მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა
ბათუმში დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა

ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლომ მო­ქა­ლა­ქე რაულ თე­ბი­ძე პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა.

დღე­ვან­დელ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე რაულ თე­ბი­ძე სა­პა­ტიო სტუმ­რად იყო მიწ­ვე­უ­ლი. ექი­მე­ბის თქმით, რომ არა მისი დახ­მა­რე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძე ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და.

თა­ვარ­თქი­ლა­ძე ბა­თუმ­ში 18 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მას თავ­დამ­სხმელ­მა ყე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა. დაჭ­რილს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გა­უ­წია რაულ თე­ბი­ძემ - სის­ხლდე­ნა შე­უ­ჩე­რა და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელს და­ეხ­მა­რა.

თე­ბი­ძე 41 წლი­საა, იგი ხე­ლო­სა­ნია და ბა­თუმ­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

პო­ლი­ცი­ე­ლის გა­დამ­რჩე­ნელს აჭა­რის მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 2000 ლარი და სი­გე­ლი გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელს, იგი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბას გადი, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე 18 დე­კემ­ბრის ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძე სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.

ეკი­პა­ჟი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნობ­მა პირ­მა ისი­ნი გა­ა­ჩე­რა და ერთ-ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცველს ყე­ლის არე­ში მძი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლის მე­წყვი­ლემ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

პო­ლი­ცი­ე­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ გელა ჭა­ღა­ლი­ძეს კი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსანდრე
0

ღმერთმა გაგახაროს! წარმატებები შენ და შენ ოჯახს!

თემური
0

წლის ადამიანის წოდებას იმსახურებს ეს კაცი! ვენაცვალე ადამიანობაში,მისაბაძი ადამიანია და ავიღოთ ყველამ მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს მიუხედავად განსხვავევებისა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბათუმში დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა

ბათუმში დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა

ბათუმის საკრებულომ მოქალაქე რაულ თებიძე პოლიციელის სიცოცხლის გადარჩენისთვის დააჯილდოვა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე რაულ თებიძე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. ექიმების თქმით, რომ არა მისი დახმარება პოლიციელი ოთარ თავართქილაძე ვერ გადარჩებოდა.

თავართქილაძე ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდამსხმელმა ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. დაჭრილს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწია რაულ თებიძემ - სისხლდენა შეუჩერა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანამდე დაჭრილ პოლიციელს დაეხმარა.

თებიძე 41 წლისაა, იგი ხელოსანია და ბათუმში მშენებლობაზე მუშაობს.

პოლიციელის გადამრჩენელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2000 ლარი და სიგელი გადაეცა საჩუქრად.

რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს, იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას გადი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 18 დეკემბრის ღამით პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ოთარ თავართქილაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ეკიპაჟი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა ისინი გააჩერა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ყელის არეში მძიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაჭრილის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

არის თუ არა  საქართველოში გრიპის ეპიდემია? - პაატა იმნაძე ვაქცინაციისა და ავადობის მაჩვენებლებზე

საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

"პანდას" ვიდეომიმართვა ბრალდებების საპასუხოდ: "ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით"