მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო
ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 წლამ­დე ასა­კის ქალ­მა ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლი ნაგ­ვის ურ­ნა­ში გა­და­აგ­დო და მი­ა­ტო­ვა.

შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ კა­ლა­მა­ტა­ში18 დე­კემ­ბერს მოხ­და და ბერ­ძნულ მე­დი­ა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. რო­გორ ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, ნაგ­ვის ურნა სავ­სე არ იყო და მას ზედ არა­ფე­რი ეყა­რა. ახალ­შო­ბი­ლი ბიჭი ნა­გავ­ზე ზე­მო­დან იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და სწო­რედ ამი­ტომ ის­მო­და მისი ტი­რი­ლის ხმა გარ­კვე­ვით.

სა­ნაგ­ვე­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლი ბიჭი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა კა­ლა­მა­ტას მერ­მაც. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვი­ლი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლის ძა­ლით გა­და­ურ­ჩა.

"ბავ­შვი სას­წა­უ­ლით არის გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ეს ტე­რი­ტო­რია დი­ლის 05:00 სა­ა­თი­დან “იღ­ვი­ძებს”. დღეს კი ნაგ­ვის გა­სა­ტა­ნად მან­ქა­ნამ და­აგ­ვი­ა­ნა, რად­გან ტექ­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. ხომ ხვდე­ბით, იქ რომ მან­ქა­ნა არ მი­სუ­ლი­ყო, ბავ­შვის ტი­რილს ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და. ისიც უნდა ვთქვა, რომ ნა­გა­ვი არ გა­აქვთ, არა­მედ ჭყლე­ტენ მას" - გა­ნა­ცხა­და თა­ნა­სის ვა­სი­ლო­პუ­ლო­სიმ.

ბერ­ძნუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვი­ლის დედა იმ დღეს­ვე იპო­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და მან აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო შვი­ლის გაზ­რდას ვერ შეძ­ლებ­და, რა­საც თან ერ­თვო­და მისი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

“სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი და სწო­რედ ამან მა­ი­ძუ­ლა, რომ ბავ­შვი ნა­გავ­ში ჩა­მეგ­დო. არ მინ­დო­და ამის გა­კე­თე­ბა, ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, მაგ­რამ ფული არ მაქვს მის გა­საზ­რდე­ლად" - თქვა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა.

რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, ქარ­თვე­ლი ქალი სა­ბერ­ძნეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ვი­და და სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნას ცდი­ლობ­და.

დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დედა ბავ­შვის უკან დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხოვს და ნა­ნობს ჩა­დე­ნილს. ის და­კა­ვე­ბუ­ლია ჩვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ახალ­შო­ბი­ლი ამ­ჟა­მად გა­დაყ­ვა­ნი­ლია კა­ლა­მა­ტას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. „სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა კა­ლა­მა­ტას პო­ლი­ცი­ას­თან, რათა და­ად­გი­ნოს, ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბა”, - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
120

ჩვეულებრივი ციგნები გავხდით რაა, სახე დაკარგული გვაქვს

ლევანი
5

რანაირად ჩავიდა რამდენიმე დღის წინ ორსული ვინ აუშვა თვითმფრინავში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 24 წლამდე ასაკის ქალმა ახალშობილი შვილი ნაგვის ურნაში გადააგდო და მიატოვა.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში18 დეკემბერს მოხდა და ბერძნულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორ ბერძნული გამოცემები წერენ, ნაგვის ურნა სავსე არ იყო და მას ზედ არაფერი ეყარა. ახალშობილი ბიჭი ნაგავზე ზემოდან იყო მოთავსებული და სწორედ ამიტომ ისმოდა მისი ტირილის ხმა გარკვევით.

სანაგვეზე დატოვებული ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კალამატას მერმაც. მან აღნიშნა, რომ ჩვილი სიკვდილს სასწაულის ძალით გადაურჩა.

"ბავშვი სასწაულით არის გადარჩენილი. ეს ტერიტორია დილის 05:00 საათიდან “იღვიძებს”. დღეს კი ნაგვის გასატანად მანქანამ დააგვიანა, რადგან ტექნიკური დაზიანება ჰქონდა. ხომ ხვდებით, იქ რომ მანქანა არ მისულიყო, ბავშვის ტირილს ვერავინ გაიგებდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ნაგავი არ გააქვთ, არამედ ჭყლეტენ მას" - განაცხადა თანასის ვასილოპულოსიმ.

ბერძნული წყაროების მიხედვით, ჩვილის დედა იმ დღესვე იპოვეს სამართალდამცველებმა და მან აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემების გამო შვილის გაზრდას ვერ შეძლებდა, რასაც თან ერთვოდა მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

“სასოწარკვეთილი ვიყავი და სწორედ ამან მაიძულა, რომ ბავშვი ნაგავში ჩამეგდო. არ მინდოდა ამის გაკეთება, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ფული არ მაქვს მის გასაზრდელად" - თქვა ახალგაზრდა ქალმა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ქართველი ქალი საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და სამსახურის მოძებნას ცდილობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დედა ბავშვის უკან დაბრუნებას მოითხოვს და ნანობს ჩადენილს. ის დაკავებულია ჩვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ აქვთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ახალშობილი ამჟამად გადაყვანილია კალამატას საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა კალამატას პოლიციასთან, რათა დაადგინოს, ქალის ვინაობა და მოქალაქეობრივი კუთვნილება”, - განუცხადეს AMBEBI.GE-ს უწყების პრესსამსახურში.

რუსმა სპეცრაზმელებმა მეხუთე კლასელებს აქციის ხელკეტებით დაშლა "ასწავლეს" -   სკანდალური ვიდეო  და რუსების უმწვავესი გამოხმაურება

რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

პრინცი ჰარი სანტა კლაუსის ფორმაში - "სანტას ეს ვერსია უფრო მოგვწონს"