მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიდან, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მეორე ადგილზე დგას
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიდან, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მეორე ადგილზე დგას

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 3 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტი და­ი­ღუ­პა 2016 წელს ალ­კოჰო­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მი­ღე­ბის გამო. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად ნიშ­ნავს, რომ 20-დან 1 ადა­მი­ა­ნი ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის გამო კვდე­ბა. ამ ციფ­რის მე­სა­მედ ნა­წილს მა­მა­კა­ცე­ბი შე­ად­გე­ნენ.

ალ­კოჰო­ლის ჭარბ მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 28% ტრამ­ვე­ბის შე­დე­გია (ავა­რი­ე­ბი, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, ძა­ლა­დო­ბა), მე­ო­რე ად­გილ­ზე კი ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბია (21%), მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მო­დის გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი - 19%.

რო­გორც ქვე­მოთ მო­ცე­მულ რუ­კა­ზე ხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ეს პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მძაფ­რად დგას.

რა­ტომ არის სა­ყუ­რა­დღე­ბო საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი?

საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია: პი­რის ღრუს სა­ნერ­წყვე ჯირ­კვლე­ბი­სა და ყბე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, საყ­ლა­პა­ვის, კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ნაღ­ვლის ბუშ­ტის სა­ნაღ­ვლე გზე­ბი­სა და პანკრე­ა­სის ავად­მყო­ფო­ბე­ბი. და­ა­ვა­დე­ბა­თა ქვეჯ­გუ­ფე­ბი­დან მა­ღა­ლი პრვა­ლენ­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ქო­ლე­ცის­ტი­ტი და ქო­ლე­ლი­თი­ა­ზი (1119,4), გას­ტრი­ტი და დუ­ო­დე­ნი­ტი (996,8) და კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლი (455,4). საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ღვიძ­ლის ავად­მყო­ფო­ბე­ბი, პე­რი­ტო­ნი­უ­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბი და კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბით ქო­ლე­ცის­ტი­ტი, გას­ტრი­ტი და კუ­ჭის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტომ მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლავთ ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის ფაქ­ტო­რებს.

გას­ტრი­ტი კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბაა. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ალი­მენ­ტურ, ალ­კოჰო­ლურ, ალერ­გი­ულ, ანა­ცი­დურ, ანტრა­ლურ, კა­ტა­რა­ლურ, კო­რო­ზი­ულ, მწვა­ვე, ზე­და­პი­რულ, პო­ლი­პო­ზურ, ქრო­ნი­კულ, ერო­ზი­ულ, წყლუ­ლო­ვან და სხვა ტი­პის გას­ტრი­ტებს. კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი დამ­ცა­ვი გარ­სის და­სუს­ტე­ბას და და­ზი­ა­ნე­ბას მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი იწ­ვევს. ესე­ნია: თამ­ბა­ქო, ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტი, ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, სტრე­სი, კა­უს­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მი­ღე­ბა, თამ­ბა­ქოს წევა, ას­პი­რი­ნი და ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.კუ­ჭის წყლუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა Helycobacter pylori-სა და მე­დი­კა­მენ­ტურ ფაქ­ტორს ენი­ჭე­ბა. ერთ-ერთი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია თამ­ბა­ქოს წე­ვის მავ­ნე ჩვე­ვა. რიგ შემ­თხვე­ვა­ში წყლუ­ლის მი­ზე­ზად კუ­ჭის წვე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სეკ­რე­ცია გვევ­ლი­ნე­ბა. სხვა ფაქ­ტო­რე­ბია: სხვა­დას­ხვა მუ­კოტ­რო­პუ­ლი ვირუ­სით (ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბი, ცი­ტო­მე­გა­ლო­ვირუ­სი) ლორ­წო­ვა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი, კვე­ბის არას­წო­რი რე­ჟი­მი და რა­ცი­ო­ნი, გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა და სხვა.

საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ინ­ფექ­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

ალ­ბათ გა­გიჩ­ნდათ კი­თხვა: რისი გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ან რის­კის მი­ნი­მუ­მამ­დე შე­სამ­ცი­რებ­ლად?

  • თუ ხართ ჭარ­ბი წო­ნის, და­ი­კე­ლით წო­ნა­ში თან­და­თა­ნო­ბით. წო­ნის სწრაფ­მა დაკ­ლე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ზარ­დოს ნაღ­ვლ-კენ­ჭო­ვან და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. სწო­რე­ბა აი­ღეთ კვი­რა­ში ნა­ხე­ვა­რი კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა­ზე
  • შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ოპ­ტი­მა­ლუ­რი წონა. ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე ზრდის კენ­ჭე­ბის წარ­მოქ­მნის რისკს. ჭარ­ბი წო­ნის და სიმ­სუქ­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­ამ­ცი­რეთ მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გა­ზარ­დეთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.
  • იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად, რე­გუ­ლა­რუ­ლად. ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი და უჯრე­დი­სის დე­ფი­ცი­ტის მქო­ნე დი­ე­ტა ზრდის ნაღ­ვლ-კენ­ჭო­ვან და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. აირ­ჩი­ეთ ისე­თი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ბოსტნე­ულს, ხილს, არა­რა­ფი­ნი­რე­ბულ მარ­ცვლოვ­ნებს.

მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჯან­სა­ღი კვე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=154წყა­რო: https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=04c99570-07c5-4cde-9113-259b2c69fd65

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიდან, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მეორე ადგილზე დგას

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიდან, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მეორე ადგილზე დგას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 3 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპა 2016 წელს ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების გამო. ეს, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ 20-დან 1 ადამიანი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო კვდება. ამ ციფრის მესამედ ნაწილს მამაკაცები შეადგენენ.

ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 28% ტრამვების შედეგია (ავარიები, თვითდაზიანება, ძალადობა), მეორე ადგილზე კი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებია (21%), მხოლოდ ამის შემდეგ მოდის გულსისხლძარღვთა დაავადებები - 19%.

როგორც ქვემოთ მოცემულ რუკაზე ხედავთ, საქართველოში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების გამო გარდაცვლილთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში მძაფრად დგას.

რატომ არის საყურადღებო საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები?

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: პირის ღრუს სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები, საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები და ნაღვლის ბუშტის სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ავადმყოფობები. დაავადებათა ქვეჯგუფებიდან მაღალი პრვალენტობით გამოირჩევა ქოლეცისტიტი და ქოლელითიაზი (1119,4), გასტრიტი და დუოდენიტი (996,8) და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (455,4). საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან მაღალი ლეტალობით გამოირჩევა ღვიძლის ავადმყოფობები, პერიტონიუმის ავადმყოფობები და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

ვინაიდან საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან მაღალი გავრცელებით ქოლეცისტიტი, გასტრიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადებები გამოირჩევა, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილავთ ამ დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორებს.

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ ალიმენტურ, ალკოჰოლურ, ალერგიულ, ანაციდურ, ანტრალურ, კატარალურ, კოროზიულ, მწვავე, ზედაპირულ, პოლიპოზურ, ქრონიკულ, ეროზიულ, წყლულოვან და სხვა ტიპის გასტრიტებს. კუჭის ლორწოვანი დამცავი გარსის დასუსტებას და დაზიანებას მრავალი ფაქტორი იწვევს. ესენია: თამბაქო, ზოგიერთი მედიკამენტი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესი, კაუსტიკური ნივთიერებები, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს წევა, ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.კუჭის წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ ფაქტორს ენიჭება. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. რიგ შემთხვევაში წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. სხვა ფაქტორებია: სხვადასხვა მუკოტროპული ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება, ფსიქოლოგიური სტრესი, კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი, გენეტიკური მიდრეკილება და სხვა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან ასევე გავრცელებულია ინფექციური ბუნების დიარეული დაავადებები.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: რისი გაკეთება შემიძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?

  • თუ ხართ ჭარბი წონის, დაიკელით წონაში თანდათანობით. წონის სწრაფმა დაკლებამ შესაძლებელია გაზარდოს ნაღვლ-კენჭოვან დაავადების განვითარების რისკი. სწორება აიღეთ კვირაში ნახევარი კილოგრამის დაკლებაზე
  • შეინარჩუნეთ ოპტიმალური წონა. ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს. ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევაში შეამცირეთ მიღებული კალორიების რაოდენობა და გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა.
  • იკვებეთ ჯანსაღად, რეგულარულად. ჭარბი რაოდენობით ცხიმის შემცველი საკვები და უჯრედისის დეფიციტის მქონე დიეტა ზრდის ნაღვლ-კენჭოვან დაავადების განვითარების რისკს. აირჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს ბოსტნეულს, ხილს, არარაფინირებულ მარცვლოვნებს.

მეტი ინფორმაცია ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=154წყარო: https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=04c99570-07c5-4cde-9113-259b2c69fd65

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი გთავაზობთ 50%-იან ქეშბექ აქციას ზამთრის საბურავებზე

კონტეინერი იხსნება!