საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#შექმენიშენიStory - პირველი ონლაინ რეალითი-შოუ, რომლის გამარჯვებულიც ევროპაში სილამაზის მასტერკლასზე გაემგზავრება
#შექმენიშენიStory - პირველი ონლაინ რეალითი-შოუ, რომლის გამარჯვებულიც ევროპაში სილამაზის მასტერკლასზე გაემგზავრება

დღეს, რო­გორც არას­დროს, სა­კუ­თა­რი თა­ვის პრე­ზენ­ტა­ცია ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­გიძ­ლია შენი უნა­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნო და თავი არა მხო­ლოდ გარ­შე­მომ­ყო­ფებს, არა­მედ იმ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს გა­აც­ნო, რო­მე­ლიც შენ­გან ძა­ლი­ან შორს ცხოვ­რობს, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ამის გა­კე­თე­ბა კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი თვალ­სა­წი­ე­რი ასე ძა­ლი­ან გა­ფარ­თოვ­და, სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის სწო­რად წარ­მო­სა­ჩე­ნად მა­ინც უამ­რა­ვი რა­მის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო.

სწო­რედ ამი­ტომ, კომ­პა­ნია Avon-მა გა­და­წყვი­ტა, მათ, ვი­საც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა სურს, წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო შან­სი მის­ცეს. -0:00 უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, Avon-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით იწყე­ბა შოუ #შექ­მე­ნი­შე­ნიStory, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა 18 წელს მიღ­წე­ულ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. სა­ჭი­როა მხო­ლოდ მონ­დო­მე­ბა, სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი სი­ლა­მა­ზი­სა და მო­დის ინ­დუსტრი­ის მი­მართ.

„შექ­მე­ნი შენი Story” გუ­ლის­ხმობს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ­თვის სი­ლა­მა­ზეს­თან, თა­ვის მოვ­ლას­თან, მო­დის ტენ­დენ­ცი­ებ­თან და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბას. შოუს ერთ გა­მარ­ჯვე­ბულს კი კომ­პა­ნია Avon-ი ევ­რო­პა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის მას­ტერკლა­სით და­ა­ჯილ­დო­ებს.

რო­გორც პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია ზუ­ბი­აშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა უნდა ატ­ვირ­თონ 2-წუ­თი­ა­ნი ვი­დეო სა­კუ­თარ Facebook ან/და Instagram პრო­ფილ­ზე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ოთხ მენ­ტორ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი თავს გა­აც­ნო­ბენ და და­არ­წმუ­ნე­ბენ, რომ 15 შერ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლი­დან ერთ-ერთი სწო­რედ ის უნდა იყოს (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­დეო ატ­ვირ­თუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი Public ფორ­მა­ტით).იმის­თვის, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ, ვი­დეო უნდა გა­ა­ზი­ა­როთ „ჰეშ­თე­გით“ #ჩემიStory და და­თა­გოთ Avon-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი Facebook და ოფი­ცი­ა­ლუ­რი Instagram გვერ­დი.

შოუს ცნო­ბი­ლი და გა­მოც­დი­ლი მენ­ტო­რე­ბი ეყო­ლე­ბი­ან: მა­რი­ამ გვა­სა­ლია - დი­ზა­ი­ნე­რი, თინა შა­ლი­კაშ­ვი­ლი - ვი­ზა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტი, თა­მუ­ნა ბა­სი­ლა­ძე - კა­ნის მოვ­ლის ექ­სპერ­ტი და თე­ო­ნა ჩი­ჩუა - ვი­დე­ობ­ლო­გე­რი.

ოთხი­ვე მენ­ტო­რი შოუს 15-ვე მო­ნა­წი­ლეს მას­ტერკლა­სებს ჩა­უ­ტა­რებს მა­კი­ა­ჟის, სი­ლა­მა­ზის, კა­ნის მოვ­ლის, მო­დის ინ­დუსტრი­ის, სტი­ლის, თა­ნა­მედ­რო­ვე „ინფლუ­ენ­სინ­გი­სა“ და სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის კონ­ტენ­ტის შექ­მნის შე­სა­ხებ. მას­ტერკლა­სე­ბის შემ­დეგ კი მის­ცე­მენ და­ვა­ლე­ბას, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბის ხა­რისხზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლის დარ­ჩე­ნა.

რო­გორც შოუს მენ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მსგავ­სი პრო­ექ­ტი, ონ­ლა­ინ შოუ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში. ამი­ტომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა.

„Avon-თან უკვე წლე­ბია ვთა­ნამ­შრომ­ლობ, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის ეს ახა­ლი პრო­ექ­ტი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ჩემი დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო მო­ნა­წი­ლე­ებს. რა თქმა უნდა, ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად ობი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი და ვფიქ­რობ, რომ მათ­გან ყვე­ლა­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, სა­უ­კე­თე­სო და მონ­დო­მე­ბუ­ლი გა­ი­მარ­ჯვებს“, - აღ­ნიშ­ნავს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას თა­მუ­ნა ბა­სი­ლა­ძე, კა­ნის მოვ­ლის ექპერ­ტი.დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ამ გვა­სა­ლია კი გვიყ­ვე­ბა, რომ ამ დრომ­დე ამ­გვარ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არას­დროს მი­უ­ღია. ამი­ტომ Avon-ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა მის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო.

„მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ლა­მა­ზი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ახალ­გაზ­რდებს ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. როცა რე­ა­ლუ­რი გა­მომ­წე­რე­ბი გყავს, მათ იმგვა­რი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ა­წო­დო, რაც მათ­თვის ღი­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რა­ღაც ახალს ის­წავ­ლი­ან, ახალს გა­ა­კე­თე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, კარგ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც მი­ი­ღე­ბენ და მათი გვერ­დე­ბი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და მომ­გე­ბი­ა­ნი გახ­დე­ბა“, - გან­მარ­ტავს მა­რი­ამ გვა­სა­ლია.თინა შა­ლი­კაშ­ვი­ლიც შოუს ერთ-ერთი მენ­ტო­რია. ის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

„ვფიქ­რობ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მი­ვი­ღებ ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას და გა­ვიც­ნობ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს. ასე­ვე, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, სხვებ­საც გა­ვაც­ნო სა­კუ­თა­რი თავი, ვი­საც აქამ­დე ჩემ შე­სა­ხებ არ სმე­ნი­ათ. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში ჩემი დახ­მა­რე­ბით ის­წავ­ლი­ან მა­კი­ა­ჟის ტენ­დენ­ცი­ებს და მი­ი­ღე­ბენ ისეთ ცოდ­ნას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნა მან.შოუს სხვა მენ­ტო­რე­ბის მსგავ­სად, თე­ო­ნა ჩა­ჩუა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ვი­დე­ობ­ლო­გე­რი, გვიყ­ვე­ბა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ჭი­რო უნა­რე­ბის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა, ვინც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას ახლა იწყებს. Avon-მა კი მათ ეს რე­ა­ლუ­რი შან­სი მის­ცა.„მე რომ ვი­წყებ­დი, ზუს­ტად ის დრო მახ­სენ­დე­ბა. ვა­პი­რებ, კონ­კურ­სან­ტებს ვას­წავ­ლო, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში რო­გორ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რონ ხალ­ხს.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კონ­კურ­სან­ტებ­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გავ­ზარ­დო. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ამი­ტომ მე მინ­და, და­ვა­ჯე­რო მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ გამ­ბე­და­ვი უნდა იყო და ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - თქვა მან.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Avon-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ შო­უ­ში #შექ­მე­ნი­შე­ნიStory ვი­დე­ო­ე­ბის მი­ღე­ბა უკვე და­ი­წყო. მათი გა­ზი­ა­რე­ბის ბოლო ვადა კი 20 დე­კემ­ბე­რი, 18:00 სა­ა­თია. ასე რომ, ვი­საც გსურთ გახ­დეთ მო­ნა­წი­ლე, გა­ბე­დეთ, გა­დად­გით ეს ნა­ბი­ჯი, რად­გან წინ სა­ო­ცა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

#შექმენიშენიStory - პირველი ონლაინ რეალითი-შოუ, რომლის გამარჯვებულიც ევროპაში სილამაზის მასტერკლასზე გაემგზავრება

#შექმენიშენიStory - პირველი ონლაინ რეალითი-შოუ, რომლის გამარჯვებულიც ევროპაში სილამაზის მასტერკლასზე გაემგზავრება

დღეს, როგორც არასდროს, საკუთარი თავის პრეზენტაცია ყველაზე მარტივად არის შესაძლებელი. შეგიძლია შენი უნარები საინტერესოდ წარმოაჩინო და თავი არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ იმ მილიონობით ადამიანს გააცნო, რომელიც შენგან ძალიან შორს ცხოვრობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამის გაკეთება კი სოციალური ქსელების მეშვეობით არის შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თვალსაწიერი ასე ძალიან გაფართოვდა, საკუთარი ინდივიდუალიზმის სწორად წარმოსაჩენად მაინც უამრავი რამის ცოდნაა საჭირო.

სწორედ ამიტომ, კომპანია Avon-მა გადაწყვიტა, მათ, ვისაც სოციალურ მედიაში თავის დამკვიდრება სურს, წარმოუდგენლად სასიამოვნო შანსი მისცეს. -0:00 უფრო კონკრეტულად, Avon-ის ორგანიზებით იწყება შოუ #შექმენიშენიStory, რომელშიც მონაწილეობის მიღება 18 წელს მიღწეულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საჭიროა მხოლოდ მონდომება, სურვილი და ინტერესი სილამაზისა და მოდის ინდუსტრიის მიმართ.

„შექმენი შენი Story” გულისხმობს საინტერესო ადამიანების აღმოჩენას და მათთვის სილამაზესთან, თავის მოვლასთან, მოდის ტენდენციებთან და სოციალურ მედიაში პოზიციონირებასთან დაკავშირებული უნარების სწავლებას. შოუს ერთ გამარჯვებულს კი კომპანია Avon-ი ევროპაში ხელოვნების მასტერკლასით დააჯილდოებს.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი ნათია ზუბიაშვილი გვიყვება, შოუში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ატვირთონ 2-წუთიანი ვიდეო საკუთარ Facebook ან/და Instagram პროფილზე, რომლის მეშვეობით, ოთხ მენტორსა და საზოგადოებას საკუთარი თავს გააცნობენ და დაარწმუნებენ, რომ 15 შერჩეული მონაწილიდან ერთ-ერთი სწორედ ის უნდა იყოს (აღსანიშნავია, რომ ვიდეო ატვირთული უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი Public ფორმატით).იმისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, ვიდეო უნდა გააზიაროთ „ჰეშთეგით“ #ჩემიStory და დათაგოთ Avon-ის ოფიციალური Facebook და ოფიციალური Instagram გვერდი.

შოუს ცნობილი და გამოცდილი მენტორები ეყოლებიან: მარიამ გვასალია - დიზაინერი, თინა შალიკაშვილი - ვიზაჟის სპეციალისტი, თამუნა ბასილაძე - კანის მოვლის ექსპერტი და თეონა ჩიჩუა - ვიდეობლოგერი.

ოთხივე მენტორი შოუს 15-ვე მონაწილეს მასტერკლასებს ჩაუტარებს მაკიაჟის, სილამაზის, კანის მოვლის, მოდის ინდუსტრიის, სტილის, თანამედროვე „ინფლუენსინგისა“ და სხვადასხვა ფორმატის კონტენტის შექმნის შესახებ. მასტერკლასების შემდეგ კი მისცემენ დავალებას, რომლის შესრულების ხარისხზე იქნება დამოკიდებული შოუში მონაწილის დარჩენა.

როგორც შოუს მენტორები აღნიშნავენ, მსგავსი პროექტი, ონლაინ შოუ, საქართველოში ჯერ არ ყოფილა, განსაკუთრებით კი, სილამაზის ინდუსტრიაში. ამიტომ მასში მონაწილეობის მიღება კიდევ უფრო მეტად საინტერესოა.

„Avon-თან უკვე წლებია ვთანამშრომლობ, თუმცა კომპანიის ეს ახალი პროექტი ჩემთვის ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა, ჩემი დაგროვილი გამოცდილება გავუზიარო მონაწილეებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ემოციურად ძალიან ძნელი იქნება მონაწილეებს შორის არჩევანის გაკეთება, თუმცა აუცილებლად ობიექტური ვიქნები და ვფიქრობ, რომ მათგან ყველაზე მოტივირებული, საუკეთესო და მონდომებული გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას თამუნა ბასილაძე, კანის მოვლის ექპერტი.დიზაინერი მარიამ გვასალია კი გვიყვება, რომ ამ დრომდე ამგვარ პროექტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. ამიტომ Avon-ის შემოთავაზებაზე დათანხმება მისთვის დიდი გამოწვევა იყო.

„მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო, ლამაზი პროექტი იქნება. დღევანდელი გადმოსახედიდან, ინტერნეტსივრცე ძალიან განვითარებულია და ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. როცა რეალური გამომწერები გყავს, მათ იმგვარი პროდუქტი უნდა მიაწოდო, რაც მათთვის ღირებულია. ვფიქრობ, ამ პროექტის მონაწილეები რაღაც ახალს ისწავლიან, ახალს გააკეთებენ. შესაბამისად, კარგ გამოცდილებასაც მიიღებენ და მათი გვერდები სოციალურ მედიაში უფრო მეტად საინტერესო და მომგებიანი გახდება“, - განმარტავს მარიამ გვასალია.თინა შალიკაშვილიც შოუს ერთ-ერთი მენტორია. ის საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო სოციალური მედია კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვის.

„ვფიქრობ, პირველ რიგში, თავად მივიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას და გავიცნობ ბევრ საინტერესო ადამიანს. ასევე, ეს შესაძლებლობაა, სხვებსაც გავაცნო საკუთარი თავი, ვისაც აქამდე ჩემ შესახებ არ სმენიათ. მონაწილეები ძალიან მოკლე დროში ჩემი დახმარებით ისწავლიან მაკიაჟის ტენდენციებს და მიიღებენ ისეთ ცოდნას, რომელიც ძალიან გამოადგებათ“, - აღნიშნა მან.შოუს სხვა მენტორების მსგავსად, თეონა ჩაჩუა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ვიდეობლოგერი, გვიყვება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო უნარების იმ ადამიანებისთვის გაზიარება, ვინც სოციალურ მედიაში პოზიციონირებას ახლა იწყებს. Avon-მა კი მათ ეს რეალური შანსი მისცა.„მე რომ ვიწყებდი, ზუსტად ის დრო მახსენდება. ვაპირებ, კონკურსანტებს ვასწავლო, სოციალურ მედიაში როგორ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობა, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ხალხს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსანტებში თავდაჯერებულობა გავზარდო. პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია. ამიტომ მე მინდა, დავაჯერო მონაწილეებს, რომ გამბედავი უნდა იყო და ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა მან.აღსანიშნავია, რომ Avon-ის მიერ ორგანიზებულ შოუში #შექმენიშენიStory ვიდეოების მიღება უკვე დაიწყო. მათი გაზიარების ბოლო ვადა კი 20 დეკემბერი, 18:00 საათია. ასე რომ, ვისაც გსურთ გახდეთ მონაწილე, გაბედეთ, გადადგით ეს ნაბიჯი, რადგან წინ საოცარი შესაძლებლობები გელოდებათ.

როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ  მოვუაროთ მას?

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიდან, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მეორე ადგილზე დგას

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს