღნიშნა მომღერალმა "შენი დილის" ეთერში სტუმრობისას.

ნინო სურგულაძე წარმატებული კარიერის გარდა, ქველმოქმედებით არის დაკავებული. 42 წლის მეცო-სოპრანოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

ნინო სურგულაძემ გასული რვა საქველმოქმედო კონცერტით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით ოთხმოცამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ასევე "ნატვრის ხის" ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს.

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს