კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე
"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გრან­დი­ო­ზულ ფი­ნა­ლამ­დე ზუს­ტად ერთი კვი­რა გვა­შო­რებს. 31 დე­კემ­ბერს შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­ი­ღებს საგ­ზურს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე.

რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, წელს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჰყავს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს", რაც თი­თო­ე­ულ­მა არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა.

AMBEBI.GE ფი­ნა­ლამ­დე ესა­უბ­რა შო­უ­ში დარ­ჩე­ნილ 4 კონ­კურ­სანტს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ კონ­კურ­სზე, ერ­თმა­ნეთ­ზე და რა შან­სე­ბი აქვთ ფი­ნალ­ში?

ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე:

- სი­მარ­თლე გი­თხა­რათ, არ გამ­კვირ­ვე­ბია, რომ ფი­ნალ­ში ვარ, ჩემი მა­ყუ­რებ­ლის იმე­დი სულ მქონ­და და ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას ყვე­ლა ლა­ივ­ზე ვგრძნობ­დი. ყო­ველ ჯერ­ზე სულ პირ­ველ სა­მე­ულ­ში ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და ბედ­ნი­ე­რი ვარ, ფი­ნალ­ში რომ ვიმ­ღე­რებ. ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი ღირ­სე­უ­ლია და ასე­ვე დგას სცე­ნა­ზე.

ამ პრო­ექ­ტში ვა­კე­თებ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს და ხალ­ხს კი­დევ ერთხელ დიდ მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი.

ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა იმის­თვის, რომ ხალ­ხს გა­ვაც­ნო, და­ვა­ნა­ხო, რომ სცე­ნა­ზე და­სად­გო­მად არც ზო­მაა სა­ჭი­რო და არც წონა, მთა­ვა­რია თავი! ერთი გა­მოთ­ქმაა - "სცე­ნამ მას მერე და­კარ­გა ფასი, რაც იქ მა­ხინ­ჯებს აუკ­რძა­ლეს დგო­მაო“ - ზუს­ტად ასეა. ადა­მი­ა­ნე­ბი რო­დე­საც გრძნო­ბენ, რომ მათი ად­გი­ლი სცე­ნა­ზეა, ადი­ან იქ. ყო­ველ­თვის მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვა­ფა­სებ ყვე­ლა­ფერს - ვი­საც არც ჭკუა და უნა­რე­ბი არ აქვს, რომ სცე­ნა­ზე იდ­გეს, არ უნდა იდ­გეს.

მა­რი­ამ გო­გი­ბე­რი­ძე:

- ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი მხო­ლოდ ერთი რამ ვერ იქ­ნე­ბა, რა­ღა­ცე­ბის ჯა­მია. პირ­ველ რიგ­ში, არის გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ, მან შემ­ძი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი - ბევ­რი კარ­გი პი­როვ­ნე­ბა, ასე­ვე - დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა.

- შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ოჯა­ხის წევ­რებს გა­მო­ე­პა­რე და მათ­გან ჩუ­მად მოხ­ვე­დი პრო­ექ­ტში. რა­ტომ? ახლა რას გე­უბ­ნე­ბი­ან ისი­ნი?

- მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვავ­ლი­ნო, თუმ­ცა კრი­ტი­კუ­ლე­ბიც არი­ან და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მათ კრი­ტი­კას მო­ვუს­მი­ნო. სა­ბო­ლო­ოდ, ყო­ველ­თვის მარ­თლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე. მათ რჩე­ვებს სულ ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

რაც შე­ე­ხე­ბა სახ­ლი­დან ჩემს ამ კონ­კურ­სზე გა­მო­პარ­ვას, არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, პრო­ექ­ტში, თუნ­დაც კას­ტინგზე მო­სუ­ლი, რას მი­ვაღ­წევ­დი, ცოტა შე­ში­ნე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი. ამი­ტომ, თუ ჟი­უ­რის მო­ვე­წო­ნე­ბო­დი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ რომ გა­მი­მარ­თლა, ეს სა­ი­დუმ­ლო დიდ­ხანს ვერ შე­ვი­ნა­ხე და ვუ­თხა­რი, ყვე­ლა გა­ვა­ხა­რე.

თა­მარ კა­კა­ლაშ­ვი­ლი:

- ჩემ­თვის „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ მე­ო­რე ოჯა­ხი­ვი­თაა. ამ­დე­ნი ხა­ნია აქ ვარ, ყო­ველ კვი­რა რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვართ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყო­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე. აქ ყოფ­ნა ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყა­როა.

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში აქე­დან რას წა­ი­ღებ?

- დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას, ბევრ კარგ მუ­სი­კოს მე­გო­ბარს. ფი­ნალ­ში ვართ ოთხი კონ­კურ­სან­ტი - მე ჩემი თა­ვის დიდი იმე­დი მაქვს და სა­კუ­თარ თავს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, მჯე­რა თა­მარ კა­კა­ლაშ­ვი­ლის.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი:

- ამ სე­ზონ­ზე ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ ათე­ულ­ში­ვე ყვე­ლა კარ­გი კონ­კურ­სან­ტი მოხ­ვდა. ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მა­გა­რი ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოჰო ჰოოოო
3

ეს სამხარაძე რა ჩაქოქილიაააა) ყველას გოგიბერიძე სჯობია ნამდვილია ,არაყალბი!

 

ნანკა
9

იიიიიიიიიიიიიი ვაჰი მეეეე, ეს ბარბარაი რო ცოტა გახდეი არაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"საქართველოს ვარსკვლავის" გრანდიოზულ ფინალამდე ზუსტად ერთი კვირა გვაშორებს. 31 დეკემბერს შოუს გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც ავტომატურად მიიღებს საგზურს "ევროვიზიის" კონკურსზე.

როგორც ჟიურის წევრები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, წელს ძალიან ძლიერი მონაწილეები ჰყავს "საქართველოს ვარსკვლავს", რაც თითოეულმა არაერთხელ დაამტკიცა.

AMBEBI.GE ფინალამდე ესაუბრა შოუში დარჩენილ 4 კონკურსანტს. საინტერესოა, რას ფიქრობენ კონკურსზე, ერთმანეთზე და რა შანსები აქვთ ფინალში?

ბარბარა სამხარაძე:

- სიმართლე გითხარათ, არ გამკვირვებია, რომ ფინალში ვარ, ჩემი მაყურებლის იმედი სულ მქონდა და ადამიანების მხარდაჭერას ყველა ლაივზე ვგრძნობდი. ყოველ ჯერზე სულ პირველ სამეულში ვიყავი. მოკლედ, ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვარ, ფინალში რომ ვიმღერებ. ყველა კონკურსანტი ღირსეულია და ასევე დგას სცენაზე.

ამ პროექტში ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს და ხალხს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები.

ეს პროექტი ჩემთვის ახალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ხალხს გავაცნო, დავანახო, რომ სცენაზე დასადგომად არც ზომაა საჭირო და არც წონა, მთავარია თავი! ერთი გამოთქმაა - "სცენამ მას მერე დაკარგა ფასი, რაც იქ მახინჯებს აუკრძალეს დგომაო“ - ზუსტად ასეა. ადამიანები როდესაც გრძნობენ, რომ მათი ადგილი სცენაზეა, ადიან იქ. ყოველთვის მაყურებლის პოზიციიდან ვაფასებ ყველაფერს - ვისაც არც ჭკუა და უნარები არ აქვს, რომ სცენაზე იდგეს, არ უნდა იდგეს.

მარიამ გოგიბერიძე:

- ჩემთვის ეს პროექტი მხოლოდ ერთი რამ ვერ იქნება, რაღაცების ჯამია. პირველ რიგში, არის გზა წარმატებისკენ, მან შემძინა ადამიანები - ბევრი კარგი პიროვნება, ასევე - დიდი გამოცდილება.

- შესარჩევ ტურზე ოჯახის წევრებს გამოეპარე და მათგან ჩუმად მოხვედი პროექტში. რატომ? ახლა რას გეუბნებიან ისინი?

- მეუბნებიან, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო, თუმცა კრიტიკულებიც არიან და ყოველთვის ვცდილობ, მათ კრიტიკას მოვუსმინო. საბოლოოდ, ყოველთვის მართლები აღმოჩნდებიან ხოლმე. მათ რჩევებს სულ ვითვალისწინებ.

რაც შეეხება სახლიდან ჩემს ამ კონკურსზე გამოპარვას, არ ვიყავი დარწმუნებული, პროექტში, თუნდაც კასტინგზე მოსული, რას მივაღწევდი, ცოტა შეშინებულიც ვიყავი. ამიტომ, თუ ჟიურის მოვეწონებოდი, ოჯახის წევრებისთვის სიურპრიზის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ რომ გამიმართლა, ეს საიდუმლო დიდხანს ვერ შევინახე და ვუთხარი, ყველა გავახარე.

თამარ კაკალაშვილი:

- ჩემთვის „საქართველოს ვარსკვლავი“ მეორე ოჯახივითაა. ამდენი ხანია აქ ვარ, ყოველ კვირა რეპეტიციებს გავდივართ, ძალიან მიყვარს ყოველი მონაწილე. აქ ყოფნა ჩემი პროფესიული, მუსიკალური განვითარებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

- ნებისმიერ შემთხვევაში აქედან რას წაიღებ?

- დიდ გამოცდილებას, ბევრ კარგ მუსიკოს მეგობარს. ფინალში ვართ ოთხი კონკურსანტი - მე ჩემი თავის დიდი იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ, მჯერა თამარ კაკალაშვილის.

თორნიკე ყიფიანი:

- ამ სეზონზე ისე აღმოჩნდა, რომ ათეულშივე ყველა კარგი კონკურსანტი მოხვდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ფინალი იქნება!

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?