პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაგჭირდებათ 108 ცალი მანდარინი და ფორთოხალი ახალი წლის ღამეს - ფენ-შუის მიხედვით, წელს საახალწლო სუფრაზე საცივი და გოჭი არ უნდა იყოს
რატომ დაგჭირდებათ 108 ცალი მანდარინი და ფორთოხალი ახალი წლის ღამეს - ფენ-შუის მიხედვით, წელს საახალწლო სუფრაზე საცივი და გოჭი არ უნდა იყოს

ტრა­დი­ცი­უ­ლად, მთე­ლი სამ­ყა­რო ახა­ლი წლის შე­მოს­ვლას 31 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ნავს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ვირ­თხის წე­ლი­წა­დი 4 თე­ბერ­ვალს დად­გე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ახა­ლი წლის ღა­მეს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი დაგ­ვიდ­გეს და რა უნდა გა­ვა­კე­თოთ აუ­ცი­ლებ­ლად - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ფენ-შუის მას­ტე­რი თიკა ქო­ქაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- თიკა, რით უნდა გა­ვუ­მას­პინ­ძლდეთ სტუმ­რებს ახა­ლი წლის ღა­მეს?

- ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ახალ წელს ოჯახ­თან ერ­თად შეხ­ვდე­ბით, რად­გან ვირ­თხა მე­ო­ჯა­ხე ცხო­ვე­ლია. წელს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გა­ა­წყვეთ მსუ­ბუ­ქი სა­ლა­თე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იდოს მა­გი­და­ზე ხილი, ყვე­ლი, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის თხი­ლე­უ­ლი, ტკბი­ლე­უ­ლი... აკ­რძალ­ვაა ძი­რი­თა­დად ცხი­მი­ან საკ­ვებ­ზე.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლა­მა­ზად იყოს გაპ­რან­ჭუ­ლი სუფ­რა, ბრჭყვი­ა­ლე­ბით და ბევ­რი ოქ­როს­ფე­რით. სა­ერ­თოდ არ არის სა­ჭი­რო, რომ წელს სა­ცი­ვი და გოჭი გქონ­დეთ სუფ­რა­ზე, რად­გან რო­გორც ზე­ვით მო­გახ­სე­ნეთ, ცხი­მი­ა­ნი საჭ­მე­ლი სა­სურ­ვე­ლი არ არის.

- რა რი­ტუ­ა­ლი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ ახა­ლი წლის ღა­მეს, რომ მთე­ლი წელი ბა­რა­ქი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გვქონ­დეს?

- ეს რი­ტუ­ა­ლი არის უძ­ვე­ლე­სი და მისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ახა­ლი წლის დად­გო­მა­მა­დე. აი­ღეთ 108 ცალი (ეს ფენ-შუის მი­ხედ­ვით, ბა­რა­ქის ციფ­რია) ფორ­თო­ხა­ლი და მან­და­რი­ნი, რომ­ლებ­საც სახ­ლის მთა­ვა­რი შე­მო­სას­ვლე­ლი­დან და­ა­გო­რებთ ახა­ლი წლის ღა­მეს ოთა­ხებ­ში ან თქვენ მეკვლეს სთხოვთ ამის გა­კე­თე­ბას.

სამი დღე და­ტო­ვეთ ძირს და­გო­რე­ბუ­ლი ციტ­რუ­სი, შემ­დეგ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლე­ბი გა­და­ყა­რეთ და რაც დაგ­რჩე­ბათ მი­ირ­თვით, და­უ­რი­გეთ მე­ზობ­ლებს ან უცხო­ებს ქუ­ჩა­ში. და­ზი­ა­ნე­ბულ ფორ­თოხ­ლებ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ნე­გა­ტივს გა­ი­ტა­ნენ ოჯა­ხი­დან.

- ნაძ­ვის ხე რა ად­გი­ლას უნდა დავ­დგათ სახ­ლში?

- და­სავ­ლე­თით ან აღ­მო­სავ­ლე­თით თუ დგამთ - ნაძ­ვის ხის ფერს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, გა­მო­ი­ყე­ნეთ თეთ­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი, ოქ­როს­ფე­რი დე­კო­რე­ბი, ასე­ვე დაშ­ვე­ბუ­ლია გა­ნა­თე­ბა. ვერ­ცხლის­ფე­რი და ოქ­როს­ფე­რი დე­კო­რა­ცი­ე­ბით მორ­თეთ სამ­ხრე­თით მდგა­რი ნაძ­ვის ხე, ოღონდ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ გა­ნა­თე­ბა.

სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით დად­გით თეთ­რი ან მწვა­ნე ნაძ­ვის ხე, გა­ნა­თე­ბის გა­რე­შე, გა­მო­ი­ყე­ნეთ თეთ­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი ან ოქ­როს­ფე­რი. ჩრდი­ლო­ეთ მხა­რეს გა­ნა­თე­ბე­ბის გა­რე­შე დად­გით ნაძ­ვის ხე მწვა­ნე და ცის­ფე­რი დე­კო­რა­ცი­ე­ბით.

ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის ხე - მწვა­ნე, თეთ­რი, ცის­ფე­რი დე­კო­რა­ცი­ე­ბით. აქაც იკ­რძა­ლე­ბა გა­ნა­თე­ბა და სან­თლე­ბი. გა­ნა­თე­ბე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია სამ­ხრე­თით და ჩრდი­ლო­ე­თით, რომ არ გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ უარ­ყო­ფით ენერ­გი­ე­ბი.

- 4 თე­ბერ­ვლი­დან, რო­დე­საც ვირ­თხის წელი შე­მო­ვა, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ აუ­ცი­ლებ­ლად?

- ფენ-შუის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღ­მო­სავ­ლუ­რი რუ­კით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ და 4 თე­ბერ­ვლი­დან, რო­დე­საც ყვე­ლა ენერ­გია გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ სტო­მა­ტო­ლოგ­თან და­გეგ­მოთ ვი­ზი­ტი და გა­ი­კე­თოთ სი­ახ­ლის ანა­ლი­ზი, ეს იმი­ტომ რომ შემ­დეგ არ შე­გექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი. წელს ზუს­ტად რომ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბი წა­მო­ი­წევს წინ, გან­სა­კუთ­რე­ბით პი­რის ღრუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

სა­ერ­თოდ, ვირ­თხას აღი­ზი­ა­ნებს ღა­ლა­ტი და სი­ძუნ­წე. წელს ყვე­ლა ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გამ­ჟღავ­ნდე­ბა, ძუნწ ადა­მა­ი­ა­ნებს მა­ინც და­ა­ხარ­ჯი­ნებს ფულს, იმ­დენ პრობ­ლე­მას გა­მო­უ­ჩენს. ძა­ლი­ან კარ­გია თუ ახალ წლამ­დე ორი დღით ადრე მა­ინც სახ­ლში გა­მოც­ვლით ნა­თუ­რებს, ასე­ვე გაწ­მენდთ ფან­ჯრებს, რად­გან ამ გზით ენერ­გია შე­მო­დის.

წელს სა­სურ­ვე­ლია ბევ­რი ოქ­როს­ფე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა - ახა­ლი წლის ღა­მეს გა­ი­კე­თეთ ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი, სუფ­რა გა­ა­წყეთ ძვირ­ფა­სი ჭურ­ჭლით

სა­ა­ხალ­წლოდ აან­თეთ 8 ოქ­როს­ფე­რი სან­თე­ლი, ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია წი­თე­ლიც შე­უ­რი­ოთ. იმათ კი ვი­საც ოქ­როს­ფე­რი არ გიყ­ვართ, შე­გიძ­ლი­ათ თეთ­რი­თა და ვერ­ცხლის­ფე­რით ჩა­ა­ნაც­ვლოთ.

4 თე­ბერ­ვალს შე­მო­დის ვირ­თხა და აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ნიშ­ნეთ ეს დღეც, თხი­ლით, სა­სუ­ნა­ვით, ტკბი­ლე­უ­ლით...

- სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვუთ­ქვათ ახა­ლი წლის ღა­მეს?

- ახა­ლი წლის ღა­მეს, აი­ღეთ თეთ­რი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი, წი­თე­ლი ფე­რის ახა­ლი კა­ლა­მი. და­წე­რეთ სამი სურ­ვი­ლი, ას­რუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით, აწყმო დრო­ში და და­უ­წე­რეთ თა­რი­ღე­ბი, რო­დის გინ­დათ რომ აგის­რულ­დეთ. ქა­ღალ­დზე და­დეთ შაქ­რის ნა­ტე­ხი, პა­ტა­რა პუ­რის ნა­ჭე­რი, ვარ­დის ფურ­ცლე­ბი და ფული, და­კე­ცეთ და ჩა­დეთ წი­თელ კონ­ვერ­ტში.

შვი­დი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­დეთ ბა­ლი­შის ქვეშ, მერ­ვე დღეს აი­ღეთ, და­ლუ­ქეთ სან­თლით და შე­ი­ნა­ხეთ ერთი წლის მან­ძილ­ზე, სახ­ლში ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გი­ლას. ეს რი­ტუ­ა­ლი ზუს­ტად იმ დროს გა­ა­კე­თეთ, რო­დე­საც სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ენერ­გი­აა და ახა­ლი დამ­დგა­რია ახა­ლი წელი. ერთი წლის შემ­დეგ ჩა­მო­ი­ღეთ, გახ­სნით და ნა­ხავთ, რა ას­რულ­და და რა - არა. შემ­დეგ დაწ­ვით და ქარს გა­ა­ტა­ნეთ...

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
2

აშენდა საქართველო, 99% –ს გოჭი და საცივი ნაღდად არ ექნება!

rasa
0

ფენ შუი და ჩინური კალენდარი კი არა, ახალი ათწლეულის მოსვლაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რატომ დაგჭირდებათ 108 ცალი მანდარინი და ფორთოხალი ახალი წლის ღამეს - ფენ-შუის მიხედვით, წელს საახალწლო სუფრაზე საცივი და გოჭი არ უნდა იყოს

რატომ დაგჭირდებათ 108 ცალი მანდარინი და ფორთოხალი ახალი წლის ღამეს - ფენ-შუის მიხედვით, წელს საახალწლო სუფრაზე საცივი და გოჭი არ უნდა იყოს

ტრადიციულად, მთელი სამყარო ახალი წლის შემოსვლას 31 დეკემბერს აღნიშნავს, თუმცა რეალურად, ვირთხის წელიწადი 4 თებერვალს დადგება.

საინტერესოა, რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატებული წელი დაგვიდგეს და რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად - ამ საკითხებზე AMBEBI.GE-ს ფენ-შუის მასტერი თიკა ქოქაშვილი ესაუბრა:

- თიკა, რით უნდა გავუმასპინძლდეთ სტუმრებს ახალი წლის ღამეს?

- ძალიან კარგი იქნება, თუ ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდებით, რადგან ვირთხა მეოჯახე ცხოველია. წელს საახალწლო სუფრა გააწყვეთ მსუბუქი სალათებით, აუცილებლად უნდა იდოს მაგიდაზე ხილი, ყველი, სხვადასხვა სახეობის თხილეული, ტკბილეული... აკრძალვაა ძირითადად ცხიმიან საკვებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანია ლამაზად იყოს გაპრანჭული სუფრა, ბრჭყვიალებით და ბევრი ოქროსფერით. საერთოდ არ არის საჭირო, რომ წელს საცივი და გოჭი გქონდეთ სუფრაზე, რადგან როგორც ზევით მოგახსენეთ, ცხიმიანი საჭმელი სასურველი არ არის.

- რა რიტუალი უნდა შევასრულოთ ახალი წლის ღამეს, რომ მთელი წელი ბარაქიანი და საინტერესო გვქონდეს?

- ეს რიტუალი არის უძველესი და მისი გაკეთება შეგიძლიათ ახალი წლის დადგომამადე. აიღეთ 108 ცალი (ეს ფენ-შუის მიხედვით, ბარაქის ციფრია) ფორთოხალი და მანდარინი, რომლებსაც სახლის მთავარი შემოსასვლელიდან დააგორებთ ახალი წლის ღამეს ოთახებში ან თქვენ მეკვლეს სთხოვთ ამის გაკეთებას.

სამი დღე დატოვეთ ძირს დაგორებული ციტრუსი, შემდეგ გაფუჭებულები გადაყარეთ და რაც დაგრჩებათ მიირთვით, დაურიგეთ მეზობლებს ან უცხოებს ქუჩაში. დაზიანებულ ფორთოხლებზე ამბობენ, რომ ნეგატივს გაიტანენ ოჯახიდან.

- ნაძვის ხე რა ადგილას უნდა დავდგათ სახლში?

- დასავლეთით ან აღმოსავლეთით თუ დგამთ - ნაძვის ხის ფერს არ აქვს მნიშვნელობა, გამოიყენეთ თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი დეკორები, ასევე დაშვებულია განათება. ვერცხლისფერი და ოქროსფერი დეკორაციებით მორთეთ სამხრეთით მდგარი ნაძვის ხე, ოღონდ არ გამოიყენოთ განათება.

სამხრეთ-დასავლეთით დადგით თეთრი ან მწვანე ნაძვის ხე, განათების გარეშე, გამოიყენეთ თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი. ჩრდილოეთ მხარეს განათებების გარეშე დადგით ნაძვის ხე მწვანე და ცისფერი დეკორაციებით.

ჩრდილო-აღმოსავლეთით ვერცხლისფერი ნაძვის ხე - მწვანე, თეთრი, ცისფერი დეკორაციებით. აქაც იკრძალება განათება და სანთლები. განათებები აკრძალულია სამხრეთით და ჩრდილოეთით, რომ არ გავააქტიუროთ უარყოფით ენერგიები.

- 4 თებერვლიდან, როდესაც ვირთხის წელი შემოვა, რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად?

- ფენ-შუის სპეციალისტები აღმოსავლური რუკით ვხელმძღვანელობთ და 4 თებერვლიდან, როდესაც ყველა ენერგია გააქტიურდება, რეკომენდაციაა, რომ სტომატოლოგთან დაგეგმოთ ვიზიტი და გაიკეთოთ სიახლის ანალიზი, ეს იმიტომ რომ შემდეგ არ შეგექმნათ პრობლემები. წელს ზუსტად რომ სამედიცინო პრობლემები წამოიწევს წინ, განსაკუთრებით პირის ღრუსთან დაკავშირებული.

საერთოდ, ვირთხას აღიზიანებს ღალატი და სიძუნწე. წელს ყველა ფარული ურთიერთობა გამჟღავნდება, ძუნწ ადამაიანებს მაინც დაახარჯინებს ფულს, იმდენ პრობლემას გამოუჩენს. ძალიან კარგია თუ ახალ წლამდე ორი დღით ადრე მაინც სახლში გამოცვლით ნათურებს, ასევე გაწმენდთ ფანჯრებს, რადგან ამ გზით ენერგია შემოდის.

წელს სასურველია ბევრი ოქროსფერის გამოყენება - ახალი წლის ღამეს გაიკეთეთ ძვირფასი სამკაულები, სუფრა გააწყეთ ძვირფასი ჭურჭლით

საახალწლოდ აანთეთ 8 ოქროსფერი სანთელი, ასევე სასურველია წითელიც შეურიოთ. იმათ კი ვისაც ოქროსფერი არ გიყვართ, შეგიძლიათ თეთრითა და ვერცხლისფერით ჩაანაცვლოთ.

4 თებერვალს შემოდის ვირთხა და აუცილებლად აღნიშნეთ ეს დღეც, თხილით, სასუნავით, ტკბილეულით...

- სურვილების ასრულება თუ შეიძლება ჩავუთქვათ ახალი წლის ღამეს?

- ახალი წლის ღამეს, აიღეთ თეთრი თაბახის ფურცელი, წითელი ფერის ახალი კალამი. დაწერეთ სამი სურვილი, ასრულებული ფორმით, აწყმო დროში და დაუწერეთ თარიღები, როდის გინდათ რომ აგისრულდეთ. ქაღალდზე დადეთ შაქრის ნატეხი, პატარა პურის ნაჭერი, ვარდის ფურცლები და ფული, დაკეცეთ და ჩადეთ წითელ კონვერტში.

შვიდი ღამის განმავლობაში დაიდეთ ბალიშის ქვეშ, მერვე დღეს აიღეთ, დალუქეთ სანთლით და შეინახეთ ერთი წლის მანძილზე, სახლში ყველაზე მაღალ ადგილას. ეს რიტუალი ზუსტად იმ დროს გააკეთეთ, როდესაც სამყაროში ყველაზე დიდი ენერგიაა და ახალი დამდგარია ახალი წელი. ერთი წლის შემდეგ ჩამოიღეთ, გახსნით და ნახავთ, რა ასრულდა და რა - არა. შემდეგ დაწვით და ქარს გაატანეთ...

როგორი იქნება 2020 წლის იანვარი - წლის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?