მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში
რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ იან­ვრის ნო­მე­რი #1(109), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის ის­ტო­რია

სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლი დრო­ი­დან ჰქონ­და გერ­ბი, რო­მელ­საც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, უმე­ტეს­წი­ლად წმინ­და გი­ორ­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა (დრო­შას­თან ერ­თად) ამ­შვე­ნებ­და... სა­ვა­რა­უ­დოდ, წმინ­და გი­ორ­გის კულ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო VII სა­უ­კუ­ნი­დან, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ ამ დრო­ი­დან გაჩ­ნდა მისი უძ­ვე­ლე­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ნი ქარ­თულ ტაძ­რებ­ზე. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წმინ­და გი­ორ­გი ძლე­ვა­მო­სი­ლი­სა, რო­მე­ლიც შუ­ბით ლახ­ვრავს მი­წა­ზე განრ­თხმულ გვე­ლე­შაპს - შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან დას­ტურ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლი­კა­ში, კერ­ძოდ, რო­გორც დრო­შა­სა და გერბზე, ასე­ვე, სა­მე­ფოს ბე­ჭედ­სა და ნუ­მიზ­მა­ტი­კურ მა­სა­ლა­ზეც.

წმინ­და გი­ორ­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ამ­შვე­ნებს კა­ხეთ-ჰე­რე­თის ხელ­მწი­ფის, კვი­რი­კე III დი­დის მე­ფო­ბის (1014-1037/39) პე­რი­ოდ­ში მოჭ­რილ მო­ნე­ტებს, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბაც ცნო­ბი­ლი ამ შვი­დი წლის წინ გახ­და. კვი­რი­კე III დიდი იყო არევ­მა­ნელ­თა დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვაჟი კა­ხე­თის ქო­რე­პის­კო­პოს და­ვი­თი­სა (მთავ­რობ­და 976-1009 წლებ­ში), რო­მელ­მაც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ჰე­რე­თის შე­ერ­თე­ბა მო­ა­ხერ­ხა. კვი­რი­კე III კა­ხეთ-ჰე­რე­თის პირ­ვე­ლი მეფე გახ­და.

აქამ­დე უც­ნო­ბი მისი მო­ნე­ტე­ბის რე­ვერ­სზე (ზურ­გზე) გა­მო­სა­ხუ­ლია ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ზე­მო­დან ჯვრით და­ბო­ლო­ე­ბუ­ლი შუ­ბით ლახ­ვრავს მი­წა­ზე დაგ­დე­ბულ იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს. ეს ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნულ-მუს­ლი­მუ­რი მო­ნე­ტე­ბია და ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი მო­ნე­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც წმინ­და გი­ორ­გია გა­მო­სა­ხუ­ლი. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, კვი­რი­კე III-ის მო­ნე­ტებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და გი­ორ­გი სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო აღ­მო­სავ­ლურ­ქარ­თუ­ლი სა­მე­ფოს - კა­ხეთ-ჰე­რე­თის იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში იგი გა­მო­დის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი გერ­ბი...

პრო­ფე­სია სან­ტა კლა­უ­სი

მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის შობა-ახა­ლი წელი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ამ დღე­სას­წა­უ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა თოვ­ლის ბა­ბუა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო თოვ­ლის პაპა - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამე­რი­კა­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კა­თო­ლი­კურ სამ­ყა­რო­ში - სან­ტა კლა­უ­სი. მისი ის­ტო­რია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის და­არ­სე­ბულ ნიუ-იორკში იწყე­ბა.

სწო­რედ მათ და­ნერ­გეს სა­ჩუქ­რე­ბის და­რი­გე­ბის ტრა­დი­ცია, რა­საც ან­გლო­საქ­სე­ბი დას­ცი­ნოდ­ნენ, თუმ­ცა შემ­დეგ მშვე­ნივ­რად აით­ვი­სეს ეს არ­ცთუ ური­გო წა­მო­წყე­ბა. 1822 წელს ნიუ-იორ­კის ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, ვინ­მე კლე­მენტ მურ­მა შექ­მნა ზღაპ­რე­ბის სე­რია, სა­დაც აღ­წერ­და, რო­გორ ჩა­მო­დი­ო­და რვა ირემ­შებ­მუ­ლი მარ­ხი­ლით სან­ტა კლა­უ­სი ქვე­ყა­ნა­ში, ანუ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. მან აგ­რეთ­ვე აი­ძუ­ლა სან­ტა კლა­უ­სი, სა­ჩუქ­რე­ბის და­სა­რი­გებ­ლად კვამლსა­დენ­ში ეძ­რო­მი­ა­ლა. 1841 წელს ფი­ლა­დელ­ფი­ელ­მა კო­მერ­სან­ტმა მა­ღა­ზი­ა­ში მყიდ­ვე­ლის მი­სა­ზი­დად და­ი­ქი­რა­ვა კაცი, რო­მე­ლიც თბილ ქურ­ქში გა­მო­წყო­ბი­ლი, მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხუ­რავ­ზე, სა­ბუხ­რე მი­ლის გვერ­დით იჯდა...

მხო­ლოდ 1885 წლი­დან ვხვდე­ბით სან­ტა კლა­უსს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხით, ანუ წი­თელ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბილ თეთ­რწვე­რი­ან ბე­რი­კაცს. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია მსოფ­ლი­ო­ში და შობა-ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რს ახა­რებს. ბევ­რს კი აძ­ლევს სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­საც კარ­გად ანა­ზღა­უ­რე­ბენ. სან­ტა კლა­უ­სის “კი­ნო­კა­რი­ე­რა” კი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის გა­რიჟ­რაჟ­ზე, 1898 წელს და­ი­წყო. იგი ყო­ველ­თვის სი­კე­თის, სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო. თუმ­ცა შე­იც­ვა­ლა დრო და სან­ტას ტან­საც­მელ­ში, ცოტა არ იყოს, სხვაგ­ვა­რი გმი­რე­ბიც გა­მო­ა­წყვეს...

ილი - კა­თედ­რა­ლი პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ­ში

ინ­გლი­სის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ბრწყინ­ვა­ლე ტაძ­რებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ნავი (75 მ), რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, აქვს პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­უ­ლი ქა­ლა­ქის - ილის სა­კა­თედ­რო ტა­ძარს, რო­მე­ლიც 1083-1375 წლებ­ში აიგო. ტა­ძა­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზი­საა. მის ად­გი­ლას იდგა ან­გლო­საქსთა დიდი წმინ­და­ნის, ეთელდრე­დას მიერ 673 წელს აგე­ბუ­ლი სა­ა­ბა­ტო.

XI სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლის­თვის ოთხსა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ილი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ან­გლო­საქ­სუ­რი მო­ნას­ტე­რი იყო - სა­ხელ­გან­თქმუ­ლი წმინ­და­ნით, სა­გან­ძუ­რით, ბიბ­ლი­ო­თე­კით.1066 წელს ინ­გლი­სი ნორ­მა­ნებ­მა და­ი­პყრეს და უკვე 70-იან წლებ­ში თით­ქმის ყვე­ლა ტაძ­რი­სა და სა­ა­ბა­ტოს გა­და­კე­თე­ბას ან ხე­ლახ­ლა აშე­ნე­ბას მიჰ­ყვეს ხელი. ილი­ში ნორ­მა­ნებ­მა ტაძ­რის აგე­ბა 1083 წელს და­ი­წყეს. ილი თავ­და­პირ­ვე­ლად მო­ნუ­მენ­ტურ რო­მა­ნულ სტილ­ში იგე­ბო­და, ხოლო შემ­დგომ ქორო, სამ­რეკ­ლო და ეგვტე­რი მო­ნა­ნი­ე­თათ­ვის შე­სა­ნიშ­ნავ გო­ტი­კურ სტილ­ში გა­და­კეთ­და.

უნი­კა­ლურ შიდა სივ­რცეს ქმნის რვა­კუ­თხა ცენ­ტრა­ლუ­რი კოშ­კი, ე.წ. ფარ­ნით ზემო ნა­წილ­ში. ტაძ­რის სა­ერ­თო სიგ­რძეა 164 მეტ­რი, და­სავ­ლე­თის კოშ­კის სი­მაღ­ლეა 66 მეტ­რი, რვა­კუ­თხა ფარ­ნის კოშ­კი­სა - 52. თვით ფარ­ნის ძირი ტაძ­რის ია­ტა­კი­დან 43 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზეა. ეს ცენ­ტრა­ლუ­რი კოშ­კი ტაძ­რის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ნა­წი­ლია. ხის დიდი ფა­რა­ნი თით­ქოს­და მხო­ლოდ წვრილ საყ­რდე­ნებს უჭი­რავს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ფა­რა­ნი­ცა და მთე­ლი სა­ხუ­რა­ვიც ხის რთულ კონ­სტრუქ­ცი­ას ეყ­რდნო­ბა... 1845 წელს მო­ხერ­ხდა ტაძ­რის ხე­ლახ­ლა შე­მინ­ვა - ნაწ­რთო­ბი ფე­რა­დი მი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­გო­ნე­ბის შემ­დეგ. ილის ტა­ძარს ამ­ჟა­მად წე­ლი­წად­ში 250 ათა­სი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. აუ­ღე­ბე­ლი ფორ­ტი ბო­ურ­ტან­გე
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. “ქრის­ტი­ა­ნულ-არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი” - 9
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლი ბრუნ­დე­ბა
  • ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბი. ვინ იყო გე­ნე­რა­ლი ილია მა­კა­რაშ­ვი­ლი
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი - რა­ჟა­მე­ბი­ა­ნი ქუ­დე­ბი
  • კვა­ლი ნა­თე­ლი. ილია და არ­ტურ ლა­ის­ტი
  • პორ­ტრე­ტე­ბი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნი­დან. “კი­დევ ჩა­მოდ, ელენ!..” / რა­ტომ წა­ვი­და 19 წლის თე­ლა­ვე­ლი გო­გო­ნა თუ­შეთ­ში წერა-კი­თხვის გა­სავ­რცე­ლებ­ლად
  • რე­ვო­ლუ­ცია და რე­ლი­გია. ფი­დელ კას­ტრო და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია - გზა დევ­ნი­დან აღი­ა­რე­ბამ­დე
  • მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ქარ­თუ­ლი მე­ფუტკრე­ო­ბა ფე­რე­იდ­ნი­დან / ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის როლი ირა­ნის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში
  • სკან­დი­ნა­ვი­ის ის­ტო­რი­ი­დან. “ჩრდი­ლო­ე­თის ლო­მის” სამ­ხედ­რო გე­ნია (და­სას­რუ­ლი)
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. ბულ­გა­რე­ლი ფუშე მა­სო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ / ნი­კო­ლა გე­შე­ვი რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ამარ­ცხებს (გაგ­რძე­ლე­ბა)
  • ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერი #1(109), რომელშიც წაიკითხავთ:

საქართველოს სახელმწიფო გერბის ისტორია

საქართველოს ძველი დროიდან ჰქონდა გერბი, რომელსაც შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროების ცნობით, უმეტესწილად წმინდა გიორგის გამოსახულება (დროშასთან ერთად) ამშვენებდა... სავარაუდოდ, წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უნდა გავრცელებულიყო VII საუკუნიდან, ვინაიდან სწორედ ამ დროიდან გაჩნდა მისი უძველესი გამოსახულებანი ქართულ ტაძრებზე. გამოსახულება წმინდა გიორგი ძლევამოსილისა, რომელიც შუბით ლახვრავს მიწაზე განრთხმულ გველეშაპს - შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროებიდან დასტურდება საქართველოს სამეფოს სახელმწიფო სიმბოლიკაში, კერძოდ, როგორც დროშასა და გერბზე, ასევე, სამეფოს ბეჭედსა და ნუმიზმატიკურ მასალაზეც.

წმინდა გიორგის გამოსახულება ამშვენებს კახეთ-ჰერეთის ხელმწიფის, კვირიკე III დიდის მეფობის (1014-1037/39) პერიოდში მოჭრილ მონეტებს, რომელთა არსებობაც ცნობილი ამ შვიდი წლის წინ გახდა. კვირიკე III დიდი იყო არევმანელთა დინასტიის წარმომადგენელი, ვაჟი კახეთის ქორეპისკოპოს დავითისა (მთავრობდა 976-1009 წლებში), რომელმაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰერეთის შეერთება მოახერხა. კვირიკე III კახეთ-ჰერეთის პირველი მეფე გახდა.

აქამდე უცნობი მისი მონეტების რევერსზე (ზურგზე) გამოსახულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, რომელიც ზემოდან ჯვრით დაბოლოებული შუბით ლახვრავს მიწაზე დაგდებულ იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ამიერკავკასიის პირველი ქრისტიანულ-მუსლიმური მონეტებია და ყველაზე ადრეული მონეტები, რომლებზეც წმინდა გიორგია გამოსახული. ჩვენი ვარაუდით, კვირიკე III-ის მონეტებზე გამოსახული წმინდა გიორგი სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო აღმოსავლურქართული სამეფოს - კახეთ-ჰერეთის იმდროინდელი სახელმწიფო გერბი. ამ შემთხვევაში იგი გამოდის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ქართული გერბი...

პროფესია სანტა კლაუსი

მსოფლიოს ბევრი ადამიანისთვის შობა-ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა თოვლის ბაბუა დასავლეთ საქართველოში, ხოლო თოვლის პაპა - აღმოსავლეთ საქართველოში. ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი კათოლიკურ სამყაროში - სანტა კლაუსი. მისი ისტორია, როგორც ამბობენ, ჰოლანდიელების დაარსებულ ნიუ-იორკში იწყება.

სწორედ მათ დანერგეს საჩუქრების დარიგების ტრადიცია, რასაც ანგლოსაქსები დასცინოდნენ, თუმცა შემდეგ მშვენივრად აითვისეს ეს არცთუ ურიგო წამოწყება. 1822 წელს ნიუ-იორკის ერთმა მოქალაქემ, ვინმე კლემენტ მურმა შექმნა ზღაპრების სერია, სადაც აღწერდა, როგორ ჩამოდიოდა რვა ირემშებმული მარხილით სანტა კლაუსი ქვეყანაში, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან აგრეთვე აიძულა სანტა კლაუსი, საჩუქრების დასარიგებლად კვამლსადენში ეძრომიალა. 1841 წელს ფილადელფიელმა კომერსანტმა მაღაზიაში მყიდველის მისაზიდად დაიქირავა კაცი, რომელიც თბილ ქურქში გამოწყობილი, მთელი დღეების განმავლობაში სახურავზე, საბუხრე მილის გვერდით იჯდა...

მხოლოდ 1885 წლიდან ვხვდებით სანტა კლაუსს ტრადიციული სახით, ანუ წითელ სამოსში გამოწყობილ თეთრწვერიან ბერიკაცს. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მსოფლიოში და შობა-ახალი წლის დღეებში ძალიან ბევრს ახარებს. ბევრს კი აძლევს სამუშაოს, რომელსაც კარგად ანაზღაურებენ. სანტა კლაუსის “კინოკარიერა” კი კინემატოგრაფის გარიჟრაჟზე, 1898 წელს დაიწყო. იგი ყოველთვის სიკეთის, სიხარულისა და ბედნიერების განსახიერება იყო. თუმცა შეიცვალა დრო და სანტას ტანსაცმელში, ცოტა არ იყოს, სხვაგვარი გმირებიც გამოაწყვეს...

ილი - კათედრალი პროვინციულ ქალაქში

ინგლისის მრავალრიცხოვან ბრწყინვალე ტაძრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნავი (75 მ), რაც უნდა გასაკვირი იყოს, აქვს პატარა პროვინციული ქალაქის - ილის საკათედრო ტაძარს, რომელიც 1083-1375 წლებში აიგო. ტაძარი გამორჩეული სილამაზისაა. მის ადგილას იდგა ანგლოსაქსთა დიდი წმინდანის, ეთელდრედას მიერ 673 წელს აგებული სააბატო.

XI საუკუნის დასასრულისთვის ოთხსაუკუნოვანი ილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანგლოსაქსური მონასტერი იყო - სახელგანთქმული წმინდანით, საგანძურით, ბიბლიოთეკით.1066 წელს ინგლისი ნორმანებმა დაიპყრეს და უკვე 70-იან წლებში თითქმის ყველა ტაძრისა და სააბატოს გადაკეთებას ან ხელახლა აშენებას მიჰყვეს ხელი. ილიში ნორმანებმა ტაძრის აგება 1083 წელს დაიწყეს. ილი თავდაპირველად მონუმენტურ რომანულ სტილში იგებოდა, ხოლო შემდგომ ქორო, სამრეკლო და ეგვტერი მონანიეთათვის შესანიშნავ გოტიკურ სტილში გადაკეთდა.

უნიკალურ შიდა სივრცეს ქმნის რვაკუთხა ცენტრალური კოშკი, ე.წ. ფარნით ზემო ნაწილში. ტაძრის საერთო სიგრძეა 164 მეტრი, დასავლეთის კოშკის სიმაღლეა 66 მეტრი, რვაკუთხა ფარნის კოშკისა - 52. თვით ფარნის ძირი ტაძრის იატაკიდან 43 მეტრის სიმაღლეზეა. ეს ცენტრალური კოშკი ტაძრის ყველაზე ძველი ნაწილია. ხის დიდი ფარანი თითქოსდა მხოლოდ წვრილ საყრდენებს უჭირავს. სინამდვილეში კი ფარანიცა და მთელი სახურავიც ხის რთულ კონსტრუქციას ეყრდნობა... 1845 წელს მოხერხდა ტაძრის ხელახლა შემინვა - ნაწრთობი ფერადი მინის ტექნოლოგიის გამოგონების შემდეგ. ილის ტაძარს ამჟამად წელიწადში 250 ათასი ადამიანი სტუმრობს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. აუღებელი ფორტი ბოურტანგე
  • ახალი ამბები. “ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი” - 9
  • ახალი ამბები. ქართული ისტორიული ქსოვილი ბრუნდება
  • ქართველი ოფიცრები. ვინ იყო გენერალი ილია მაკარაშვილი
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - რაჟამებიანი ქუდები
  • კვალი ნათელი. ილია და არტურ ლაისტი
  • პორტრეტები გასული საუკუნიდან. “კიდევ ჩამოდ, ელენ!..” / რატომ წავიდა 19 წლის თელაველი გოგონა თუშეთში წერა-კითხვის გასავრცელებლად
  • რევოლუცია და რელიგია. ფიდელ კასტრო და კათოლიკური ეკლესია - გზა დევნიდან აღიარებამდე
  • მემკვიდრეობა. ქართული მეფუტკრეობა ფერეიდნიდან / ფერეიდნელების როლი ირანის სოფლის მეურნეობის განვითარებაში
  • სკანდინავიის ისტორიიდან. “ჩრდილოეთის ლომის” სამხედრო გენია (დასასრული)
  • სადაზვერვო თამაშები. ბულგარელი ფუშე მასონების წინააღმდეგ / ნიკოლა გეშევი რუსულ სპეცსამსახურებს ამარცხებს (გაგრძელება)
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში

Stamba's Books-შიელიფ შაფაქის "ხუროთმოძღვრის შეგირდის" წარდგენა გაიმართება

ადამიანები, რომლებმაც გავლენა იქონიეს სხვადასხვა ეპოქაზე და შექმნეს ისტორია

პროექტს "ქართველი მეფეები" კიდევ 12 ტომი დაემატება